| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | Fe+vitamin C |
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
რკინისა და C ვიტამინის იდეალური კომბინაცია.
ორთომოლ® აირონ პლიუსის რკინის დანამატი შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად. ვიტამინ C და აცეროლას კონცენტრატთან ერთად უზრუნველყოფს რკინის უკეთეს ათვისებას.
ორთომოლ® აირონ პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
რკინა ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.
აცეროლა იცავს ორგანიზმს თავისუფალი რკინით გამოწვეული დაზიანებისგან. აფერხებს ქსოვილების დაზიანებას მაიონიზებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან, მაღალი ბიოშეღწევადობის გამო თერაპიული ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ონკოპაციენტებში.
აცეროლა ასევე შეიცავს: ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს (რუტინი, ანტოციანები), ვიტამინებს B1 და B2, პროვიტამინ A-ს.
ფლავონოიდებს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიალერგიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს.
ვიტამინი B1 და B2 მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.
პროვიტამინი A ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
C ვიტამინი რკინასთან კომბინაციაში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას, არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მონაწილეობს მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
იხილეთ ბლოგი: რა პრობლემებს იწვევს რკინისა და მაგნიუმის დეფიციტი და როგორია ორთომოლეკულური მედიცინის როლი მათ აღმოფხვრაში
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია
· პოსტოპერაციული ანემია
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
· სისხლის დონორობა
გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:
· ორსულობა
· ინტენსიური ზრდის პერიოდი
· ვეგანები და ვეგეტარიანელები
· დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი
· ხანდაზმული ასაკი
· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
· ონკოპაციენტები
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 კაფსულა (0,37 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | % NRV* |
| რკინა | 18 მგ | 129 |
| ვიტამინი C | 55 მგ | 69 |
| აცეროლას წვენის კონცენტრატი | 205 მგ |
*NRV ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: ვიტამინი C მიღებული აცეროლას წვენის კონცენტრატისგან (Malpighia glabra) ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, რაფსის ზეთი, რკინის ფუმარატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, რკინის ოქსიდის პიგმენტი.
· მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად
· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში ერთხელ, მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით
გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.