აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როგორ შევინარჩუნოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა ორთომოლთან ერთად

უკან

როგორ შევინარჩუნოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა ორთომოლთან ერთად

27 ოქტ 2025

 

ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ძვლების, კუნთების, სახსრებისა და მაკავშირებელი ქსოვილების ერთობლიობაა, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სხეულის სიძლიერე და გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად დამოუკიდებელი ცხოვრება ეყრდნობა. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმრავლესობა მისთვის ყურადღების მიქცევას მაშინ იწყებს, როცა ჰორიზონტზე ტკივილი, სიხისტე ან სისუსტე ჩნდება. ეს დიდი შეცდომაა — საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება, შესაძლოა, მშვიდი სიბერის გარანტია იყოს. 

ჯანმრთელი ძვლების, სახსრებისა და კუნთების ხსენებაზე მკითხველთა უმრავლესობას, სავარაუდოდ, ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ცხოვრება და ვარჯიში ახსენდება — ეს ასოციაცია მცდარი ნამდვილად არ არის, რადგან ფიზიკური აქტივობა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე დადებითად მართლაც აისახება, თუმცა ეს ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია: ჩვენს ძვლებს, კუნთებს, მყესებსა და სახსრებს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები, მინერალებისა და ვიტამინების მარაგი ესაჭიროება, რათა ძვლებმა სიმყარე, კუნთებმა სიძლიერე, ხოლო სახსრებმა ელასტიკურობა შეინარჩუნონ. 

ყოველდღიური ფაქტორები, როგორებიცაა ასაკის მატება, სტრესი, ინტენსიური ფიზიკური გადაღლა ან დატვირთვის არარსებობა ძვალ-კუნთოვან სისტემას აზიანებს. რაც უფრო გვემატება ასაკი, ძვლების მინერალური სიმკვრივე ბუნებრივად სუსტდება და კოლაგენის — სახსრებისა და ხრტილისათვის ცენტრალური მნიშვნელობის ცილის — წარმოქმნა ნელდება. ამას მივყავართ სახსრების ტკივილთან, შემცირებულ მოქნილობასთან და ტრავმების რისკების ზრდასთან. ამ პრობლემების პრევენცია ბევრად მარტივია, ვიდრე მათ წინააღმდეგ პოსტ ფაქტუმ ბრძოლა — სწორედ აქ შემოდის ასპარეზზე ორთომოლი (Orthomol).

ორთომოლი გერმანული კომპანიაა, რომელიც 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე. ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების, ორთომოლეკულების, განსაზღვრული დოზებისა და სწორი კომბინაციების გამოყენებით.

ორთომოლის ფორმულები გვთავაზობენ ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების ეფექტიან კომბინაციებს ძვლების სიმყარისა და მაკავშირებელი ქსოვილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა ორთომოლ ოსტეო (Orthomol Osteo), ორთომოლ ტენდო (Orthomol Tendo) და ორთომოლ ართრო პლუსი (Orthomol Arthro Plus) თქვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი, მყარი და ელასტიკური იქნება.

 

 

ორთომოლ ოსტეო მყარი ძვლების სამსახურში

 

ძვალი იმაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია საშუალოსტატისტიკურ ადამიანებს მოგვეპოვება — გარდა სხეულისთვის ფორმის მიცემისა და მისი სტრუქტურის სიმყარის შენარჩუნებისა, ძვლები მინერალების საცავის ფუნქციასაც ასრულებენ, იმარაგებენ რა კალციუმსა და ფოსფორს, რომლის გამოყენებაც ორგანიზმს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია. მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სხეულს მუდმივად უნდა მივაწოდოთ D და K ვიტამინები, კალციუმი და მაგნიუმი — ასე თავიდან ისეთ სერიოზულ კონდიციასაც ავირიდებთ, როგორიც ოსტეოპოროზია. 

ორთომოლ ოსტეო საკვები დანამატია, რომელიც შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის: კალციუმს, B, C, D, K ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს და სხვა მიკროელემენტებს. 

