| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
რეკომენდებულია ენერგიის მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
უმნიშვნელოვანესი მიკრონუტრიენტები ენერგიის მეტაბოლიზმისთვის!
ორთომოლ®აურინორის ინოვაციური კომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინების, მინერალების, მიკრო და მაკროელემენტების, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის შევსებას, აღადგენს მეტაბოლურ პროცესებს და ენერგეტიკულ ბალანსს.
ორთომოლ® აურინორის კომპლექსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
B ჯგუფის ვიტამინები + ვიტამინი C + ბიოტინი + მაგნიუმი + სპილენძი + მანგანუმი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი E + თუთია + სელენი განაპირობებს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.
ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავები (DHA, EPA) + ვიტამინი E უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
კოენზიმ Q - 10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ენერგიის წარმოქმნის პროცეში, ატფ - ის სინთეზში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას.
L-კარნიტინის საშუალებით ხდება ცხიმოვანი მჟავების მოლეკულების ტრანსპორტირება მიტოქონდრიებამდე, სადაც ხდება ენერგიის გამოთავისუფლება, რომელიც აუმჯობესებს ნეიროსენსორულ აქტივობას.
გინკგო ბილობას ექსტრაქტი ხელს უწყობს მეხსიერების და კოგნიტური ფუნქციების მხარდაჭერას.
იხილეთ ბლოგი: ორთომოლის რომელი პროდუქტები გამოვიყენოთ სტრესთან, გონებრივ გადატვირთვასთან თუ აპათიასთან გასამკლავებლად
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 14 გ) + 3 კაფსულა (2.5 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
| გინკგო ბილობას ექსტრაქტი | 50 მგ | |
| ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 5 მგ | |
| ლუთეინი | 750 მკგ | |
| ლიკოპენი | 250 მკგ | |
| კოენზიმ Q10 | 15 მგ | |
| L-კარნიტინი | 200 მგ | |
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 530 მგ | |
| EPA | 110 მგ | |
| DHA | 410 მგ | |
| ინოზიტოლი | 100 მგ | |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი A | 1,417 მკგ RE° | 177 |
| ბეტა კაროტინი | 667 მკგ RE° | |
| ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე)°° | 300 |
| ვიტამინი E | 150 მგ ალფა - TE°°° | 1.250 |
| ვიტამინი C | 530 მგ | 663 |
| თიამინი B1 | 4 მგ | 364 |
| რიბოფლავინი B2 | 5 მგ | 357 |
| ნიაცინი | 50 მგ NE* | 313 |
| ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
| ფოლის მჟავა | 300 მკგ | 150 |
| ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
| ბიოტინი | 165 მკგ | 330 |
| პანტოთენი | 18 მგ | 300 |
| მინერალები: | ||
| მაგნიუმი | 180 მგ | 48 |
| თუთია | 10 მგ | 100 |
| სპილენძი | 1 მგ | 100 |
| მანგანუმი | 2 მგ | 100 |
| სელენი | 50 მკგ | 91 |
| ქრომი | 60 მკგ | 150 |
| მოლიბდენი | 60 მკგ | 120 |
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
· °° IU = საერთაშორისო ერთეული
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
· *NE = ნიაცინის ექვივალენტი
· ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი, თევზის ზეთი (5.2%), მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი (ცხოველური) L-ასკორბინის მჟავა, L-კარნიტინ (L-ტარტრატი 1.8%), გლიცერინი, DL-ალფა ტოკოფეროლი, მცენარეული ზეთები (სოიოს და ქოქოსის ზეთი ცვლადი პროპორციით), არომატიზატორი, ფორთოხლის ფხვნილი, ინოზიტოლი, თუთიის გლუკონატი, სორბიტოლი, ნიკოტინამიდი, გინგკო ბილობას ექსტრაქტი (0.4%), ემულგატორი სოიოს ლეციტინი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, შერეული ტოკოფეროლები, კოენზიმი Q10 (0.1%), დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, რკინის ოქსიდები, სპილენძის გლუკონატი, ბეტა-კაროტინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მანგანუმის სულფატი, ციტრუსის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს (0,03%), რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, ტოკოტრიენოლ-ტოკოფეროლი, ლიკოპენი 0,02%), რეტინილაცეტატი, მარიგოლდის შემცველი ლუთეინი, ანტიოქსიდანტი DL-ალფა-ტოკოფეროლი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ქრომის (III) ქლორიდი, D-ბიოტინი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.
მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი გრანულები იხსნება 150 - 200 მლ წყალში) + 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ®აურინორის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება:
· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან
· ორთომოლ®აურინორი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი კაფსულებით (თითო პაკეტში 3 კაფსულა).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, Herzogstraße 3040764 Langefeld, გერმანია
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.