აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგიტრონი - Magitron 20 შუშხუნა ტაბლეტი

#87058_871
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა20 შუშხუნა ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაmagnesium lactate+pyridoxine
მოკლე აღწერა

 ჩვენება:ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა,სტრესი,აგზნებადობა.

23.41₾
25.98₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მაგიტრონი

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი (550 მგ) შეიცავს:
ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) - 5 მგ, მაგნიუმის კარბონატს - 60 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სორბიტოლი. 

1 შუშხუნა ტაბლეტი (4000 მგ) შეიცავს:
ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) - 5 მგ, მაგნიუმის კარბონატს - 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვაშლმჟავა, ლიმონმჟავა, ფრუქტოზა, ასპარტამი (რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს), ნატრიუმის ციკლამატი, აცესულფამი K, ლიმონის და ფორთოხლის  არომატიზატორები, საღებავი რიბოფლავინი.

მოქმედება:
მაგიტრონი - კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ვიტამინი B6  აადვილებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის მონაწილეობს იმუნურ მექანიზმებში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ააქტივებს ფერმენტულ პროცესებს, ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების - ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს.
მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, იგი ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სისხლძარღვის კედელს, ეწინააღმდეგება შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების განვითარებას და არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას.
მაგნიუმი მონაწილეობას ღებულობს კალიუმისა და კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, იგი აუცილებელია ინსულინისა და  ზოგიერთი სხვა ჰორმონის სინთეზისათვის.
მაგიტრონი, განკუთვნილია მოზრდილთათვის მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დღიური დანაკლისის შესავსებად.

იხილეთ ბლოგი: მაგნიუმი და მისი დანამატები: როდის და როგორ მივიღოთ?

 ჩვენება:
- ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა;
- სტრესი;
- აგზნებადობა.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები: მაგიტრონი მიიღება დღეში 1-2 ტაბლეტის ოდენობით მცირე რაოდენობის წყალთან  ერთად.
შუშხუნა ტაბლეტები: მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ. ტაბლეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში.
მაგიტრონი არ შეიცავს შაქარს, ამის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 5 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
20 შუშხუნა ტაბლეტი ტუბში, 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC  ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მაგიტრონის გამოყენება დაუშვებელია.