ორთომოლის რომელი პროდუქტები გამოვიყენოთ სტრესთან, გონებრივ გადატვირთვასთან თუ აპათიასთან გასამკლავებლად
31 ოქტ 2025

ცხოვრების თანამედროვე წესი ჩვენს გონებასა და ფსიქიკას მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებს და მათი გამძლეობის ლიმიტებთან გვაახლოებს — მუდმივი საქმიანობა, სოციალური მედიის წილი ჩვენს ყოველდღიურობაში, დედლაინები და ემოციური ზეწოლა ძალიან მარტივად შეიძლება ქრონიკულ სტრესამდე და გონებრივ გადატვირთვამდე მივიდეს, რაც პიროვნების შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად აქვეითებს.
შეუძლებელია, ძველებურად პროდუქტიული იყო, როცა დაღლილობას, გაფანტულობასა და მოტივაციის ნაკლებობას ერთდროულად უჩივი.
გახანგრძლივებული სტრესი ჩვენს სხეულს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტებისგან ცლის, გვირღვევს ძილის რეჟიმს და კონცენტრაციას გვიქვეითებს. ის, რაც უბრალო დაღლილობით იწყება, მალევე შეიძლება დასრულდეს ქრონიკული გამოფიტვით, გაღიზიანებადობითა და აპათიით.
ჩვენს ტვინს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს კუნთებს, საარსებოდ შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდება. ეს პირობები, ერთი შეხედვით, რთულად და კომპლექსურად არ გამოიყურება — ეს შეიძლება იყოს საკმარისი დასვენება, დაბალანსებული კვება და ემოციური სტაბილურობა. როცა ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ან ყველა მათგანი გვაკლდება, გონებრივად და ემოციურად თანდათან უფრო და უფრო ვსუსტდებით.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ფსიქიკისა და გონების მიმართაც გამოვიჩინოთ ისეთივე მზრუნველობა, როგორსაც სხეულის მიმართ ვიჩენთ ხოლმე: აუცილებელია ყველაფრის აღდგენა, რასაც სტრესი გვართმევს, რისთვისაც, შესაძლოა, სამედიცინო ჩარევა დაგვჭირდეს.
ასეთ დროს თქვენ გვერდით ორთომოლი (Orthomol) იქნება — გერმანული კომპანია 30 წელზე ხანგრძლივი გამოცდილებით, რომელიც ორთომოლეკულური მედიცინის სფეროში მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების, ორთომოლეკულების, განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლის პროდუქტები: ორთომოლ® ვიტალი, ორთომოლ® აურინორი და ორთომოლ® მენტალი აღგჭურვავენ სტრესის, გონებრივი გადატვირთვისა და აპათიის წინააღმდეგ საბრძოლველი ყველა აუცილებელი მინერალითა და ვიტამინით, შეგინარჩუნებენ პროდუქტიულობას და მოგცემენ საშუალებას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეთ.

