| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Orthomol - ორთომოლი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
რეკომენდებულია ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევების მხარდასაჭერად პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
აუცილებელი მიკრონუტრიენტები ქალებისთვის ცხოვრების გარდამავალ ეტაპზე!
ორთომოლ® ფემინის საკვები დანამატი გამოიყენება პრე და პოსტ მენოპაუზის პერიოდში.
მენოპაუზა გარდამავალი პერიოდია ქალის ცხოვრებაში, რომელიც იწვევს დისკომფორტს და სტრესს. რეკომენდებულია ალტერნატიული საკვები დანამატების მიღება ჰორმონალური დისბალანსის შესამცირებლად.
ორთომოლ® ფემინში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
სოიოს იზოფლავონოიდები ბუნებრივი ფიტოესტროგენებია, წარმოდგენილია აქტიური აგლიკონებით და მარტივად აბსორბირდებიან სისხლის მიმოქცევაში.
სოიოს იზოფლავონოიდები ხელს უწყობს „ალების“, ოფლიანობის, წამოხურების, გულის რითმის დარღვევის, დეპრესიული განწყობის, შფოთვის შემცირების მხარდაჭერას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
სელის ლიგნანები ძლიერი ანტიოქსიდანტები და ფიტოესტროგენებია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
სელის ზეთში შემავალი ალფა-ლინოლენის მჟავა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კანის ჯანმრთელობას.
ფურისულას ზეთისგან მიღებული გამა-ლინოლენის მჟავა ამცირებს წამოხურების სიხშირეს, აჯანსაღებს კანს და აძლიერებს იმუნიტეტს.
B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას.
ბიოტინი, სელენი და თუთია ხელს უწყობს თმის, კანის და ფრჩხილების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებას.
ვიტამინი C მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში, რომელიც აუცილებელი კომპონენტია კანის და ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი D და თუთია ხელს უწყობს ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შენარჩუნებას.
იხილეთ ბლოგი: როგორ დაგეხმარებათ ორთომოლი მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვაში
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
| შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
| იზოფლავონოიდები მიღებული სოიოს ექსტრაქტიდან | 50 მგ | |
| ლიგნანი (მიღებული სელის მარცვლებიდან) | 10 მგ | |
| ლუთეინი | 600 მკგ | |
| ლიკოპენი | 600 მკგ | |
| კოენზიმ Q10 | 10 მგ | |
| ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები | 75 მგ | |
| გამა-ლინოლენის მჟავა (მიღებული ფურისულას ზეთისგან) | 6.8 მგ | |
| ალფა-ლინოლენის მჟავა (მიღებული სელის ზეთისგან) | 55 მგ | |
| ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 140 მგ | |
| EPA | 20 მგ | |
| DHA | 48 მგ | |
| ვიტამინები: | ||
| ვიტამინი A | 167 მკგ RE° | 21 |
| ბეტა კაროტინი | 167 მკგ RE° | |
| ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე)°° | 300 |
| ვიტამინი E | 27 მგ ალფა TE°°° | 225 |
| ვიტამინი C | 120 მგ | 150 |
| ვიტამინი B6 | 3 მგ | 214 |
| ფოლის მჟავა | 300 მკგ | 150 |
| ვიტამინი B12 | 7.5 მკგ | 300 |
| ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
| პანტოთენი | 6 მგ | 100 |
| მინერალები: | ||
| თუთია | 5 მგ | 50 |
| სელენი | 30 მკგ | 55 |
· ° RE = რეტინოლის ექვივალენტი
· °° IU = საერთაშორისო ერთეული
· °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი
· ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (ცხოველური) მცენარეული ზეთები (სელის ზეთი, რომელიც შეიცავს ალფა-ლინოლენის მჟავას (8.3%), ფურისულას ზეთი, რომელიც შეიცავს გამა-ლინოლენის მჟავას (5.7%) და მზესუმზირის ზეთს ცვლადი პროპორციით), გლიცერინი, ასკორბინის მჟავა, თევზის ზეთი (10%), სოიოს ექსტრაქტი (9.5%), სელის თესლის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ლიგნანს (3.8%), თუთიის გლუკონატი, DL ალფა-ტოკოფერილ აცეტატი, და ცხიმოვანი მჟავების დიგლიცერიდები, ტოკოფეროლები, სილიციუმის დიოქსიდი, ლიკოპენი, სოიოს ლეციტინი, სორბიტოლი, კოენზიმი Q10 (0.8%), D-კალციუმის პანტოტენოიდი, ჰიდროტენოტინოპილორი. ხილის ექსტრაქტი, ერექტას ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ლუთეინის ეთერს, რკინის ოქსიდები, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, D-ბიოტინი, ნატრიუმის სელენატი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.
მიიღება 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით და საღამოს. ორთომოლ®ფემინის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.