აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მულტივიტამინური კომპლექსები ბავშვის იმუნური სისტემის მხარდასაჭერად — რა უნდა ვიცოდეთ

უკან

მულტივიტამინური კომპლექსები ბავშვის იმუნური სისტემის მხარდასაჭერად — რა უნდა ვიცოდეთ

28 ოქტ 2025

 

ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე თითოეული ჩვენგანი მუდმივად უნდა ზრუნავდეს. ჩვენი სხეული ყოველდღიურად დგება სტრესის წინაშე, რომელმაც შეიძლება ის მნიშვნელოვნად დააზიანოს. სეზონური ვირუსები, ინფექციები, სხვადასხვა დაავადებები — ყველაფერი ეს არის ის, რისგანაც დაზღვეული არავინ არ არის. ზრდასრულ ადამიანს აქვს საშუალება, იმკურნალოს და “თავს უშველოს”, თუმცა მცირეწლოვანი ბავშვი ამ შესაძლებლობას მოკლებულია: ჩვენი პატარები მუდმივ ყურადღებასა და გაფრთხილებას საჭიროებენ, რათა მათი იმუნიტეტი ნებისმიერ მომენტში მზად იყოს შემოჭრილ მავნე ორგანიზმებთან გასამკლავებლად. 

ამის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, გარდა დროული პედიატრიული ჩარევისა, ბავშვის ორგანიზმში ყოველთვის იყოს დაცული მნიშვნელოვანი ნივთიერებების ბალანსი და ის არ განიცდიდეს ვიტამინებისა და სხვა სასიცოცხლო მინერალების დეფიციტს. ამ თავის ტკივილის მოხსნაში კი ორთომოლი (Orthomol) დაგეხმარებათ — ხარისხით განთქმული გერმანული ბრენდი, რომელიც ორთომოლეკულური მედიცინის ბაზარზე 30 წელზე მეტია ოპერირებს და აწარმოებს სხვადასხვა სახის საკვებ დანამატს. 

თუ ორთომოლეკულური მედიცინის შესახებ პირველად გესმით — ეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების — ორთომოლეკულების — განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. 

ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებები, რომლებსაც ორთომოლი ბავშვს აწვდის

შეუფერხებელი ზრდისა და განვითარების პროცესში ვიტამინების ბალანსის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თითოეული ჯგუფის ვიტამინი ბავშვის ჯანმრთელობას სხვადასხვაგვარად ემსახურება და, შესაბამისად, მათი ნაკლებობა არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

A ვიტამინი პასუხისხმგებელია მხედველობაზე, კანზე და იმუნიტეტზე, ის აძლიერებს მხედველობას და ინარჩუნებს ჯანმრთელ კანსა და ლორწოვან გარსებს. გარდა ამისა, A ვიტამინი მონაწილეობს ქსოვილების ზრდისა და აღდგენის პროცესში, რაც მოზარდის განვითარებისთვის საკვანძო ადგილს იკავებს. 

B ვიტამინები ეხმარებიან ბავშვვის ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში, ეხმარებიან ნერვულ სისტემას და ახალისებენ ჯანმრთელი ერითროციტების წარმოშობას — არაერთი კვლევის თანახმად, B ვიტამინის ბალანსი კონცენტრაციისა და შესწავლის უნარებზეც ახდენს გავლენას. 

გარდა ამისა, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ C ვიტამინი პირდაპირ არის დაკავშირებული ძლიერ იმუნიტეტთან, რადგან ეხმარება ორგანიზმს რკინის შეწოვასა და კოლაგენის წარმოებაში, რაზეც კანისა და სხვა ქსოვილების ჯანმრთელობაა დამოკიდებული.

D ვიტამინი ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია ბავშვისათვის, რომელიც სწრაფად იზრდება, რადგან ის ორგანიზმს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებაში ეხმარება — შესაბამისად, პასუხისმგებელია ძვლებისა და კბილების განვითარებაზე. D ვიტამინის დეფიციტის მქონე ბავშვები ზრდის შენელებული ტემპითა და სუსტი ძვლებით გამოირჩევიან. ძვლებისა და კბილების სიმტკიცეს განაპირობებს K ვიტამინიც.

რაც შეეხება E ვიტამინს, ის მძლავრი ანტიოქსიდანტია — აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.

ორთომოლის საბავშვო პროდუქტები მნიშვნელოვან მინერალებთან ერთად, ჩამოთვლილი ვიტამინებიდან თითოეულს შეიცავენ — თუ აქამდე მათ შესახებ არ გსმენიათ, მოიძიეთ აფთიაქებში ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლუსი და ორთომოლ® ჯუნიორ C პლუსი, რომელიც სხვადასხვა არომატითა და ფორმით გვხვდება და ერგება ნებისმიერი პატარას გემოვნებას. 

ორთომოლ® ჯუნიორ ომეგა პლუსის უნიკალური საბავშვო კომპლექსი უზრუნველყოფს  ბავშვის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ყველა იმ ვიტამინზე, მინერალზე და შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებზე, რაც უმნიშვნელოვანესია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კოგნიტური ფუნქციის, კონცენტრაციის და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. 

რაც შეეხება ორთომოლ® ჯუნიორ C პლუსს, ის წარმოადგენს ინოვაციურ მულტივიტამინურ კომპლექსს ბავშვებისთვის იმუნური სისტემის მხარდასაჭერად და ინფექციების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის გასაძლიერებლად. გარდა ვიტამინებისა, ორთომოლის პროდუქტების შედგენილობაში შეხვდებით რკინას, სელენს, თუთიას, კალციუმს, იოდს, მაგნიუმს — რომელთაგანაც თითოეულს განსხვავებული და თანაბრად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში.

მნიშვნელოვანია კომპანიის დამოკიდებულებაც საკვები დანამატების მიღების პროცესის მიმართ — არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვებისთვის არის განკუთვნილი ორთომოლის პროდუქტი, სპორტსმენებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ, თითოეული მათგანის დიზაინი და გემო მაქსიმალურად აქრობს შთაბეჭდილებას იმისა, რომ სამედიცინო პროდუქტს იღებთ. ამის საუკეთესო მაგალითები ჯუნიორ ომეგა პლუსი და ჯუნიორ C პლუსი არიან, რომელთა ფორმა და არომატიც ბავშვების გემოვნებისათვის ზედგამოჭრილია — ტკბილია და იდეალური.

მიუხედავად ორთომოლის პროდუქტების სანდოობისა და უსაფრთხოებისა, ნუ დაიწყებთ მათ გამოყენებას, განსაკუთრებით კი მცირეწლოვნებში, სანამ კონსულტაციას ექიმთან არ გაივლით, რადგან შესაბამისი კვლევებისა და სიფრთხილის ზომების გათვალისწინების გარეშე, შესაძლოა თქვენი და თქვენთვის საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დადგეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი თქვენ ან თქვენს პატარებს გჭირდებათ ვიტამინების ან სხვა მინერალების საკვები დანამატების სახით მიღება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არც გერმანული სტანდარტები და არც 30-წლიანი გამოცდილება არ დაგაღალატებთ. 



28 ოქტ 2025