ბროვინი – ეფექტიანი საშუალება ხველის წინააღმდეგ
6 აგვ 2025

ხველა ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის, რესპირატორული ინფექციებით, ალერგიით, გარემოში არსებული გამღიზიანებლებითა და სხვა ფიზიოლოგიური ფაქტორებით. ფარმაკოლოგია დღეს ხველის საწინააღმდეგო მრავალ საშუალებას გვთავაზობს, თუმცა ბლოგში ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მედიკამენტს ბროვინს გაგაცნობთ.
ბროვინი ლევოდროპროპიზინის შემცველი სიროფია, რომელიც გამოირჩევა ხველის საწინააღმდეგო მოქმედების უნიკალური, პერიფერიული მექანიზმით ტრაქეობრონქულ დონეზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი არ ახდენს ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც მას ხველის დამთრგუნველი კლასიკური პრეპარატებისგან განასხვავებს.
ბროვინის გამოყენება რეკომენდებულია სხვადასხვა წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის და ხველის ხანმოკლე პერიოდით კონტროლისათვის.
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის განსაზღვრულია 10 მლ დღეში 3-ჯერ, მინიმუმ 6-საათიანი ინტერვალით. 2 წლიდან 12 წლამდე ბავშვების რეკომენდებული დოზა კი კგ-ზე 1 მგ-ია და მისი მიღება დაშვებულია დღეში 3-ჯერ. გაითვალისწინეთ, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზა 3 მგ/კგ-ია.
ბროვინი მიიღება პერორალურად, კვებებს შორის შუალედში, ვინაიდან მისი საკვებთან ურთიერთქმედება სრულად შესწავლილი არ არის.
ბროვინის მიღება მიზანშეწონილია მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში. პრეპარატის მოხმარება შეიძლება შეწყდეს უფრო ადრეც სიმპტომის გაქრობის შემთხვევაში. თუ ხველა 14 დღის შემდეგაც შენარჩუნდა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა დაინიშნოს დამატებითი მკურნალობა.
ბროვინი გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით, რაც მას უპირატესობას ანიჭებს სხვა ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით. რამდენიმე მათგანს ქვემოთ მიმოვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბროვინი უსაფრთხო პრეპარატია, არსებობს შემთხვევები, როცა მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის:
მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი ძირითადად პერიფერიულად მოქმედებს, ზოგიერთ შემთხვევაში, ბროვინმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი სედაცია. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე ავტომობილის მართვისას. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭიროა, თუ იღებთ დამამშვიდებელ საშუალებებს ან პრეპარატებს, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ბროვინის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
PSP-ში წარმოდგენილია სხვადასხვა მოცულობისა და წარმოების ბროვინი, ესენია ბროვინი 60 მლ და ბროვინი 120 მლ. ამიტომ შესაძლებლობა გაქვთ აღნიშნული მედიკამენტი თქვენი საჭიროებების მიხედვით შეარჩიოთ.
გაითვალისწინეთ, მედიკამენტი გაიცემა რეცეპტით (ფორმა №3) და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მითითებით. შეინახეთ პრეპარატი 30°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მოშორებით.
6 აგვ 2025