ამპიცილინი — ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
5 აგვ 2025

ამპიცილინი (Ampicillin) წარმოადგენს ნახევრად სინთეზური პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც ეფექტიანია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის წინააღმდეგ. მისი მოქმედების პრინციპი ემყარება ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ბლოკირებას, რაც მიკრობთა დაშლასა და განადგურებას იწვევს.
ამპიცილინი პსპ-ს აფთიაქებში ხელმისაწვდომია ტაბლეტებისა და კაფსულების ფორმით, თუმცა ასევე მოიპოვება პრეპარატის სხვა ვერსიაც — ამპიცილინ სულბაქტამი, რომელიც ამპულის სახით იყიდება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში პრეპარატი ორგანიზმში ნემსის საშუალებით უნდა შეიყვანოთ.
მედიკამენტი წარმატებით გამოიყენება მრავალი ინფექციური დაავადების დროს — მათ შორის სასუნთქი გზების, შარდსასქესო სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ.
ამპიცილინი თანაბრად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში — მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მწვავე, ისე ქრონიკული პროცესების დროს, მათ შორის გონორეისა და მენინგიტის სამკურნალოდაც.
ამპიცილინის ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმძიმეზე, გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე და პაციენტის ასაკზე.
3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 375 მილიგრამი დღეში ორჯერ ან 250 მილიგრამი დღეში სამჯერ.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა შეადგენს 125 მილიგრამს დღეში ორჯერ ან 100 მილიგრამს დღეში სამჯერ.
ბავშვებისთვის დღიური დოზა შეადგენს 30 მილიგრამს თითო კილოგრამ წონაზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი შესაძლოა ის 60 მილიგრამამდეც გაიზარდოს.
მწვავე გონორეის დროს დასაშვებია ერთჯერადად 3 გრამის მიღება, 1 გრამ პრობენეციდთან კომბინაციაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე — კურსი შესაძლოა გაგრძელდეს 5-10 დღიდან 2-3 კვირამდე, ხოლო ხანგრძლივი, ქრონიკული პროცესების შემთხვევაში — რამდენიმე თვეც.

ამპიცილინის ანოტაციის თანახმად, ამ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
გარდა ამისა, ამპიცილინის მიღება ორსულობის პერიოდში დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის შესაძლო ზიანს.
ლაქტაციის პერიოდში კი მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული.
გაითვალისწინეთ: გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გარკვეულ სიტუაციებში ამპიცილინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ამპიცილინის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ამპიცილინის მიღებას ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები:
ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ერითემა, ეპიდერმისის აქერცვლა, სინდრომი სტივენს-ჯონსონი და იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.
საჭმლის მომნელებელი სისტემა:
ღებინება, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, პანკრეასისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი.
ნერვული სისტემა:
დეპრესია, აგზნება, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები — განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის ფონზე ან მაღალი დოზებით.
ლაბორატორიული ცვლილებები:
შესაძლებელია ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
სხვა შესაძლო მოვლენებია:
დისბაქტერიოზი, კანდიდოზი პირის ღრუში ან საშოში, სუპერინფექცია და ინტერსტიციალური ნეფრიტი.
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი, თუ სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
5 აგვ 2025