მაგნიუმი და მისი დანამატები: როდის და როგორ მივიღოთ?
10 ივნ 2025

მაგნიუმი ერთ-ერთი აუცილებელი მინერალია, რომელიც ორგანიზმში ასობით ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ის ნერვული სისტემის, კუნთების, ძვლების, გულისა და იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მათ შორის, მაგნიუმი მონაწილეობს ენერგიის წარმოებასა და გლუკოზის გარდაქმნაში; ეხმარება ნერვულ უჯრედებსა და კუნთებს სიგნალები სწორად გადაცემაში; აწესრიგებს კუნთების შეკუმშვა-მოდუნებას; ხელს უწყობს კალციუმის შეწოვასა და ძვლების სიმტკიცეს; ამცირებს არითმიებისა და ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) რისკს. გვეხმარება შფოთვის, სტრესისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაში; ზოგ შემთხვევაში მაგნიუმი უძილობის სამკურნალოდაც გამოიყენება.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად, აღნიშნული მინერალის გამოყენებით, არაერთი პრეპარატია შემუშავებული. მაგნიუმი პსპ-ის აფთიაქებში სხვადასხვა მედიკამენტის სახით არის წარმოდგენილი. ესენია: მაგნიუმი + ვიტამინი B6 სოლგარი, მაგნიუმის გლიცინატი ამვილაბის წარმოების, ტაქსოფიტი მაგნეზიუმი, დოპელჰერცი აქტივი მაგნეზია 500 მგ და მაგიტრონი შუშხუნა ტაბლეტები.
აღსანიშნავია, რომ მაგნიუმს ხშირად არასწორად მაგნეზიუმის სახელწოდებით მოიხსენიებენ.

სოლგარის მაგნიუმი + ვიტამინი B6 400 მგ მაგნიუმსა (მაგნიუმის ოქსიდი) და 25 მგ ვიტამინი B6-ს (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) შეიცავს. ვიტამინი B6, ერთი მხრივ, აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას, მეორე მხრივ კი, ნერვული სისტემის მუშაობასა და ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობს.
სოლგარის მაგნიუმისა და B6 ვიტამინის კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტიანია მაგნიუმის დეფიციტთან დაკავშირებული სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ეს პრეპარატი რეკომენდებულია როგორც მაგნიუმისა და B6 ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ასევე იმ სიმპტომებისა და მდგომარეობების გამოვლენისას, რომლებიც ამ უკმარისობითაა გამოწვეული. ცნობისთვის, ამ პრობლემასთან საბრძოლველად სოლგარის მაგნიუმის ციტრატსაც იყენებენ.
მაგნიუმის დეფიციტი ხშირად იწვევს ნერვული სისტემის გაძლიერებულ რეაქციებს, რაც გამოხატულია გაღიზიანებადობით, კუნთების სპაზმით, დაჭიმულობით მთელ სხეულში, ძილის დარღვევით, ადინამიით და დილით გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნებებით. ამასთან, მცირდება სტრესის მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, თავს იჩენს დეპრესიული განწყობა და შფოთვა.
პრეპარატი ასევე სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. იგი გამოიყენება გულის რითმის დარღვევების, არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსურ მკურნალობაში. მაგნიუმი ხელს უშლის არტერიოსკლეროზის განვითარებას, ამასთან ერთად, ამცირებს ათეროსკლეროზისა და დისლიპიდემიის განვითარების რისკს.
მედიკამენტი გამოიყენება სპასტიური მდგომარეობების დროს, მათ შორის ანგიოსპაზმებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობის შემთხვევაში. იგი რეკომენდებულია ფიზიკური და გონებრივი გადაღლითა და დაძაბულობით გამოწვეული მდგომარეობების დროსაც.
ორსულ ქალებში პრეპარატი შეიძლება ორსულობის შეწყვეტის ან გესტოზის საშიშროების დროს დაინიშნოს. აღსანიშნავია, რომ იგი პრემენსტრუალურ პერიოდში განვითარებული სიმპტომების ინტენსივობასაც აცირებს, როგორიცაა გაღიზიანებადობა, დეპრესია, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი და კლიმაქტერიული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური დარღვევებით.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის მაგნიუმი + B6 ვიტამინი ასევე წარმოადგენს სასარგებლო დანამატს, რადგან ისინი ინსულინის სინთეზში მონაწილეობს და უჯრედულ მეტაბოლიზმზე დადებითად მოქმედებს.
სოლგარის მაგნიუმი + B6 ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს მათ, ვინც ამ მიკროელემენტების ჩარევას ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სისტემების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭიროებს.
ვიდრე გამოიყენებთ, სასურველია, მაგნიუმის ანოტაციას გულდასმით გაეცნოთ. პრეპარატი ინიშნება დღეში 3 ტაბლეტის ოდენობით. სასურველია, ის საკვებთან ერთად მიიღოთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მაგნიუმის ტაბლეტების მიღება საღამოს, რადგან ამ დროს მისი დამამშვიდებელი მოქმედება უფრო შესამჩნევია.
ასევე ხელმისაწვდომია ამავილაბის მაგნიუმისა + B6-ის კომბინაცია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების წინააღმდეგ გამოიყენება. თუმცა მის შემადგენლობაში 47 მგ მაგნიუმი (მაგნიუმის ლაქტატი) და 5 მგ ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) შედის. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია პრეპარატის 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან ამავილაბის მაგნიუმის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ამვილაბის მაგნიუმის გლიცინატი მაგნიუმის ხელატურ ფორმას წარმოადგენს, კერძოდ, იგი ამინომჟავა გლიცინთან არის დაკავშირებული. ეს კომბინაცია მაღალ ბიოშეღწევადობას უზრუნველყოფს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პაციენტს კუჭის მჟავიანობა აქვს დაქვეითებული. ასეთ დროს მაგნიუმის სხვა ფორმების გამოყენებისას მისი სრულად შეწოვა რთულდება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გლიცინატი პრაქტიკულად არ იწვევს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტს.
მაგნიუმის გლიცინატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით:
რაც შეეხება პრეპარატის შედგენილობას, მიღების წესსა და დოზირებას, თითოეულ კაფსულში 200 მგ მაგნიუმის გლიცინატი შედის. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 1 კაფსული დღეში 1-2-ჯერ, კვების დროს.

