აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რომელი ვიტამენებია მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის და როგორ მივიღოთ ისინი

უკან

რომელი ვიტამენებია მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის და როგორ მივიღოთ ისინი

27 ოქტ 2025

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ საჭირო დროს საჭირო მედიკამენტების მიღებას და ორგანიზმის გამაღიზიანებლებზე რეაქციას არ გულისხმობს — ფიზიკური დატვირთვა, სპორტი, ვარჯიში საუკეთესოა, რაც თავისუფალ დროს თქვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება გააკეთოთ. 

მიუხედავად ამისა, ბევრი უშვებს ერთ მარტივ შეცდომას, როცა არ ითვალისწინებს, რომ სპორტული პერფორმანსი არ ნიშნავს მხოლოდ ვარჯიშის მძიმე რუტინას — ამ აქტივობაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს აღდგენა, გამძლეობა და სწორი კვება ასრულებს.

საბედნიეროდ, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ფარმაცევტული სფეროს არაერთი წარმომადგენელი ქმნის პროდუქტებს, რომლებიც სპორტით დაკავებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მონდომებას, რომელსაც ამ კონკრეტულ საქმეში დებთ, უფრო ნაყოფიერსა და შედეგიანს ხდიან, რასთან ერთადაც თავდაჯერებულობასა და მოტივაციასაც გმატებენ.

ორთომოლი (Orthomol) ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა — 35 წლის წინ გერმანიაში დაარსებული ფარმაცევტული ფირმა დღეს ორთომოლეკულური მედიცინის სფეროში წამყვან ადგილს იკავებს და აწარმოებს ფართო სპექტრის საკვებ დანამატებს, რომელთა შორისაც ვხვდებით პროდუქტებს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე კონკრეტულ დაავადებებთან მებრძოლი ადამიანებისთვის. 

თუ ტერმინი ორთომოლეკულური მედიცინა აქამდე არ გაგიგიათ, ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების — ორთომოლეკულების   განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.

შესაბამისად, თუ თქვენ სპორტსმენი ხართ და ეძებთ უსაფრთხო გზას თქვენი სპორტული პერფორმანსის გაუმჯებესებისთვის, სწორ ადგილას მოხვდით! ორთომოლის სპორტული ხაზი იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ. 

 

მოემზადეთ ვარჯიშისთვის ორთომოლთან ერთად

 

როგორც აღინიშნა, ორთომოლი მრავალი სახეობის პროდუქტებს აწარმოებს — ვარჯიშის ნებისმიერი მონაკვეთისთვის. რასაკვირველია, ვარჯიშამდე სწორი კვება პერფორმანსში ცენტრალურ ადგილს იკავებს. ორთომოლი® სპორტი ფრიფიარი ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე მისაღები პროფესიონალური კომპლექსია, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს და ანტიოქსიდანტებს. მისი უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს სხეულის ოპტიმალურ მომზადებას ფიზიკური დატვირთვის წინ. პროდუქტი რეგისტრირებულია Cologne List®-ში და სრულად აკმაყოფილებს სპორტული ანტიდოპინგური სტანდარტების მკაცრ მოთხოვნებს.

დანამატი შეიცავს კოფეინს, რომელიც ბუნებრივი სტიმულატორია და ხელს უწყობს ენერგიის მატებას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ზრდის კუნთების შეკუმშვის ძალას და აძლიერებს აღდგენით პროცესებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმის წვას, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. გარდა კოფეინისა, ნუშის საკმაოდ სასიამოვნო გემოს მქონე ორთომოლ ფრიფეარის ბატონში შეხვდებით კრეატინსაც რომელიც ბუნებრივად გვხვდება კუნთებში და მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესში, განსაკუთრებით მოკლე და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს — ის აძლიერებს ფიზიკურ გამძლეობას, უზრუნველყოფს კუნთის მოცულობის ზრდას ცხიმის დაგროვების გარეშე, აჩქარებს აღდგენით პროცესებს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და ზრდას, რაც მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული სპორტსმენებისთვის. 

ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩნენ L-ლეიცინი, L-იზოლეიცინი და L-ვალინი — უმნიშვნელოვანესი ამინომჟავები, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციას, ენერგიის გამომუშავებას, გამძლეობის მატებასა და ნეირომედიატორების ბალანსის შენარჩუნებას. რაც მთავარია, პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს. 

მიიღეთ ორთომოლ ფრიფეარის 1 ბატონი ვარჯიშამდე 1 საათით ადრე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის 80მგ კოფეინს შეიცავს, ხოლო კოფეინის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400მგ-ს. ასევე, პროდუქტი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და ორსულებისთვის.

 

ორთომოლის პროდუქტები ვარჯიშის შემდგომი აღდგენისთვის

 

რა თქმა უნდა, მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, შედეგების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შესაბამისი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ინტენსიური ვარჯიშის პროცესში კუნთები მიკროსკოპულ დაზიანებას იღებს, ენერგიის დონე იკლებს და ორგანიზმი დიდი სტრესის წინაშე დგება. ქსოვილების “შეკეთებაში”, ძალის აღდგენაში და სასიცოცხლო ნუტრიენტების ბალანსის მიღწევაში სხეულს დახმარება სჭირდება — ამ ყველაფრის გარეშე, სპორტსმენმა შეიძლება განიცადოს ქრონიკული გადაღლილობა, პერფორმანსის დაქვეითება და ტრავმაც კი — აღნიშნული რისკების თავიდან არიდებაში კი ორთომოლის არაერთი პროდუქტი დაგეხმარებათ. 

