აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ორთომოლეკულური მედიცინის მნიშვნელობა თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

უკან

ორთომოლეკულური მედიცინის მნიშვნელობა თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

28 ოქტ 2025

 

ჯანმრთელი თმა, ბზინვარე კანი და მყარი ფრჩხილები მხოლოდ გარეგნობის ლამაზი ატრიბუტები როდია — თითოეული მათგანი ჩვენი ჯანმრთელობის ინდიკატორია. 

ხშირად, ჩვენი გარეგნობა საუკეთესოდ აირეკლავს სხეულის კვებით ბალანსს, გვატყობინებს რა ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის შესახებ. მქრქალი კანი, მარტივად მსხვრევადი ფრჩხილები და შეთხელებული თმა — თითოეული მათგანი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტების ნაკლებობას განიცდის და “შეკეთება”, აღდგენა და დაცვა სჭირდება. სწორედ აქ შემოდის სცენაზე ორთომოლეკულური მედიცინა.

ორთომოლეკულური მედიცინა მეცნიერების მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც ფოკუსირდება ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების — ორთომოლეკულების — განსაზღვრული დოზებისა და სწორი კომბინაციების მიწოდებაზე, რის საშუალებითაც შესაძლებელია, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნება, გაუმჯობესება, დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. 

ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

A, B, C, E ვიტამინები, თუთია, სელენი, ბიოტინი და ა.შ, ეხმარება ორგანიზმს უჯრედების აღდგენაში და იცავს მას ოქსიდაციური დაზიანებისგან. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე წესი ხშირად გვაყენებს იმ გარე გამაღიზიანებლების წინაშე, რომლებიც ამ ნივთიერების რაოდენობას ამცირებს — სტრესი, დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კვებითი ჩვევები და ა.შ. დროთა განმავლობაში, ეს აჩქარებს დაბერების პროცესს, ასუსტებს თმის ფოლიკულებს და ამცირებს კანის შესაძლებლობას, რომ შეინარჩუნოს ტენიანობა და სიმტკიცე. 

ორთომოლეკულური დანამატები უზრუნველყოფენ მიზანმიმართულ მხარდაჭერას ამ ეფექტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც იძლევა საშუალებას, რომ ორგანიზმმა მიიღოს ზუსტად ის, რაც მას ჯანსაღი ქსოვილის რეგენერაციისთვის სჭირდება. ორთომოლეკულური მედიცინა არ ებრძვის ხარვეზებს ზედაპირულად, არამედ პირიქით, ანადგურებს მათ გამომწვევ მიზეზებს. 

ჩამოთვლილ პრობლემებთან ბრძოლაში ორთომოლი (Orthomol) დაგეხმარებათ — 1991 წელს გერმანიაში დაარსებული კოპანია, რომელიც ორთომოლეკულური მედიცინის სფეროს ლიდერია მსოფლიოში. კომპანიის პროდუქტები, როგორებიცაა ორთომოლ® ბიუთი და ორთომოლ® ჰეარ ინტენსი როგორც კაცებს, ისე ქალებს დაგეხმარებათ, დაიცვათ თქვენი კანი, თმები და ფრჩხილები ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტისგან — შესაბამისად, შეინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერსა და თავდაჯერებულობას.

 

თმის ცვენის პრევენცია და მკურნალობა ორთომოლ ჰეარ ინტენსთან ერთად

თმა ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ხილული ინდიკატორია. ბზინვარების, სისქისა და სიმყარის შესანარჩუნებლად მას ვიტამინებითა და მინერალებით მუდმივი მომარაგება სჭრიდება — ბიოტინი, B12 და E ვიტამინები, თუთია, რკინა, სელენი და სხვა მინერალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თმის ფოლიკულების გამოკვებაში და, შესაბამისად, თმის ზრდის მხარდაჭერაში. 

ორთომოლ® ჰეარ ინტენსი აღნიშნული ნუტრიენტების ბალანსის აღდგენაში თქვენი საუკეთესო ასისტენნტი გახდება. ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების ეს ინოვაციური კომპლექსი შექმნილია თმის ცვენის სამკურნალოდ და საპრევენციოდ, ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ამოსვლას და ზრდას, ასტიმულირებს თმის ფოლიკულებში მეტაბოლურ პროცესებს, შედეგად თმა ხდება უფრო ძლიერი, სქელი და ბზინვარე.

