ართროსტოპი — პრეპარატი სახსრების ჯანმრთელობისთვის
6 აგვ 2025

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და განსაკუთრებით სახსრების ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრების ხარისხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათი დაზიანება მოძრაობის შეზღუდვას, ტკივილსა და ყოველდღიური აქტივობების გაძნელებას იწვევს, რის გამოც ასეთი მდგომარეობები დროულ და ეფექტიან ჩარევას საჭიროებს.
თანამედროვე მედიცინაში ამ მიზნისთვის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო საშუალება, რომელთაგანაც ერთ-ერთი კომბინირებული პრეპარატი ართროსტოპია. ის ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციურ მდგომარეობას.
ართროსტოპი მრავალკომპონენტიანი საშუალებაა, რომელიც სახსრებისა და საყრდენი-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაა განკუთვნილი. პრეპარატის ფორმულა შერჩეულია ისე, რომ ხრტილოვანი ქსოვილის სრული კვება უზრუნველყოს და მის რეგენერაციას შეუწყოს ხელი.
ართროსტოპის ტაბლეტის ფორმები — ართროსტოპი რაპიდი და ართროსტოპი რაპიდი პლუსი — ტკივილს ამცირებს, სახსრებსა თუ ხერხემალს ნაადრევი ცვეთისგან იცავს და მათ ფუნქციებზეც დადებით გავლენას ახდენს. ეს საშუალებები არამხოლოდ დისკომფორტს ხსნის, არამედ სახსრების მექანიკურ თვისებებსა და დატვირთვების მიმართ რეზისტენტობასაც აუმჯობესებს.
არსებობს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების ფორმაც., ესაა ართროსტოპის კრემი, რომლის მოქმედებაც დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევის სტიმულაციაზეა დაფუძნებული. შედეგად სითბოს შეგრძნება, ტკივილის შემცირება და მოძრაობის უნარის გაუმჯობესება მიიღწევა.
ართროსტოპი ამპულის სახით ხელმისაწვდომი არაა. ამის მიუხედავად, იმავე დანიშნულების მქონე სხვა საშუალებები იწარმოება, რომლებიც ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ; ართროსტოპი მალამოს სახითაც არ არსებობს — კრემისებრი სტრუქტურა და შედგენილობა მისგან განსხვავებულია. ასევე, ართროსტოპი გელის ფორმითაც არ გვხვდება, ასე ამ პრეპარატის კრემს არასწორად მოიხსენიებენ ხოლმე.
ართროსტოპის ეს პროდუქტები აქტიური კომპონენტების კომბინაციას შეიცავს, რომლებიც სახსრებს ამაგრებს, ხრტილის სტრუქტურას აუმჯობესებს და ანთებით პროცესებს ამსუბუქებს.
ტაბლეტებისა და კრემის საერთო აქტიური კომპონენტი გლუკოზამინია, რომელიც ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებაში მონაწილეობს. გლუკოზამინი ხრტილოვან ქსოვილში აღწევს და ხელს უწყობს მუკოპოლისაქარიდების სინთეზს, რითაც დაავადების მიზეზზე მოქმედებს და არა მხოლოდ სიმპტომებზე. იგი ასევე განაპირობებს გოგირდის ფიქსაციას, რაც ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას აძლიერებს. გოგირდის წყაროს ფუნქციას ართროსტოპ რაპიდსა და კრემში მეთილსულფონილმეთანი (მსმ) ასრულებს.
ართროსტოპ რაპიდი და რაპიდი პლუსი ქონდროიტინის სულფატს შეიცავს, რომელსაც ქონდროპროტექტორული და რეგენერაციული მოქმედება გააჩნია: ასტიმულირებს გლუკოზოამინოგლიკანების სინთეზს, აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აფერხებს ხრტილის დაშლას და ზრდის სასახსრე სითხის გამომუშავებას. ის დეგენერაციულ ცვლილებებს ამცირებს და ოსტეოართროზის პროგრესს ანელებს.
სამივე ფორმულაში შედის ბოსველიის ექსტრაქტი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. იგი ლეიკოტრიენების სინთეზს ბლოკავს და არ იწვევს იმ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ასეთ არასტეროიდულ პრეპარატებს ახასიათებს.
რაც შეეხება დამატებით კომპონენტებს, ართროსტოპ რაპიდი პლუსი კოლაგენის II ტიპს შეიცავს, რომელიც სახსრებში ტკივილსა და დისკომფორტს მნიშვნელოვნად ამცირებს. ვიტამინი C ამ შემთხვევაში ხორბლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, შეშუპების შემცირებასა და ხრტილის სინთეზის ხელშეწყობას ემსახურება.