როგორ გავუმკლავდეთ შფოთსა და სტრესს?
გსურთ, იცოდეთ მეტი ისეთი საკვები დანამატის შესახებ, რომელიც:
თუ ეს ყველაფერი ის არის, რასაც ეძებთ, სწორ ადგილას მოხვდით! ორთომოლ ვიტალი როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის ჩამოთვლილ და სხვა არაერთ პრობლემას უმოკლეს ვადაში მოაგვარებს. ალბათ, დაგაინტერესებთ, რას შეიცავს ეს კაფსულები, გრანულები და ტაბლეტები ისეთს, რაც ამდენად უნივერსალურია.
პირველ რიგში, აღსანიშნავია A, E, D, K ვიტამინების, თუთიისა და იოდის კომბინაცია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აწესრიგებს ჰორმონალური ბალანსს, უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას. გარდა ამისა, B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი და კალციუმი ზრდიან დოფამინის, ბედნიერების ჰორმონის, გამომუშავებას, მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობენ ქრონიკული დაღლილობისა და სტრესის შემცირებას. ალბათ, მოგეხსენებათ ისიც, რომ კალციუმი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შესანარჩუნებლად.
თუ C ვიტამინის არარსებობა თვალში მოგხვდათ, შეცდით — ორთომოლ ვიტალში მასაც იპოვით — C ვიტამინი და რკინა ამცირებენ რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს, ხოლო სელენი და კაროტინოიდები ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციაში დაგეხმარებიან. სელენი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებთან ერთად, მონაწილეობს სტრესისა და დაღლილობის შემცირებაშიც და აუმჯობესებს მეხსიერებისა და დასწავლის უნარს.
ბოლოს კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს იოდი — მნიშვნელოვანი მინერალი, რომლის დეფიციტიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად, მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, პულსის შენელებას, თმის ცვენასა და სხვა უამრავ გართულებას იწვევს.
გამოყენება: ორთომოლ® ვიტალ F (ქალებისთვის) მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200მლ წყალში) + 1 ტაბლეტი და 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან დღის მანძილზე გადანაწილებით.
ორთომოლ® ვიტალ M (კაცებისთვის) მიიღება 1 დასალევი მზა ფლაკონი (ფლაკონი იხსნება 150/200 მლ წყალში) + 2 კაფსულა ჭამის დროს ან მის შემდეგ დღეში ერთხელ მოზრდილებში. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან დღის მანძილზე გადანაწილებით.

დაიცავით თავი გონებრივი გადატვირთვისგან და ნევროლოგიური დაავადებებისგან
გაწუხებთ ტინიტუსი (ყურებში შუილი)? გრძნობთ, რომ თქვენი ნერვული სისტემა ძველებურად ვერ ფუნქციონირებს? გონება ზედმეტად გადაგეტვირთათ ან მეხსიერება დაგიქვეითდათ? — თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე კითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, ორთომოლის პროდუქტები ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოგადგეთ.
ორთომოლ® აურინორი ამცირებს ტინიტუსის დისკომფორტს, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას შფოთვის, ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის მიმართ — შესაბამისად, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. მეორე პროდუქტი ორთომოლ® მენტალია, რომელში შემავალი ნივთიერებებიც განსაზღვრავენ თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას ისეთი იშემიური პროცესების მიმართ, რომლებიც აზიანებენ და აქვეითებენ ნეირონების აქტივობას.
ორთომოლ აურინორში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი, ბიოტინი, მაგნიუმი, სპილენძი და მანგანუმი აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და აუმჯობესებენ პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას. ასევე, პროდუქტი შეიცავს გინგკო ბილობას ექსტრაქტს — ანტიოქსიდანტის, რომელიც არეგულირებს ნეიროტრანსმიტერების რეცეპტორების მოდულაციას, გამოირჩევა ცერებროპროტექტორული მოქმედებით, აუმჯობესებს მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს. ეს და დანამატის შედგენილობაში შემავალი სხვა ნივთიერებები დაგეხმარებიან გონების განმუხტვაში და სტრესისადმი უფრო მდგრადს გაგხდიან.
გამოყენება: მიიღება 1 პაკეტი და 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში.
რაც შეეხება ორთომოლ მენტალის შედგენილობას, აქ აღსანიშნავია B ჯგუფის ვიტამინების, მაგნიუმისა და რესვერატროლის კომბინაცია, რომელიც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე, აღსანიშნავია პროდუქტის უნარი, გააუმჯობესოს შემეცნებითი ფუნქციები და გონებრივი შესაძლებლობები — ამ პროცესში კი ვიტამინების კომპლექსი მონაწილეობს.
გამოყენება: მიიღება 1 პაკეტი და 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ გაწუხებთ სტრესი, შფოთვა, გონებრივი გადატვირთვა, აპათია, გაფანტულობა — ნუ მიეცემით სასოწარკვეთას — გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ენდეთ 3 დეკადაზე ხანგრძლივი გამოცდილებისა და გერმანული ხარისხის ერთობლიობას.
31 ოქტ 2025