| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Orthomol - ორთომოლი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
რეკომენდებულია როგორც დამხმარე საშუალება სეზონური თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი თმის სტრუქტურის მხარდასაჭერად.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® ჰეარ ინტენსი
შინაგანი ძალა ჯანსაღი და ლამაზი თმისთვის!
ორთომოლ® ჰეარ ინტენსის ვიტამინების, მინერალების და ნუტრიენტების კომპლექსი ხელს უწყობს თმის სიჯანსაღის მხარდაჭერას.
KeraLiacin® (ფეტვის ექსტრაქტის დაპატენტებული კომპლექსი) მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თმის ფოლიკულების და კანის ნორმალური მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებაში. ფეტვის ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თმის და კანის სტრუქტურა
L-ცისტეინი და L-მეთიონინი მნიშვნელოვანი ამინომჟავებია კერატინის წარმოებისთვის, L-ცისტეინი აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. L-მეთიონინი აუცილებელია L-ცისტეინის წარმოებისთვის, ხელს უშლის თმის ცვენას და მტვრევადობას, კვებავს თმას შიგნიდან, ანიჭებს მას სიძლიერეს.
სპილენძი ხელს უწყობს თმის ნორმალურ პიგმენტაციას მელანინის სინთეზის გზით, მისი დეფიციტი იწვევს ნაადრევ ჭაღარას, თმის გათხელებას და მტვრევადობას.
თუთია - უზრუნველყოფს კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას.
თუთია, სელენი და სპილენძი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
იხილეთ ბლოგი: ორთომოლეკულური მედიცინის მნიშვნელობა თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დღიური დოზა 2 კაფსულა (1,2 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV* |
| KeraLiacin®, საიდანაც: | 300 მგ | ** |
| · ფეტვის ექსტრაქტი | 195 მგ | ** |
| · ორბლის ექსტრაქტი | 30 მგ | ** |
| L-მეთიონინი | 150 მგ | ** |
| L-ცისტეინი | 100 მგ | ** |
| ვიტამინები: | ||
| თიამინი (ვიტამინი B1) | 1,1 მგ | 100 |
| ვიტამინი B6 | 1,4 მგ | 100 |
| ვიტამინი B12 | 2,5 მკგ | 100 |
| ბიოტინი | 50 მკგ | 100 |
| პანტოთენის მჟავა | 9 მგ | 150 |
| მინერალები: | ||
| სელენი | 44 მკგ | 80 |
| თუთია | 10 მგ | 100 |
| სპილენძი | 1 მგ | 100 |
· * NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· ** არ არის ხელმისაწვდომი საცნობარო რაოდენობა
დამატებითი ინგრედიენტები: მზესუმზირის ზეთი, ფეტვის ექსტრაქტი (Panicum miliaceum-დან) (16%), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, L-მეთიონინი (13%), L-ცისტეინი (8.3%), ცხიმოვანი მჟავების ემულგატორი მონო- და დიგლიცერიდები, ხორბლის ექსტრაქტი ( Triticum aestivum-დან) (2,5%), თუთიის ოქსიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, სტაფილოს კონცენტრატი, სპილენძის სულფატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის მონონიტრატი, როზმარინის ექსტრაქტი, ნატრიუმის სელენატი, D-ბიოტინი, ციანკობალამინი.
მიიღება 2 კაფსულა დღეში დღის პირველ ნახევარში ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
გაფრთხილება:
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა:
№60 კაფსულა.
არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს, ალკოჰოლს, ალერგენებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
ასევე, იხილეთ : Inao - ინაო ჯანსაღი თმა 60 საღეჭი ტაბლეტი