აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოსტეო 30 პაკეტი ორთომოლი - Orthomol

#95823_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა30 პაკეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია ძვლების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
230.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ოსტეო 30 პაკეტი ორთომოლი - Orthomol

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლი® ოსტეო - ძვლების მხარდასაჭერად!

ორთომოლი® ოსტეო საკვები დანამატია, რომელიც შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის: კალციუმს, D, K ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს და სხვა მიკროელემენტებს.

კალციუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად. იგი ასევე ხელს უწყობს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, 

კალიუმი ხელს უწყობს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
და ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას.

ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილის, ძვლების და კანის ჯანმრთელობისთვის. იგი ასევე იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან.
თუთია ხელს უწყობს ძვლების, კანისა და თმის ჯანმრთელობას, აძლიერებს იმუნურ დაცვას და იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან.

ვიტამინი D ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, მნიშვნელოვანია იმუნური, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და ამცირებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანების ხარისხს.

იხილეთ ბლოგი: როგორ შევინარჩუნოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა ორთომოლთან ერთად

რეკომენდებულია ძვლების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

შემადგენლობა

დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 15 გ) შეიცავს:

შემადგენლობა

დღიური დოზა

%RM**

ვიტამინები:

ვიტამინი D

20 მკგ (800 სე*)

400

ვიტამინი K

200 მკგ

267

ვიტამინი C

120 მგ

150

ვიტამინი B6

3 მგ

214

ფოლის მჟავა

400 მკგ

200

ვიტამინი B12

10 მკგ

400

მინერალები:

კალიუმი

1,170 მგ

59

კალციუმი

600 მგ

75

თუთია

9 მგ

90

სპილენძი

1 მგ

100

მანგანუმი

2 მგ

100

ფტორი

1 მგ

29

· *IU = საერთაშორისო ერთეულები

· ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები:

დექსტროზა, კალიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, კალციუმის კარბონატი, მალტოდექსტრინი, L-ასკორბინის მჟავა, არომატიზატორი, თუთიის გლუკონატი, დამატკბობელი ნატრიუმის ციკლამატი, სილიციუმის დიოქსიდი, მანგანუმის სულფატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, სპილენძის სულფატი, დამატკბობელი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

ორთომოლი®ოსტეოს მიღების წესი

მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ  წყალში) დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში.

გაფრთხილება: 

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

· ორთომოლი ოსტეო შეიცავს ნახშირწყლებს (6,9 გ დღიურად), ამიტომ გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში მიიღება სიფრთხილით 

· არ გამოიყენება თირკმელების მძიმე დისფუნქციის დროს

· თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, ორთომოლი ოსტეოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

·  საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების ასევე ჯანსაღი წესის შემცვლელად,  არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა

№30 პაკეტი გრანულებით, ლიმონის არომატით.

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.