| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Doppelherz / დოპელჰერცი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
დოპელჰერცი აქტივი მაგნიუმი ნაითი
დოპელჰერცი აქტივი მაგნიუმი ნაითი ხელს უწყობს ნერვული სისტემის და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მაგნიუმი მონაწილეობს ენერგეტიკულ პროცესებში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში. იგი ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. ითვლება, რომ მაგნიუმმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს ძილის ხარისხზე.
ვიტამინი B1 - ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედშია, გარდაქმნის ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს ენერგიად, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, შემეცნებითი ფუნქციების გაუმჯობესებას.
ვიტამინი B6 - ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. D ვიტამინი, მაგნიუმის მსგავსად, ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
ნიაცინი (ვიტამინი B3) მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლასა და ქსოვილოვან სუნთქვაში. მისი ადეკვატური რაოდენობა შესაძლოა გავლენას ახდენდეს ნერვული სისტემის ფუნქციასა და მიკროცირკულაციაზე.
მელისას ფოთლების ექსტრაქტი ცნობილია თავისი სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი თვისებებით.
ლავანდას ზეთი ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტია, რომელიც გამოიყენება არომათერაპიასა და მედიცინაში, როგორც დამამშვიდებელი საშუალება. შესაძლებელია, იგი დადებითად მოქმედებდეს განწყობაზე და ძილზე.
რეკომენდებულია კუნთოვანი და ნერვული სისტემის მხარდასაჭერად.
იხილეთ ბლოგი: მაგნიუმი და მისი დანამატები: როდის და როგორ მივიღოთ?
ერთი ტაბლეტი შეიცავს: მაგნიუმის ოქსიდი 500 მგ, ვიტამინი D - 5 მკგ, ვიტამინი B1 - 1,1 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ნიაცინი - 16 მგ, მელისას ფოთლების ექსტრაქტი - 100 მგ, ლავანდას ზეთი - 5 მგ.
დამატებითი ნივთიერებები:
მაგნიუმის ოქსიდი, შემავსებელი: მიკროკრისტალური ცელულოზა, მელისას ფოთლის ექსტრაქტი, შემავსებელი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: ცხიმოვანი მჟავები, შემავსებელი: პოლივინილპიროლიდონი, მოდიფიცირებული სახამებელი, ნიაცინი, მალტოდექსტრინი, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, შემავსებელი: პოლიეთილენგლიკოლი, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: სილიციუმის დიოქსიდი, სახამებელი, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: საქაროზა, ცხიმოვანი მჟავების ეთერები, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: ტალკი, ლავანდის ზეთი, ვიტამინი B6, ვიტამინი B1, საღებავი: რკინის ოქსიდები და რკინის ჰიდროქსიდები, ვიტამინი D.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში საღამოს, სითხესთან ერთად, არ დაღეჭოთ.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. მაგნიუმის 250 მგ-ზე მეტ რაოდენობას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი მგრძნობიარე პირებში. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
№60 მინი-ტაბლეტი.
ასევე, იხილეთ: დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv მაგნეზია+B12 30 ტაბლეტი