| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები,ჰიპო და ავიტამინოზი.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
მიკრონუტრიენტები - ქალებისთვის!
ორთომოლ® ვიტალ F სპეციალურად შექმნილი უმნიშვნელოვანესი მიკრონუტრიენტების კომბინაციაა ქალებისთვის,ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემების მხარდასაჭერად!
ორთომოლ® ვიტალ F - ში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
ვიტამინები A, E, D, K, თუთია და იოდი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.
B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი და კალციუმი მონაწილეობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ენერგიის წარმოებაში და ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში. კალციუმი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად.
ქრომი, მანგანუმი, სპილენძი და მოლიბდენი აუცილებელია ენერგეტიკული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი C და რკინა ხელს უწყობს ჰემოგლობინის ნორმალურ წარმოქმნას.
სელენი და კაროტინოიდები ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნუტრიენტებია, რომლებიც იცავენ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან და ხელს უწყობენ ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსიკაციურ პროცესებს.
ლიკოპენი და ლუთეინი მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის და მხედველობის შენარჩუნებისთვის.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და სელენი ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, კონცენტრაციისა და გონებრივი აქტივობის შენარჩუნებას.
იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რაც გავლენას ახდენს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, კანის, თმისა და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. მისი რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს დაახლოებით 150 მკგ-ს მოზრდილებისთვის, ხოლო გარკვეულ პერიოდში ოდნავ უფრო მეტს ქალებისთვის (მძიმე შრომის ან ორსულობის დროს).
იხილეთ ბლოგი: ორთომოლის რომელი პროდუქტები გამოვიყენოთ სტრესთან, გონებრივ გადატვირთვასთან თუ აპათიასთან გასამკლავებლად
რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):
· ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები
· ჰიპო და ავიტამინოზი
· მეტაბოლური დარღვევები ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
· თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა
· ლიბიდოს დაქვეითება, უნაყოფობა
· ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
· ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, დერმატოზები
· თმის ცვენა
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორთომოლ® ვიტალ F - ის შემადგენლობა: დღიური დოზა გრანულები (15 გ) + 1 ტაბლეტი და 1 კაფსულა (1.2 გ) შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 300 მგ | |
| EPA | 150 მგ | |
| DHA | 100 მგ | |
| ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 5 მგ | |
| ლუთეინი | 800 მკგ | |
| ლიკოპენი | 200 მკგ | |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი A | 1,117 მკგ RE° | 140 |
| ბეტა კაროტინი | 667 მკგ RE° | |
| ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე) | 300 |
| ვიტამინი K | 60 მკგ | 80 |
| ვიტამინი E | 150 მგ ალფა TE°°° | 1.250 |
| ვიტამინი C | 530 მგ | 663 |
| თიამინი B1 | 25 მგ | 2.273 |
| რიბოფლავინი B2 | 25 მგ | 1.786 |
| ნიაცინი | 60 მგ NE* | 375 |
| ვიტამინი B6 | 20 მგ | 1.429 |
| ფოლის მჟავა | 400 მკგ | 200 |
| ვიტამინი B12 | 450 მკგ | 18.000 |
| ბიოტინი | 165 მკგ | 330 |
| პანტოთენის მჟავა | 30 მგ | 500 |
| მინერალები: | ||
| კალციუმი | 160 მგ | 20 |
| მაგნიუმი | 150 მგ | 40 |
| რკინა | 8 მგ | 57 |
| თუთია | 10 მგ | 100 |
| სპილენძი | 0.5 მგ | 50 |
| მანგანუმი | 2 მგ | 100 |
| სელენი | 50 მკგ | 91 |
| ქრომი | 30 მკგ | 75 |
| მოლიბდენი | 60 მკგ | 120 |
| იოდი | 150 მკგ | 100 |
• ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
• °° IU = საერთაშორისო ერთეული
• °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
• *NE = ნიაცინის ექვივალენტი
• ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს, გლიცერინი, მოდიფიცირებული სახამებელი (ხორბლისგან), კალციუმის ლაქტატი, რძემჟავა, L- ასკორბინის მჟავა, თევზის ზეთი (2.1%), ხილის კონცენტრატი, მაგნიუმის კარბონატი, DL ალფა-ტოკოფერილი. აცეტატი, ნატრიუმის L-ასკორბატი, ჟელატინი (ცხოველური წარმოშობის), მაგნიუმის ოქსიდი, ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოტენატი, თიამინის ჰიდროქლორიდი, მალტოდექსტრინი, კალიუმის სორბიტი, რკინის პიროფოსფატი, რიბოფლავინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თუთიის ქლორიდი, შერეული ტოკოფეროლები, დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი, დამატკბობელი აცესულფამი K, არომატიზატორი, მანგანუმის სულფატი, სილიციუმის დიოქსიდი, დამატკბობელი სუკრალოზა, ბეტა-კაროტინი (0.02%), ანტიოქსიდანტური ექსტრაქტები ტოკოფეროლის მაღალი შემცველობით, რკინის ოქსიდები, დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, სპილენძის სულფატი, რეტინილ პალმიტატი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი (0.003%), ციანკობალამინი, ლიკოპენი (0.0008%), კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ქრომის(III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი.
მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში/წვენში) + 1 ტაბლეტი და 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ® ვიტალ F - ის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება:
· ორთომოლ®ვიტალ F შეიცავს ცალკე იოდის ტაბლეტს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცის დროს (ჰიპერთირეოზი) გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან
· შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი გრანულებით + №30 პაკეტი ტაბლეტით და კაფსულით.
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.