| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Orthomol - ორთომოლი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 90 საღეჭი ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | vitamins and minerals+omega 3 |
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ომეგას შესაძლებლობები ბრწყინვალე გონებისთვის!
ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსის საბავშვო კომპლექსი უზრუნველყოფს ბავშვის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ყველა იმ ვიტამინზე, მინერალზე და შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებზე, რაც უმნიშვნელოვანესია ტვინის ნორმალური ფუნქციონირების, კოგნიტური ფუნქციის, კონცენტრაციის და გონებრივი შესაძლებლობების მხარდასაჭერად.
ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების კომპლექსი ტვინისა და ნერვული სისტემის მხარდასაჭერად
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებზე, გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით და მნიშვნელოვანია ტვინის, ნერვული სისტემისა და მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ბორაგოს ზეთი (ომეგა-6 და ომეგა-3 მჟავების წყარო) შეიცავს გამა-ლინოლენისა და ალფა-ლინოლის მჟავებს, ასევე ვიტამინებს (A, E, K, B ჯგუფი) და მიკროელემენტებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, თუთია, სელენი და სხვ.). ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგად კეთილდღეობასა და ენერგეტიკულ ბალანსს.
რკინა მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისა და კოგნიტური ფუნქციების ნორმალური განვითარებისთვის.
მაგნიუმი და B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს.
ვიტამინი C და თუთია ანტიოქსიდანტებია, რომლებიც იცავენ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან და ხელს უწყობენ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი E მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებაში.
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 მონაწილეობენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში და ხელს უწყობენ ფსიქოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას.
იხილეთ ბლოგი: მულტივიტამინური კომპლექსები ბავშვის იმუნური სისტემის მხარდასაჭერად — რა უნდა ვიცოდეთ
რეკომენდებულია მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების მხარდასაჭერად.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 3 საღეჭი პასტილა (15 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
| ბორაგოს ზეთი | 87 მგ | |
| გამა-ლინოლენის მჟავა (GLA) | 15 მგ | |
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 380 მგ | |
| EPA | 50 მგ | |
| DHA | 300 მგ | |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი E | 10 მგ ალფა TE° | 83 |
| ვიტამინი C | 50 მგ | 63 |
| თიამინი B1 | 0.6 მგ | 55 |
| რიბოფლავინი B2 | 0.7 მგ | 50 |
| ნიაცინი | 6 მგ NE* | 38 |
| ვიტამინი B6 | 3 მგ | 214 |
| ფოლის მჟავა | 100 მკგ | 50 |
| ვიტამინი B12 | 1 მკგ | 40 |
| ბიოტინი | 15 მკგ | 30 |
| პანტოთენი | 4 მგ | 67 |
| მინერალები: | ||
| მაგნიუმი | 110 მგ | 29 |
| თუთია | 3 მგ | 30 |
| რკინა | 2.3 მგ | 16 |
• ° RE = რეტინოლის ექვივალენტები
• °° IU = საერთაშორისო ერთეულები
• °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები
• NE = ნიაცინის ექვივალენტები
• ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: სტაბილიზატორი იზომალტი, მალტიტოლის სიროფი, პოლიდექსტროზა, თევზის ზეთი (14.4%), ლიმონმჟავას მაგნიუმის მარილები, ჟელატინი, არომატიზატორი, სოიოს ლეციტინი, მცენარეული ზეთები (პალმის, სოიოს და მზესუმზირის ზეთი ცვლადი პროპორციით), გლიცერინი, გამა ლინოლენის მჟავა, ბორაგოს ზეთი, ლიმონმჟავა, L-ასკორბინის მჟავა, სტაფილოს და ვაშლის კონცენტრატი, კარაგენანი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, თუთიის ციტრატი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, სახამებელი, D-პანთენოლი, რკინის საქაროზა, ნიკოტინამიდი, ტკბილი სუროზა, , პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მალტოდექსტრინი, თიამინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, სილიციუმის დიოქსიდი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, D-ბიოტინი, ციანკობალამინი.
მიიღება 4 წლიდან 1 პასტილა 3-ჯერ დღეში
პასტილა მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ორთომოლ®ჯუნიორ ომეგა პლიუსის მიღების ხანგრძლივობაა ერთი თვე, მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებას განსაზღვრავს ექიმი.
გაფრთხილება:
· ორთომოლ®ჯუნიორ ომეგა პლიუსი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №90 საღეჭი პასტილა.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.