აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ჯუნიორი C პლიუსი კენკრა ორთომოლი - Orthomol

#57129_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაvitamins+minerals
მოკლე აღწერა
ბავშვებისთვის იმუნური სისტემის მხარდასაჭერად!
170.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ჯუნიორ C პლიუსი

ბავშვებისთვის იმუნური სისტემის მხარდასაჭერად!

საღეჭი ტაბლეტები მანქანის ფორმით ტყის კენკრის არომატით.

ორთომოლ® ჯუნიორ C პლიუსი წარმოადგენს მულტივიტამინურ კომპლექსს ბავშვებისთვის, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, საღეჭი ფორმა  უზრუნველყოფს კომპლექსში შემავალი მიკროელემენტების და ვიტამინების მაღალ ბიოშეღწევადობას.

ორთომოლ® ჯუნიორ C  პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

ვიტამინი C + E + თუთია + სელენი + რკინა ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარადჭერას, ზრდის ფიზიკურ გამძლეობას.

ვიტამინი A აძლიერებს მხედველობას და ინარჩუნებს ჯანმრთელ კანს და ლორწოვან გარსებს.

B ჯგუფის ვიტამინის კომპლექსი + მაგნიუმი  ხელს უწყობს დოფამინის გამომუშავებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ.

ვიტამინი D + იოდი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, მონაწილეობს ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფორმირებაში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს დაღლილობას.

კალციუმი + ვიტამინი K  აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის და სისხლის შედედების პროცესების რეგულირებისთვის.

მანგანუმი + სპილენძი + ქრომი არეგულირებს მეტაბოლიზმს, ინარჩუნებს ჰემოგლობინის დონეს, ზრდის შრომისუნარიანობას.

იხილეთ ბლოგი: მულტივიტამინური კომპლექსები ბავშვის იმუნური სისტემის მხარდასაჭერად — რა უნდა ვიცოდეთ

რეკომენდებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 3 საღეჭი მანქანა (3.6 გ) შეიცავს:

 შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
ციტრუსის ბიოფლავონოიდები   3 მგ  
ლუთეინი 800 მკგ  
ლიკოპენი  200 მკგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A     300 მკგ 38
ბეტა კაროტინი 150 მკგ  
ვიტამინი D     10 მკგ (400 სე)  200
ვიტამინი E   36 მგ 300
ვიტამინი C  200 მგ 250
ვიტამინი K 50 მკგ 67
თიამინი B1 1.2 მგ  109
რიბოფლავინი B2  2.1 მგ 150
ნიაცინი   18 მგ 113
ვიტამინი B6   1.8 მგ 129
ფოლის მჟავა   200 მკგ 100
ვიტამინი B12  5 მკგ 200
ბიოტინი  100 მკგ 200
პანტოთენი  12 მგ 200
მინერალები: 
 კალციუმი 120 მგ 15
მაგნიუმი 60 მგ 16
თუთია  3 მგ 30
რკინა 6 მგ 43
სპილენძი  0.5 მგ 50
მანგანუმი   0.75 მგ 38
სელენი   10 მკგ 18
ქრომი  10 მკგ 25
იოდი 50 მკგ 33
მოლიბდენი 20 მკგ 40

 

•    ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

•    °° IU = საერთაშორისო ერთეული

•     °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

•     *NE = ნიაცინის ექვივალენტი

•     ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: დამატკბობლები - სორბიტოლი და ქსილიტოლი, ორთოფოსფორის მჟავა, კალციუმის მარილები, მაგნიუმის კარბონატი, L-ასკორბინის მჟავა, მალტოდექსტრინი, ჭარხლის ფხვნილი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის მარილები, არომატიზატორი, D-ალფა ტოკოფერილის მჟავა სუქცინატი, ნიკოტინამიდი, შავი ფუმარატი, კალციუმის D-პანტოტენატი,  ტოკოფეროლი, თუთიის ციტრატი, ციტრუსის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მანგანუმის სულფატი, რიბოფლავინი, სუკრალოზის დამატკბობელი, თიამინის ჰიდროქლორიდი, აცესულფამის K დამატკბობელი, ერექტას ლუთეინის ექსტრაქტი, ბეტა-კაროტინი, სპილენძის კარბონატი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, რეტინილაცეტატი, ლიკოპენი, D-ბიოტინი, კალიუმის იოდიდი, ფილოქინონი, ქრომის(III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

ორთომოლ® ჯუნიორ C პლიუსის მიღების წესი:

•მიიღება 4 წლიდან 1 საღეჭი ტაბლეტი (მანქანის ფორმის) 3-ჯერ დღეში

საღეჭი მანქანები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ 1 თვე. თუ ბავშვი ხშირად მოავადეა ორთომოლ® ჯუნიორ C პლიუსის მიღება შეიძლება ხანგრძლივად  ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (თითო პაკეტში 3 საღეჭი ტაბლეტი ტყის კენკრის სასიამოვნო არომატით).

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.