ამ მიმართულებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია ორთომოლი® სპორტი რიქოვერი  სპეციალურად სპორტსმენებისთვის შექმნილი საკვები დანამატი შოკოლადის არომატით, რომელიც აღდგენის არცთუ მარტივ პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ის შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს, დექსტროზას - ენერგეტიკული რეზერვის სწრაფი შევსებისთვის, მაღალი ხარისხის უჯრედისს, შრატის ცილის და იზოლატის კონცენტრატს, ვიტამინებსა და მინერალებს. 

ორთომოლ რიქოვერის დღიური დოზა გრანულების 50მგ-ს შეადგენს, რომელიც იხსნება 350 მლ რძეში ან წყალში და მიღებამდე სითხეს კარგად უნდა შეერიოს, რისთვისაც აუცილებელია, არ დაიზაროთ მორევა და ჭურჭლის შენჯღრევა. 

ეს კონკრეტული პროდუქტი შეიცავს ყველასათვის კარგად ნაცნობ ვიტამინ C-ს, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. C ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ამცირებს დაღლილობას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც აუცილებელია კუნთების, მყესებისა და სახსრების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.

გარდა C ვიტამინისა და მნიშვნელოვანი ამინომჟავებისა, რიქოვერი შეიცავს დექსტროზას — მონოსაქარიდს, რომელიც ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება და ხელს უწყობს ენერგიის მატებას. ის სისხლში გადასვლის შემდეგ, სწრაფად ზრდის გლუკოზის დონეს და, შესაბამისად, წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმის ფიზიკური ძალების აღსადგენად. ვარჯიშის შემდეგ დექსტროზა ასევე კუნთებში გლიკოგენის მარაგის შევსებასაც უზრუნველყოფს.

კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი გერმანული კომპანიის არსენალში შოკოლადის გემოს მქონე პროტეინია. როგორც წესი, ხარისხიანი პროტეინის მიღება სპორტით გატაცებული მრავალი ადამიანისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ხოლო მეორე საკითხია მისი გემოც, რომელიც ძალიან ხშირად სასიამოვნო ნამდვილად არ არის — ორთომოლის პროტეინი ორივე პრობლემას მოგიხსნით, რადგან ხარისხი უმაღლესი გერმანული სტანდარტების შესაბამისია, ხოლო გემო შოკოლადის (და შოკოლადი ხომ ყველას უყვარს?). 

უმნიშვნელოვანესი ნივთიერება, რომელსაც აღნიშნული პროდუქტი შეიცავს L-გლუტამინია, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, თუმცა მისი რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. L-გლუტამინი ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას და ზრდას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, არეგულირებს აზოტის ბალანსს, რაც აუცილებელია აღდგენითი პროცესებისთვის, ეფექტურია ფიზიკური გადაღლის და სტრესის შემდეგ ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღსადგენად. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ორთომოლის პროტეინი არ შეიცავს გლუტენს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს და არის ვეგეტარიანული.

ეს ყველაფერი არ არის — ვარჯიშის შემდგომი სტრესის გადასალახად შესანიშნავი საშუალებაა ორთომოლი® სპორტი პერფორმიც — უახლესი თაობის სპორტული დანამატი, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მატებას, კუნთების აღდგენას და შეიცავს უმნიშვნელოვანეს ვიტამინებს, მინერალებსა და მიკრონუტრიენტებს როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული სპორტსმენებისთვის.

გარდა უკვე ჩამოთვლილი მინერალებისა და ვიტამინებისა, ორთომოლ პერფორმის შედგენილობაში შეხვდებით B6 და B12 ვიტამინებს, რომლებიც სპორტსმენებს ძალიან სჭირდებათ, რადგან ისინი აძლიერებენ მეტაბოლიზმს, ზრდიან ფიზიკურ გამძლეობას და იცავენ ნერვულ სისტემას სტრესისა და გადატვირთვის დროს.

ასევე, პროდუქტში შემავალი კალციუმი იცავს ძვლებს ოსტეოპოროზის განვითარებისგან, ზრდის კუნთების აქტივობას, მაგნიუმი არეგულირებს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას კუნთოვან ქსოვილში და ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. აღსანიშნავია ნატრიუმიც — აუცილებელი მინერალი და ერთ-ერთი ძირითადი ელექტროლიტი, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის, ნერვული იმპულსების გადაცემისა და კუნთების ნორმალური მუშაობის დარეგულირებისთვის, რადგან იცავს ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან ინტენსიური ოფლდენის დროს, რაც ფიზიკური აქტივობისაგან განუყოფელი პროცესია. კალიუმი და ქლორიდიც სწორედ სითხის ბალანსისა და გულის რითმის შენარჩუნებაზე არიან პასუხისმგებელი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ენდეთ 30-წლიან გამოცდილებას, მიეცით შანსი ორთომოლს და აღმოაჩენთ, რომ ვარჯიში იმაზე სასიამოვნო და უსაფრთხო პროცესია, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ.

27 ოქტ 2025