აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პროტეინი შოკოლადის გემოთი 640გ ორთომოლ სპორტი - Orthomol Sport

#98111_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
ორთომოლი® სპორტი პროტეინი წარმოადგენს ცილოვან კომპლექსს სპორტსმენებისთვის, რომელიც ავსებს სხეულს ენერგიით და ზრდის ფიზიკურ გამძლეობას.
145.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პროტეინი შოკოლადის გემოთი 640გ ორთომოლ სპორტი - Orthomol Sport

პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისთვის!

ორთომოლი® სპორტი პროტეინი წარმოადგენს ცილოვან კომპლექსს სპორტსმენებისთვის, რომელიც შეიცავს ნუტრიენტების ოპტიმალურ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ ეფექტურობას, უსაფრთხოებას და სანდოობას.

· ხელს უწყობს კუნთების აღდგენას ვარჯიშის შემდეგ

· ავსებს სხეულს ენერგიით და ზრდის ფიზიკურ გამძლეობას

· შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს, მათ შორის BCAA-ს, მაღალი ხარისხის უჯრედისს, კრეატინს, L-გლუტამინს, შრატის ცილის და იზოლატის კონცენტრატს

· რეგისტრირებულია Cologne List®-ში - სრულად აკმაყოფილებს სპორტული ანტიდოპინგური სტანდარტების მკაცრ მოთხოვნებს

BCAA - განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები

BCAA (Branched-Chain Amino Acids) - წარმოადგენს სამ შეუცვლელ ამინომჟავას: L-ლეიცინს, L-იზოლეიცინს და L-ვალინს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის.

L-ლეიცინი BCAA ჯგუფის ყველაზე აქტიური და ანაბოლურად ძლიერი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების სინთეზში და კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციაში. 

L-იზოლეიცინი  ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას ვარჯიშის დროს, აუმჯობესებს გლუკოზის შთანთქმას მიოციტებში, იწვევს ენერგიის და ფიზიკური გამძლეობის მატებას.

L-ვალინი მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენაში, ენერგიის გამომუშავებასა და მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს სეროტონინის, დოფამინის და სხვა ნეირომედიატორების ბალანსის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

L-გლუტამინი ნახევრად შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, თუმცა მისი რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. L-გლუტამინი ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას და ზრდას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, არეგულირებს აზოტის ბალანსს, რაც აუცილებელია აღდგენითი პროცესებისთვის, ეფექტურია ფიზიკური გადაღლის და სტრესის შემდეგ ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღსადგენად.

კრეატინი წარმოადგენს ორგანულ ნაერთს, რომელიც ბუნებრივად გვხვდება კუნთებში და მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესში. კრეატინი აძლიერებს ფიზიკურ გამძლეობას, უზრუნველყოფს კუნთის მოცულობის ზრდას ცხიმის დაგროვების გარეშე, აჩქარებს აღდგენით პროცესებს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

იხილეთ ბლოგი: რომელი ვიტამენებია მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის და როგორ მივიღოთ ისინი

რეკომენდებულია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის. 

შემადგენლობა:

დღიური დოზა 40 გ გრანულები შეიცავს: L-ლეიცინი - 2,700 მგ; L-იზოლეიცინი - 1,650 მგ, L-ვალინი - 1,500 მგ, L-გლუტამინი - 1600 მგ, კრეატინი - 1550 მგ. ენერგია/კალორიები - 584 კჯ (139 კკალ), ცხიმი - 1,8 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - 0,8 გ, ნახშირწყლები - 3,2 გ, სადაც შაქარი - 2,6 გ-ია, უჯრედისი - 1,6 გ, ცილა - 26 გ; მარილი - 0,27 გ. 

დამატებითი ინგრედიენტები: შრატის ცილის იზოლატი (38%), შრატის ცილის კონცენტრატი (38%), უცხიმო კაკაოს ფხვნილი (Theobroma cacao-სგან) (10%), უცხიმო რძის ფხვნილი, კრეატინის მონოჰიდრატი (4.4%), არომატიზატორი, ნატურალური რძის ფხვნილი, ქსანთანის  და გუარის ფისი, ნატრიუმის ქლორიდი, დამატკბობლები აცესულფამი K და სუკრალოზა.

არ შეიცავს:  გლუტენს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, ვეგეტარიანულია. 

დოზირება:

დღიური დოზა 40 გ გრანულები იხსნება 350 მლ რძეში, ან წყალში და კარგად უნდა მოვურიოთ. ორთომოლი® სპორტი პროტეინის მიღება რეკომენდებულია ვარჯიშის შემდეგ.

გაფრთხილება: 

· ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

· არ გამოიყენოთ დაბალანსებული და სრულფასოვანი საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: გრანულები შოკოლადის გემოთი 640 გ, მოყვება საზომი კოვზი.  

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.