ართროსტოპის კრემის ფორმა გამორჩეულია ადგილობრივი მოქმედების კომპონენტებით: მეთილსულფონილმეთანი აქაც ანთების საწინააღმდეგო და აღდგენით ფუნქციას ასრულებს, ხოლო დამატებით შედგენილობაშია: მეთილსალიცილატი, სკიპიდარი, ქაფური, მენთოლი, ღვიის, სელისა და ევკალიპტის ზეთები.

ართროსტოპის სერიის პროდუქტები ფართო სპექტრის ჩვენებებით ხასიათდება და გამოიყენება როგორც სახსრების, ისე ძვალსახსროვანი და შემაერთებელი ქსოვილის სხვა პათოლოგიების დროს.
ართროსტოპ რაპიდისა და რაპიდი პლუსის ტაბლეტები რეკომენდებულია ოსტეოართროზისა და ოსტეოქონდროზის დროს. ასევე, ისინი ეფექტიანია ართრიტის სხვადასხვა ფორმის — მათ შორის რევმატოიდული, ინფექციური და ნიკრისისეული ტიპის — მართვაში; ორივე პრეპარატი გამოიყენება პოლიართრიტის, ბურსიტების, სპონდილოართროზის, ქონდროპათიების, ოსტეოპოროზის (იქნება ეს წამლისმიერი თუ პოსტმენოპაუზური გენეზის) და ტრავმული ან მოტეხილობით გამოწვეული დაზიანებების შემდეგი აღდგენითი პერიოდებისთვის.
გარდა ორთოპედიულ-სახსრული პროფილისა, ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ფსორიაზის კომპლექსურ მართვაში. ასევე, ისინი ეფექტიანია ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანებისას, რაც, შესაძლოა, შაქრიან დიაბეტს, ტუბერკულოზს ან რევმატიზმს ახლდეს თან. ეს პრეპარატები დადებით გავლენას ახდენს იოგებისა და მყესების სისუსტის ფონზეც, რაც მათ შედეგიანს ხდის როგორც პროფილაქტიკურად, ასევე თერაპიული კუთხით.
ართროსტოპ რაპიდი პლუსის ფორმულა განსაკუთრებით მიესადაგება იმ შემთხვევებს, როდესაც საჭიროა ძვლის მასის შენარჩუნება ან აღდგენა. ამის გამო, ის აქტიურად გამოიყენება სპორტულ და ფიზიკურად დატვირთულ პირებში. დამატებითი კომპონენტების წყალობით მისი გამოყენება შეიძლება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაშიც, თვალის დამჭერი იოგების სისუსტისას, და კარდიოლოგიაში — გულის სარქვლების დაზიანებისა თუ ვასკულიტების ფონზე.
კრემის ფორმა უმეტესად განკუთვნილია ლოკალური სიმპტომების — ტკივილის, ანთების, მოძრაობის შეზღუდვის — შესამცირებლად, ამიტომ ხშირად ინიშნება ართრიტებისა და ართროზებისას, ოსტეოქონდროზის ფონზე ან ფიზიკური დატვირთვის შემდგომ პროფილაქტიკის მიზნით. იგი განსაკუთრებით ეფექტიანია სპორტსმენებში, ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, როცა დისკომფორტის შესამსუბუქებლად საჭიროა სწრაფი ლოკალური მოქმედება.
ართროსტოპ რაპიდისა და რაპიდი პლუსის ტაბლეტები განკუთვნილია პერორალურად, ანუ პირის ღრუს გავლით, მისაღებად და მათი დოზირება ერთმანეთის მსგავსია. ორივე პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ, ერთი ტაბლეტის ოდენობით, ჭამის შემდეგ.
თერაპიული კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება, თუმცა ოპტიმალური ეფექტისთვის მკურნალობის პერიოდი უმეტესად 2-3 თვეს მოიცავს. რაპიდი პლუსი ასევე გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნებისთვის — ასეთ შემთხვევაში საკმარისია დღეში ერთხელ ერთი ტაბლეტის მიღება 1-2 თვის განმავლობაში. ამ რეჟიმით პრეპარატი სასახსრე სტრუქტურებს ამყარებს და რეციდივების განვითარებას უშლის ხელს.
ართროსტოპის კრემი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ის ლოკალურად შეიზილება, უშუალოდ ტკივილის ან ანთების კერის მიმდებარედ. მცირე რაოდენობის კრემი ნაზად უნდა წაისვათ წრიული მოძრაობით, რამდენიმე წუთის განმავლობაში. პროცედურა შეიძლება განმეორდეს დღის განმავლობაში რამდენჯერმე, საჭიროებისამებრ. ამ ფორმით უზრუნველყოფილია სწრაფი მოქმედება პირდაპირ დაზიანებულ უბანზე, რაც მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში სასარგებლოა.
პრეპარატები აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. ართროსტოპ რაპიდისა და რაპიდი პლუსის ტაბლეტები ხელმისაწვდომია 30-აბიანი შეფუთვით, ხოლო კრემი 100 მლ-იან ტუბშია წარმოდგენილი.
6 აგვ 2025