აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როგორ დაგეხმარებათ ორთომოლი მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვაში

უკან

როგორ დაგეხმარებათ ორთომოლი მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვაში

4 ნოე 2025

 

მენოპაუზა ყოველი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია — პერიოდი, როცა ხდება დიდი ბიოლოგიური ცვლილება და ემოციური ტრანსფორმაცია. 

როგორც წესი, ეს 45-55 წლის ასაკში ხდება, საკვერცხეები თანდათან ამცირებენ ესტროგენისა და პროგესტერონის წარმოებას — ჰორმონების, რომლებიც მენსტრუალურ ციკლსა და ქალის ორგანიზმის სხვა არაერთ ფუნქციაზე არიან პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ბუნებრივია, მას თან მაინც ახლავს ფსიქიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური გამოწვევები, რომლებიც ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. 

ერთ-ერთი პირველი ნიშანი არარეგულარული მენსტრუალური ციკლია, რაც მისი საბოლოოდ შეწყვეტით სრულდება — ამას თან ახლავს ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც ცხელებით, ოფლიანობით, ხასიათის უეცარი ცვლილებითა და სხვა სიმპტომებით ვლინდება — ეს კი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებისამებრ გაგრძელებას საგრძნობლად ართულებს. ხშირია დაღლილობა და მარტივად გაღიზიანებადობაც, მეტაბოლიზმის ცვლილება კი წონის კონტროლსაც ართულებს. კანი მიდრეკილია გამოშრობისკენ, თმა შეთხელებისკენ, ძვლები კი უფრო მყიფეა ესტროგენის შემცირებული დონის გამო. 

ფიზიკური სიმპტომების მიღმა, მნშვნელოვანია ემოციური კეთილდღეობაც — ჰორმონების ბალანსის მერყეობა ისეთი ნეიროგამტარების წარმოებას აფერხებს, როგორებიც სეროტონინი და დოპამმინი არიან, ეს კი იწვევს შფოთვასა და აპათიას. თუ ეს გამოგიცდიათ ან ახლა გადიხართ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ქალის ცხოვრებაში მენოპაუზა ემოციურად ყველაზე არასტაბილური პერიოდია. 

არასათანადო ყურადღების დათმობის შემთხვევაში, შესაძლოა, მენოპაუზამ შორეულ პერსპექტივაში ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები გამოიწვიოს — მაგალითად, ესტროგენის დონის დაცემას შეუძლია ოსტეოპოროზის რისკი გაზარდოს. ასევე, ქვეითდება გულის ჯანმრთელობა, რადგან ეს ჰორმონი სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩნებასაც უწყობს ხელს. ერთი სიტყვით, მენოპაუზა არ არის მხოლოდ დროებითი დისკომფორტი და მას შესაბამისი გულისყურით უნდა მოეკიდოთ. 

სწორედ აქ შეიძლება გამოგადგეთ ორთომოლეკულური მედიცინა — თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების, ორთომოლეკულების, განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

თუ ორთომოლეკულური მედიცინის მნიშვნელოვანებაში დაგარწმუნეთ, ახლა ისღა დაგვრჩენია, ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ბრენდის პროდუქტები გირჩიოთ — ეს ფარმაცევტული ბრენდი ორთომოლია (Orthomol), რომელიც 30 წელზე მეტია აწარმოებს სხვადასხვა მიზნით გამოყენებად საკვებ დანამატებსა და მულტივიტამინურ კომპლექსებს. 

 

ორთომოლ ფემინი — თქვენი საიმედო პარტნიორი მენოპაუზის გადალახვაში

პროდუქტი, რომელიც მენოპაუზასთან დაკავშირებული სტრესისა და სხვა პრობლემების გადალახვაში დაგეხმარებათ, ორთომოლ ფემინია (Orthomol Femin) — საკვები დანამატი, რომელიც მრავალი ვიტამინისა და მინერალის ერთობლიობაა.

ორთომოლ ფემინში შემავალი სოიოს იზოფლავონოიდები ბუნებრივი ფიტოესტროგენებია, რომლებიც წარმოდგენილნი არიან აქტიური აგლიკონებით და მარტივად შეიწოვებიან სისხლის მიმოქცევაში. 

გარდა ამისა, სოიოს იზოფლავონოიდები ხელს უწყობენ „ალების“, ოფლიანობის, წამოხურების, გულის რითმის დარღვევის, დეპრესიული განწყობის, შფოთვის შემცირების დაძლევას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მომხმარებლიას ძილის ხარისხს.

რაც შეეხება სელის ლიგნანებს — ეს ძლიერი ანტიოქსიდანტები და ფიტოესტროგენებია, რომელთაც არასასურველი გვერდითი მოვლენები ნაკლებად ახასიათებს.

სელი მედიცინაში საუკუნეებია გამოიყენება თავისი სასარგებლო თვისებების დამსახურებით — სელის ზეთში შემავალი ალფა-ლინოლენის მჟავა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კანის ჯანმრთელობას.

ფურისულას ზეთისგან მიღებული გამა-ლინოლენის მჟავა კი ამცირებს წამოხურების სიხშირეს, აჯანსაღებს კანს და აძლიერებს იმუნიტეტს. B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებენ ჰორმონალურ აქტივობას. ბიოტინი, სელენი და თუთია ხელს უწყობენ თმის, კანისა და ფრჩხილების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს C ვიტამინიც, რომელიც კოლაგენის შექმნაში მონაწილეობს, ხოლო საკუთრივ კოლაგენი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი მინერალია კანისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ბოლოს კი, ვიტამინი D და თუთია, ისევე როგორც კოლაგენი,  ხელს უწყობენ ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შენარჩუნებას.

გამოყენება: მიიღება 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით და საღამოს. ორთომოლ® ფემინის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

პირველ რიგში, არ დატოვოთ უყურადღებოდ ჯანმრთელობის არც ერთი მდგომარეობა, რომელიც დისკომფორტს გაყენებთ — განსაკუთრებით კი მენოპაუზა. ამ საქმეს ორთომოლი გაგიმარტივებთ, თუ 30-წლიანი გამოცდილება და გერმანულ ხარისხი თქვენს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

4 ნოე 2025

პროდუქცია