მაგიტრონი წარმოადგენს მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის კომბინირებულ დანამატს, რომელიც როგორც ჩვეულებრივი, ასევე შუშხუნა ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის უკეთესად შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც მის ეფექტიანობას ზრდის.
შედგენილობა:
შუშხუნა ფორმა დამატებით არომატიზატორებს, მჟავებსა და დამატკბობლებს შეიცავს, რაც მას სასიამოვნო გემოს აძლევს და პრეპარატის მიღებას ამარტივებს.
მაგიტრონი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ქრონიკულ გონებრივ ან ფიზიკურ დაღლილობას; სტრესს და ნერვულ გაღიზიანებას; აგზნებადობას და შფოთვით მდგომარეობებს განიცდის.
პრეპარატი ასევე დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც აქტიურ ფიზიკურ ან გონებრივ შრომაში არიან ჩართულნი და ენერგიისა და კონცენტრაციის შენარჩუნება სურთ.
სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვეულებრივი ტაბლეტების ფორით, პრეპარატი ინიშნება დღეში 1–2 ტაბლეტის ოდენობით, რომელსაც ადვილად გადასაყლაპად მცირე რაოდენობის წყალი უნდა მიაყოლოთ.
რაც შეეხება მაგნიუმის შუშხუნა ტაბლეტებს, როგორც წესი, ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც.
დოპელჰერცი აქტივი მაგნეზია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც დოპელჰერცი აქტივი მაგნიუმი ნაითი, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს სტრესს, შფოთვასა და გაღიზიანებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ხელს უწყობს განტვირთვას.
ის გამოიყენება ძილის დარღვევების, ინსომნიის დროს. ასევე რეკომენდებულია პრეპარატის ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევების, მათ შორის კლიმაქსის პერიოდში მიღება..
პრეპარატის ერთ ტაბლეტში შედის:
რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტის მიიღება, საღამოს საათებში, ჭამის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ და ის მთლიანად გადაყლაპოთ, მცირე რაოდენობის წლის მიყოლებით.
10 ივნ 2025