აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნიუმი პლიუსი ორთომოლი - Orthomol

#88028_2580
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაmagnesium
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების მხარდასაჭერად.
95.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსი

ნერვ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად!

ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსი შეიცავს მაღალი ბიოშეღწევადობის მაგნიუმის ციტრატს და ოქსიდს, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი, შექმნილია ნერვ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსში  შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ის მონაწილეობს 200 - მდე ბიოქიმიურ რეაქციაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში.

მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, ხსნის კუნთოვან სპაზმს, გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, უზრუნველყოფს მშვიდ ჯანსაღ ძილს და ინსომნიური ( უძილობა) მდგომარეობის შემსუბუქებას.

მაგნიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სიხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. 

სუპეროქსიდის დისმუტაზა ფერმენტული ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. 

იხილეთ ბლოგი: რა პრობლემებს იწვევს რკინისა და მაგნიუმის დეფიციტი და როგორია ორთომოლეკულური მედიცინის როლი მათ აღმოფხვრაში

რეკომენდებულია ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების მხარდასაჭერად.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 1  კაფსულა (0,7 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV*
მაგნიუმი ( ციტრატი, ოქსიდი) 150 მგ 40
სუპეროქსიდის დისმუტაზა (მიღებული ნესვის წვენის კონცენტრატიდან) 140 მკგ**  


·  *NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
·  ** IU = საერთაშორისო ერთეულები

დამატებითი ინგრედიენტები: ნესვის წვენის კონცენტრატი (1,3%), მაგნიუმის ციტრატი, მაგნიუმის ოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, პალმის ზეთი.

ორთომოლ® მაგნიუმ პლიუსის მიღების წესი:

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით და საღამოს. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გაფრთხილება:

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· პროფილაქტიკის დროს მაგნიუმის დანამატის მაქსიმალური დღიური ოდენობა 250 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს

· მაგნიუმის დანამატების მიღება არ შეიძლება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის დიდ დოზებთან, ფთორქინოლონების და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად

· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.