პროდუქტი შეიცავს KeraLiacin-ს, ფეტვის ექსტრაქტის დაპატენტებულ კომპლექსს, რომელიც მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თმის ფოლიკულების და კანის ნორმალური მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებაში. ფეტვის ძირითადი აქტიური ნივთიერება მილიაცინი ასტიმულირებს ფოლიკულებს და ამაგრებს თმის ძირებს, მონაწილეობს თმის სტრუქტურის გაძლიერებასა და აღდგენაში, კვებავს თმას შიგნიდან, აჩქარებს მის ზრდას და აძლევს მას სიმტკიცეს და ბზინვარებას. ფეტვის ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თმის და კანის სტრუქტურა, თავიდან აიცილოს თმის ცვენა, აღმოფხვრას კანის სიმშრალე და შეინარჩუნოს მასში საჭირო ტენიანობა, აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, უჯრედების პროლიფერაციას და ქსოვილების რეგენერაციას. ასევე, ჰეარ ინტენსში შეხვდებით B ჯგუფის ვიტამინებს, ბიოტინს, L-ცისტეინსა და L-მეთიონინს, რომლებიც მონაწილეობენ თმის ძირითადი სტრუქტურული ერთეულების, კერატინისა და კოლაგენის სინთეზში.

თუთია, სპილენძი და სელენი იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. შესაბამისად, პროდუქტი მყისიერად ამცირებს თმასთან და ფრჩხილებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ხელს უშლის თმის ცვენასა და ქერტლის გაჩენას. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის დროს, ისე თმის სტრუქტურის ცვლილებების შემჩნევისას და, მათ შორის, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდშიც. 

გამოყენება: მიიღება 2 კაფსულა დღეში დღის პირველ ნახევარში ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით. 

 

ორთომოლ ბიუთი თქვენი სილამაზის სამსახურში

ორთომოლ ბიუთი კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად შექმნილი კომპლექსია, რომელიც გვხვდება როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის სპეციალიზებული ფორმით.

მასში შემავალი კოლაგენი წარმოადგენს ძირითად სტრუქტურულ ცილას კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის. კოლაგენის ადეკვატური მიღება, შესაძლოა, იყოს სასარგებლო კანის ზოგადი მდგომარეობისთვის, მათ შორის ტენიანობისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად. ჰიალურონის მჟავა ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება კანის დატენიანებისა და ჰიდრატაციის შენარჩუნების მიზნით. 

ორთომოლ ბიუთიში ვხვდებით ჰიდროქსითიროზოლსაც, რომელიც ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტიდან მიიღება და ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ითვლება, რომ ის ხელს უწყობს კანის დატენიანებას და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

ვიტამინი C უზრუნველყოფს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კოლაგენის და ჰიალურონის ბიოშეღწევადობას, ხოლო ვიტამინი B7 (ბიოტინი) მონაწილეობს კერატინის სინთეზში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის ბუნებრივ რეგენერაციულ პროცესებში. ეს და სხვა ინგრედიენტები, ფაქტობრივად, 100%-ით უზრუნველყოფენ დადებით შედეგს (თუკი, რა თქმა უნდა, რომელიმე მათგანის მიმართ აუტანლობა არ გაქვთ).

გამოყენება: მიიღება 1 მზა დასალევი ფლაკონი ყოველდღე ჭამის დროს ან მის შემდეგ. ფლაკონი მიღებამდე უნდა შეინჯღრეს.

ორთომოლის თითოეული პროდუქტის მიღმა უდიდესი გამოცდილება და უმაღლესი საწარმოო სტანდარტები დგას — 30 წლის განმავლობაში, გერმანულმა კომპანიამ შეძლო და მილიონობით ექიმისა და პაციენტის ნდობა დაიმსახურა. შესაბამისად, ამ ბრენდის პროდუქტებზე არჩევანის შეჩერება გონივრული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. 

28 ოქტ 2025