აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რა პრობლემებს იწვევს რკინისა და მაგნიუმის დეფიციტი და როგორია ორთომოლეკულური მედიცინის როლი მათ აღმოფხვრაში

უკან

რა პრობლემებს იწვევს რკინისა და მაგნიუმის დეფიციტი და როგორია ორთომოლეკულური მედიცინის როლი მათ აღმოფხვრაში

4 ნოე 2025

 

შესაძლოა, არასდროს გაგიგიათ ამ ფაქტის შესახებ, თუმცა რკინა და მაგნიუმი არის ნივთიერებები, რომელთა დეფიციტსაც უამრავი ადამიანის ორგანიზმი განიცდის — ეს მინერალები საკვანძო როლს ასრულებს ენერგიისა და ძალის შენარჩუნებაში, ისევე როგორც პიროვნების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

ცხოვრების თანამედროვე წესი, დაუბალანსებელი კვება და ქრონიკული სტრესი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მსგავსი დეფიციტების რისკების წინაშე ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგება. საფრთხილოა ის, რომ,  შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა ვერც კი იგრძნოთ, რადგან მისი ერთ-ერთი პირველი სიმპტომი უბრალო დაღლილობა, მარტივად გაღიზიანებადობა ან კუნთების სისუსტეა — ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც შეიძლება დამღლელი დღის ბოლოს ვიგრძნოთ — მიუხედავად ამისა, გახანგრძლივებულ დეფიციტს ეტაპობრივად ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. 

რკინა ჰემოგლობინის წარმოებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. ჰემოგლობინი სისხლის წითელ უჯრედებში, ერითროციტებში, მოთავსებული ცილაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადს დაატარებს. როცა რკინის დონე ეცემა, მნიშვნელოვნად მცირდება ორგანიზმის შესაძლებლობა, მიიტანოს ჟანგბადი კუნთებამდე, რის შედეგადაც ორგანოების ფუნქციონირება ფერხდება, ორგანიზმი სუსტდება, კანი ფერმკრთალდება, სუნთქვა რთულდება და კონცენტრაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება — ჩამოთვლილთაგან თითოეული რკინადეფიციტური ანემიის კლასიკური სიმპტომებია. 

ქალებისთვის, სპორტსმენებისა და ისეთი პიროვნებებისთვის, რომლებიც სპეციფიკური დიეტით იკვებებიან, რკინის ჯანსაღი დონის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ სხეულს აღნიშნული მინერალის უფრო დიდი რაოდენობა სჭირდება.

რაც შეეხება მაგნიუმს, ის უჯრედულ დონეზე ენერგიის წარმოქმნისა და კუნთების ფუნქციონირების ქვაკუთხედია. ეს, ერთი შეხედვით, ნაკლებად ცნობილი მინერალი ჩვენს ორგანიზმში 300-ზე მეტი ბიოქიმიური რეაქციის მხარდამჭერია, რომელთა შორისაც ვხვდებით ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთების მოდუნებასა და გულისცემის რეგულირებას. 

მაგნიუმის დაბალ კონცენტრაციას შეუძლია გამოიწვიოს კუნთების სპაზმები, დაძაბულობა, ძილის დარღვევა და, შესაბამისად, ჩვენც სტრესის მიმართ უფრო მოწყვლადები ვხდებით. დროთა განმავლობაში, დეფიციტის სპირალში ექცევა ძვლების ჯანმრთელობა და სისხლის წნევაც, შესაბამისად, იქმნება სიცოცხლისთვის საშიში რისკები.

ერთობლივად, რკინა და მაგნიუმი ჩვენი სხეულის ჯანმრთელობას ქმნიან —  მათ ეყრდნობა ჩვენი ძალა, გამძლეობა და ენერგია. რამდენად კარგადაც არ უნდა იკვებებოდეთ ან ისვენებდეთ, რკინისა და მაგნიუმის ნაკლებობა მაინც გაგრძნობინებენ გამოფიტვასა და გადაღლას. სწორედ ამიტომ, ამ ორი ნუტრიენტის კონცენტრაციისათვის ყურადღების დათმობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ აქ შემოდის საქმეში ორთომოლეკულური მედიცინა. 

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების, ორთომოლეკულების, განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. თუ დარწმუნდით, რომ სწორ გზას ადგახართ, გირჩევთ ორთომოლის (Orthomol) გამოყენებასაც. 

ორთომოლი 3 ათწლეულზე დიდი ხნის წინ გერმანიაში დაარსებული კომპანიაა, რომელიც ორთომოლეკულური მედიცინის მიმართულებით ლიდერია მსოფლიოში და აწარმოებს ათეულობით პროდუქტს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ. რკინისა და მაგნიუმის დეფიციტების აღმოსაფხვრელად კი შეგვიძლია, ორთომოლ აირონ პლუსი (Orthomol Iron Plus) და ორთომოლ მაგნიუმ პლუსი (Orthomol Magnesium Plus) შემოგთავაზოთ. 

 

 

როგორ გავთავისუფლდეთ რკინისა და მაგნიუმის დეფიციტებისგან ორთომოლით?

ორთომოლ აირონ პლუსი (Orthomol Iron Plus) რკინის დანამატი შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად. პროდუქტი ვიტამინ C და აცეროლას კონცენტრატთან ერთად უზრუნველყოფს რკინის უკეთეს ათვისებას.

რა თქმა უნდა, აირონ პლუსი შეიცავს რკინას, შესაბამისად, სწრაფად ავსებს დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი. 

გარდა ამისა, პროდუქტში შემავალი აცეროლა იცავს ორგანიზმს თავისუფალი რკინით გამოწვეული დაზიანებისგან. აფერხებს ქსოვილების დაზიანებას მაიონიზებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან — მაღალი ბიოშეღწევადობის გამო თერაპიული ეფექტის მისაღებად ორთომოლ აირონ პლუსის მიღება რეკომენდებულია ონკოპაციენტებშიც. აცეროლა B1 და B2 ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, ფლავინოიდებსა და პროვიტამინ A-საც შეიცავს. 

თუ არ იცით, რაში გვეხმარებიან ჩამოთვლილი ნივთიერებები — ფლავონოიდები ანტიოქსიდანტური, ანტიალერგიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედებით ხასიათდებიან, ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს. B1 და B2 ვიტამინები მონაწილეობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ხოლო პროვიტამინი A ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. 

შესაბამისად, პროდუქტი მალე გაგათავისუფლებთ რკინის დეფიციტისგან და სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიის განვითარების რისკებსაც თავიდან აგარიდებთ.

გამოყენება: მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით. 

რაც შეეხება ორთომოლ მაგნიუმ პლუსს, ის შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის მაგნიუმის ციტრატს და ოქსიდს, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი, შექმნილია ნერვ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად, ისევე როგორც მაგნიუმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ადამიანის ორგანიზმში. 

ეს საკვები დანამატი შეიცავს მაგნიუმსა და სუპეროქსიდის დისმუტაზას, რომელიც ნესვის წვენის კონცენტრატისგან მიიღება. მაგნიუმის თვისებების შესახებ უკვე მოგახსენეთ, ხოლო სუპეროქსიდის დისმუტაზას შესახებ გეტყვით, რომ ის ფერმენტული ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. 

გამოყენება: მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით და საღამოს. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ენდეთ გერმანულ ხარისხს, 30-წლიან გამოცდილებას და დაამარცხეთ რკინისა და მაგნიუმის დეფიციტს ორთომოლთან ერთად!

 

4 ნოე 2025