აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პერფორმი 32 ცალი ორთომოლ სპორტი - Orthomol Sport

#98112_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის.
148.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პერფორმი 32 ცალი ორთომოლ სპორტი - Orthomol Sport      

ორთომოლი® სპორტი პერფორმი უახლესი თაობის სპორტული დანამატია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მატებას, კუნთების აღდგენას. კომპლექსი შეიცავს უმნიშვნელოვანეს ვიტამინებს, მინერალებს და მიკრონუტრიენტებს როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული სპორტსმენებისთვის.

· აძლიერებს ენერგიის გამომუშავებას და ფიზიკურ გამძლეობას

· ამცირებს დაღლილობას და აჩქარებს აღდგენით პროცესებს ვარჯიშის შემდეგ

· რეგისტრირებულია Cologne List®-ში - სრულად აკმაყოფილებს სპორტული ანტიდოპინგური სტანდარტების მკაცრ მოთხოვნებს

კოფეინი ბუნებრივი სტიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მატებას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ზრდის კუნთების შეკუმშვის ძალას და აძლიერებს აღდგენით პროცესებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმის წვას, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.

ვიტამინი B6 + B12 აძლიერებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ გამძლეობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფად აღდგენას ვარჯიშის შემდეგ, იცავს ნერვულ სისტემას სტრესისა და გადაძაბვის დროს.

კალციუმი იცავს ძვლებს ოსტეოპოროზის განვითარებისგან, ზრდის კუნთების აქტივობას.

მაგნიუმი ახდენს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის რეგულაციას, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას კუნთოვან ქსოვილში და ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას.

ნატრიუმი აუცილებელი მინერალი და ერთ-ერთი ძირითადი ელექტროლიტია, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის, ნერვული იმპულსების გადაცემისა და კუნთების ნორმალური მუშაობის დარეგულირებაში, იცავს ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან ინტენსიური ოფლის დაკარგვის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის და აქტიური ცხოვრების წესის მქონე პირებისთვის. 

ინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს ნატრიუმი ოფლით გამოიდევნება, ამიტომ მისი კომპენსირება სპორტული სასმელების ან ელექტროლიტების შემცველი დანამატებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამძლეობის, ძალისა და ჰიდრატაციის შენარჩუნებისთვის.

კალიუმი ერთ-ერთი აუცილებელი მინერალია, რომელიც მონაწილეობს სითხის ბალანსის, ნერვული იმპულსების გადაცემისა და კუნთოვანი შეკუმშვის პროცესებში. კალიუმი არეგულირებს გულის რითმს, ხელს უშლის ჰიპერტენზიის და კუნთოვანი სპაზმის განვითარებას.

ქლორიდი არის უმნიშვნელოვანესი ანიონი (უარყოფითად დამუხტული იონი), რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებას, აღადგენს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს განსაკუთრებით დატვირთვის შემდეგ.

იხილეთ ბლოგი: რომელი ვიტამენებია მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის და როგორ მივიღოთ ისინი

რეკომენდებულია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის. 

შემადგენლობა:

დღიური დოზა 28 გ გრანულები (2 პაკეტი) შეიცავს: კოფეინი - 50 მგ; ვიტამინები: ვიტამინი B6 - 4,2 მგ, B12 - 7,5 მკგ; მინერალები: ნატრიუმი - 500 მგ, კალიუმი - 300 მგ, ქლორიდი - 1 გ, კალციუმი - 150 მგ, მაგნიუმი - 60 მგ; ენერგია/კალორიები - 415 კჯ (99 კკალ); ცხიმი - 0 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - 0 გ; ნახშირწყლები - 21 გ, სადაც შაქარი - 17 გ-ია, უჯრედისი - 0 გ, მარილი - 1,4 გ. 

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ფრუქტოზა, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის გლუკონატი, კალციუმის ლაქტატი, კალიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მაგნიუმის მარილები, არომატიზატორი, სტაფილოს საღებავი კონცენტრატი, კოფეინი (0.2%), საღებავი ბეტა-კაროტინი, დამატკბობელი სუკრალოზა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ციანოკობალამინი. 

არ შეიცავს: ლაქტოზას, გლუტენს, ცხოველურ კომპონენტებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, ვეგანურია. 

დოზირება:

ერთი პაკეტი გრანულები (1 დოზა) იხსნება 600 მლ უგაზო წყალში და მიიღება ფიზიკური აქტივობის დროს. რეკომენდებული დღიური დოზაა 2 პაკეტი გრანულები გახსნილი დაახლოებით 1200 მლ სითხეში. 

გაფრთხილება: 

· პროდუქტი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის (კოფეინის (50 მგ ) მაღალი შემცველობის გამო)

· არ გადააჭარბოთ კოფეინის დღიურ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას - 400 მგ-ს

· არ გამოიყენოთ დაბალანსებული და სრულფასოვანი საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №32 პაკეტი გრანულებში. 

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.