აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიტალ M ორთომოლი - Orthomol

#88025_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა

ჰიპო და ავიტამინოზი, ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები .

178.50₾
255.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ვიტალ M

მიკრონუტრიენტები - მამაკაცებისთვის!

ორთომოლ® ვიტალ M სპეციალურად შექმნილია მამაკაცებისთვის ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემების მხარდასაჭერად!

ორთომოლ® ვიტალ M-ში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

ვიტამინები A, E, D, K, თუთია და იოდი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი და კალციუმი მონაწილეობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ენერგიის წარმოებაში და ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში. კალციუმი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად.

ქრომი, მანგანუმი, სპილენძი და მოლიბდენი აუცილებელია ენერგეტიკული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი C და რკინა ხელს უწყობს ჰემოგლობინის ნორმალურ წარმოქმნას.

სელენი და კაროტინოიდები ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნუტრიენტებია, რომლებიც იცავენ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან და ხელს უწყობენ ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსიკაციურ პროცესებს.

ლიკოპენი და ლუთეინი მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის და მხედველობის შენარჩუნებისთვის.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და სელენი ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, კონცენტრაციისა და გონებრივი აქტივობის შენარჩუნებას.

იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რაც გავლენას ახდენს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, კანის, თმისა და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. მისი რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს დაახლოებით 150 მკგ-ს მოზრდილებისთვის.

იხილეთ ბლოგი: ორთომოლის რომელი პროდუქტები გამოვიყენოთ სტრესთან, გონებრივ გადატვირთვასთან თუ აპათიასთან გასამკლავებლად

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები

· ჰიპო და ავიტამინოზი

· მეტაბოლური დარღვევები

· ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა

· თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა

· ლიბიდოს დაქვეითება, უნაყოფობა

· ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა

· ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, დერმატოზები

· თმის ცვენა

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორთომოლ® ვიტალ M-ის შემადგენლობა: დღიური დოზა 1 მზა ფლაკონი 20 მლ (23.2 გ) + 2 კაფსულა (1.5 გ) შეიცავს:  

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები   600 მგ  
EPA  300 მგ  
DHA  200 მგ  
ციტრუსის ბიოფლავონოიდები   5 მგ  
ლუთეინი 800 მკგ  
ლიკოპენი  200 მკგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A   1,117 მკგ RE° 140
ბეტა კაროტინი  667 მკგ RE°  
ვიტამინი D   15 მკგ (600 სე)°° 300
ვიტამინი K 60 მკგ 80
ვიტამინი E  150 მგ ალფა-TE°°° 1.250
ვიტამინი C  530 მგ 663
თიამინი B1 25 მგ  2.273
რიბოფლავინი B2  25 მგ 1.786
ნიაცინი   60 მგ NE* 375
ვიტამინი B6   20 მგ 1.429
ფოლის მჟავა   400 მკგ 200
ვიტამინი B12  450 მკგ 18.000
ბიოტინი  165 მკგ 330
პანტოთენის მჟავა 30 მგ 500
მინერალები: 
მაგნიუმი  150 მგ 40
რკინა 8 მგ 57
თუთია  10 მგ 100
სპილენძი  0.5 მგ 50
მანგანუმი   2 მგ 100
სელენი   50 მკგ 91
ქრომი  30 მკგ 75
მოლიბდენი  60 მკგ 120
იოდი 150 მკგ 100

 

•  ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

•  °° IU = საერთაშორისო ერთეული

•  °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

•  *NE = ნიაცინის ექვივალენტი

•  ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ფორთოხლის წვენის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს, გლიცერინი, მოდიფიცირებული სახამებელი (ხორბლისგან), თევზის ზეთი (4%), ნატრიუმის L-ასკორბატი, ლიმონის მჟავა, მარაკუიას ხილის წვენის კონცენტრატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი (ცხოველური წარმოშობის), რძემჟავა, DL-ალფა-ტოკოფერილ აცეტატი, მაგნიუმის ოქსიდი, ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოტენატი, თიამინის ჰიდროქლორიდი, მალტოდექსტრინი, კალიუმის სორბიტი, რკინის პიროფოსფატი, რიბოფლავინი, პიროქლორდოქსინი, თუთიის ქლორიდი, შერეული ტოკოფეროლი, დამატკბობელი აცესულფამი K, მანგანუმის სულფატი, ტოკოფეროლებით მდიდარი ანტიოქსიდანტი , სილიციუმის დიოქსიდი, ბეტა-კაროტინი (0.02%), დამატკბობლები სუკრალოზა, რკინის ოქსიდები, დამატკბობელი ნატრიუმის საქარინი, სპილენძის სულფატი, რეტინილ პალმიტატი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი (0.003%), ციანკობალამინი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ლიკოპენი (0.0008%), კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ქრომი (III)-ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი.

ორთომოლ® ვიტალ M-ის მიღების წესი:

მიიღება 1 დასალევი მზა ფლაკონი (ფლაკონი იხსნება 150/200 მლ წყალში/წვენში) + 2 კაფსულა ჭამის დროს ან მის შემდეგ დღეში ერთხელ მოზრდილებში. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის  მანძილზე. ორთომოლ® ვიტალ M-ის  მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: 

· შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება

· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №30 მზა დასალევი ფლაკონი კაფსულებით

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.