აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბრონქოდიაზინა C.R. — კომბინირებული სუსპენზია რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ

უკან

ბრონქოდიაზინა C.R. — კომბინირებული სუსპენზია რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ

7 ივლ 2025

 ბრონქოდიაზინა ფასი

ბრონქოდიაზინა C.R. (Bronquidiazina CR) წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პრეპარატს სუსპენზიის ფორმით, რომელიც გამოიყენება რესპირატორული ტრაქტის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. მისი შემადგენლობა უნიკალურია იმით, რომ აერთიანებს ანტიბაქტერიულ, ამოსახველებელ და ანთების შემამსუბუქებელ კომპონენტებს. სწორედ ეს კომბინაცია აქცევს ბრონქოდიაზინას ეფექტიან საშუალებად, როგორც ინფექციური აგენტების წინააღმდეგ, ისე სხვადასხვა სიმპტომის, მაგალითად, ხველისა და სუნთქვის გაძნელების შესამსუბუქებლად.

ბრონქოდიაზინას სიროფი განსაკუთრებით მოსახერხებელია პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ ტაბლეტების მიღება, მათ შორის ბავშვებისთვის. პრეპარატში შედის სამი ძირითადი მოქმედი ნივთიერება — ტრიმეტოპრიმი, სულფამეტოქსაზოლი და ბრომჰექსინი — რომელიც კომბინირებულად ებრძვის ინფექციას და ამარტივებს ამოხველებას. 

პრეპარატი გამოიყენება ისეთი სამედიცინო მდგომარეობებისას, როგორებიც არის: მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი და შუა ყურის ანთება; განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნულ დაავადებებს თან სდევს ხანგრძლივი და მტკივნეული ხველა.

ბრონქოდიაზინა ხელმისაწვდომია პსპ-ს აფთიაქებში და მისი ფასი დაახლოებით 27 ლარს შეადგენს.

როგორია ბრონქოდიაზინას მიღების წესები და დოზირება?

მედიკამენტი გამოიყენება პერორალურად და მისი დოზირება მკაცრად უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ, პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. დამოუკიდებლად დოზის შეცვლა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის მიზანშეწონილი.

სტანდარტული სქემის მიხედვით, მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მლ-ს, რომელიც მიიღება დღეში სამჯერ. 

ბავშვებისთვის, რომელთა ასაკიც 2 წელს აღემატება, ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის საფუძველზე.

 

ბრონქოდიაზინა საბავშვო

რა უკუჩვენებები ახასიათებს მედიკამენტს? 

მიუხედავად იმისა, რომ ბრონქოდიაზინა C.R. ეფექტიან სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს, არსებობს შემთხვევები, როდესაც მისი გამოყენება დაუშვებელია ან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. 

უპირველეს ყოვლისა, პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ მის რომელიმე კომპონენტზე — იქნება ეს ძირითადი მოქმედი ნივთიერება თუ დამხმარე ინგრედიენტი. ალერგიული რეაქციების რისკიდან გამომდინარე აუცილებელია, მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა გულდასმით შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო ისტორია.

ამასთან, პრეპარატის გამოყენება აკრძალულია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ბრონქოდიაზინა ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის სერიოზული დაავადებები, თუ მათ არ უტარდებათ სათანადო კლინიკური მონიტორინგი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან იკვებებიან ცუდად.

გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული დაავადებები ან ბრონქული ასთმა — ამ შემთხვევაშიც არსებობს გვერდითი რეაქციების გაძლიერების შესაძლებლობა.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის პირობებში, რადგან ასაკთან ერთად იზრდება მედიკამენტებისადმი მგრძნობელობა, ასევე სუსტდება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ბრონქოდიაზინას გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოდიაზინამ?

ზოგადად ბრონქოდიაზინას ადამიანის ორგანიზმი კარგად იღებს, თუმცა, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მასაც ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები.

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია გულისრევის შეგრძნება და ღებინება, რაც შეიძლება გამოვლინდეს მედიკამენტის მიღების პირველ დღეებში. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში პაციენტს აღენიშნებოდეს სუნთქვის გაძნელება ან რესპირატორული დისკომფორტი, რაც მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით ალერგიული ფონის მქონე პაციენტებში.

იშვიათად, შესაძლებელია გამოვლინდეს კანის სიწითლე, ხანდაზმულ პაციენტებში კი — გამონაყარი, რაც შესაძლო ჰიპერმგრძნობელობაზე მიუთითებს. ამ ტიპის რეაქციების შემთხვევაში, როგორც წესი, აუცილებელი ხდება მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივი კონსულტაცია.

ზოგჯერ ასევე შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან დაბნეულობა, რაც შესაძლოა, პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღებაზე ან ინდივიდუალურ აუტანლობაზე მიუთითებდეს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პრეპარატი შეიცავს გლიცერინს, რომლის მაღალი დოზაც იწვევს კუჭ-ნაწლავის დისფუნქციას (დიარეა, მუცლის ტკივილი), თავის ტკივილს. 

7 ივლ 2025