B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და ამცირებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანების ხარისხს. ვიტამინი D ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, მნიშვნელოვანია იმუნური, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილის, ძვლების და კანის ჯანმრთელობისთვის. იგი ასევე იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან. თუთია ხელს უწყობს ძვლების, კანისა და თმის ჯანმრთელობას, აძლიერებს იმუნურ დაცვას და იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან. 

200მლ წყალში გახსნილი ორთომოლ ოსტეოს დღეში 1 პაკეტი საკმარისია, რათა თქვენმა ძვლებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ელემენტი მიიღონ და სიმკვრივე ხანგრძლივად შეინარჩუნონ.

 

ჯანსაღი სახსრები, კუნთები და მყესები ორთომოლთან ერთად 

 

კუნთები ჩვენი ნებისმიერი მოძრაობის ამოსავალი წერტილია — ისინი გვაძლევენ საშუალებას, რომ ვიაროთ, ავწიოთ სიმძიმე, ვისუნთქოთ. ისინი არიან ჩართული მეტაბოლიზმშიც და მათი ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება სახსრებს, ისინი ჩვენი სხეულის მოქნილი მაკავშირებლები არიან, რომლებიც უმტკივნეული და თავისუფალი გადაადგილების საშუალებას გვაძლევენ — იღებენ სიმძიმეს, ვიბრაციასა და სხვა გარე-გამაღიზიანებლებს საკუთარ თავზე, რითაც იცავენ ძვლებს გაცვეთისგან. შესაბამისად, როგორც კუნთების, ისე სახსრების დაცვა ასაკთან დაკავშირებული განლევისგან, ისევე როგორც ფიზიკური ტრავმებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების მხარდასაჭერად შესანიშნავი საშუალებაა ორთომოლ® ტენდოც — ეს ინოვაციური კვებითი დანამატია, რომელიც კუნთოვანი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის, იოგების, მყესების ჯანმრთელობის დასაცავადაა შექმნილი.

დანამატში შემავალი გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატები უზრუნველყოფენ სინოვიალური სითხის წარმოქმნასა და სახსრების მოქნილობას. ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს სახსრის შიდა ზედაპირის დატენიანებას და კომფორტის უზრუნველყოფას, რაც თავიდან აგარიდებთ სახსრების ტკივილს და დისკომფორტს, რომელიც ამ მდგომარეობაში მოძრაობას ახლავს თან. კოლაგენის ჰიდროლიზატი წარმოადგენს სტრუქტურულ ცილას, რომელიც მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების, მათ შორის სახსრებისა და ხრტილების ბუნებრივ მხარდაჭერაში. A, C, E ვიტამინები და თუთია მონაწილეობენ ჰიალურონის და ქონდროიტინის სინთეზში, ისევე როგორც კოლაგენის ფორმირებაში. სელენი და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უჯრედებს ელასტიკურობას უნარჩუნებენ. ხოლო, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი , ბრომელენი, ვაშლის ბიოფლავონოიდების ექსტრაქტი, ციტრუსის ბიოფლავონოიდები მონაწილეობენ მყესების და იოგოვანი აპარატის ჩამოყალიბებაში. 

სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მიკრონუტრიენტების შესანიშნავი კომპლექსია ორთომოლ® ართრო პლუსიც, რომელიც ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად, შეიცავს N-აცეტილ-L-ცისტეინს,  სპილენძს, ლუთეინსა და ლიკოპენს, რომელთაგან თითოეული ანტიოქსიდანტური თვისებებითაა ცნობილი.

ერთი სიტყვით, თუ გსურთ მშვიდი, ბედნიერი და, რაც მთავარია, მოქნილი სიბერე, დაეხმარეთ თქვენს ძვლებს, კუნთებსა და სახსრებს ამ პროცესისთვის მომზადებაში — გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ენდეთ ორთომოლის გამოცდილებასა და გერმანულ სტანდარტებს და ამ ყველაფერს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. 



27 ოქტ 2025