აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დეკლოსიდი — კრემი, რომელიც კანის დაავადებებს უმოკლეს ვადაში დაგავიწყებთ

უკან

დეკლოსიდი — კრემი, რომელიც კანის დაავადებებს უმოკლეს ვადაში დაგავიწყებთ

5 აგვ 2025

დეკლოსიდი პსპ აფთიაქებში

 

კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ასეთივე ყურადღებას მოითხოვს. კანის დაავადებები მხოლოდ თქვენს გარეგნობაზე არ მოქმედებენ — მათ შეუძლიათ, გამოიწვიონ დისკომფორტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვან დაღს დაასვამს. 

მაგალითად, სოკოვანი დაავადებები არ არჩევენ სამიზნეს ასაკის მიხედვით, მარტივად ვრცელდებიან თბილ, ტენიან გარემოში და ასევე მარტივად გადადიან ერთი პიროვნებიდან მეორეზე დაავადებული ფართობის შეხებითაც კი. 

შესაბამისად, მედიცინა დიდი ხანია ქმნის საშუალებებს, რომლებიც კანის მძიმე ინფექციებთან ბრძოლაში ეფექტიანი იქნება — ერთ-ერთი ასეთი საშუალება კი დეკლოსიდის კრემია, რომელიც გვერდითი ეფექტების სიმცირისა და გამოყენების მარტივი წესის წყალობით, ექიმებსა და პაციენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.   

დეკლოსიდის ანოტაცია და გამოყენების წესი

დეკლოსიდი კომბინირებული პრეპარატია გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის,  რომლის მოქმედებასაც მასში შემავალი კომპონენტები: ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი, კლოტრიმაზოლი, გენტამიცინის სულფატი და კლიოქინოლი განაპირობებენ. 

დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით თეთრ რბილ პარაფინს, თხევად ღია ფერის პარაფინს, ცეტოსტეარილის სპირტს, ცეტომაკროგოლ 1000-ს, პროპილენგლიკოლს, ბენზილის სპირტს, ქლოროკრეზოლს, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატს, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატსა და გასუფთავებულ წყალს. 

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი სინთეზური გლუკოკორტიკოიდია, რომელსაც ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. 

კლოტრიმაზოლი იმიდაზოლის წარმოებულია, რომელიც სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საშუალებაა. ის ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც მემბრანის თვისებების ცვლილებასა და უჯრედის ლიზისს იწვევს. კლოტრიმაზოლი აქტიურია შემდეგი სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ:Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare). კლოტრიმაზოლი აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas vaginalis მიმართაც. 

გენტამიცინის სულფატი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკია მოქმედების ფართო სპექტრით, რომელიც ბაქტერიციდულად მოქმედებს. ის აქტიურად აღწევს ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.

რაც შეეხება კლიოქინოლს, მას ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. პრეპარატის ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.

დეკლოსიდი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების სამკურნალოდ:

  • დერმატიტები;
  • ეგზემა;
  • ნეიროდერმიტი;
  • ოტომიკოზები;
  • ტერფისა და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
  • ვაგინალური კანდიდოზი;
  • კანის ჩირქოვანი დაავადებები;
  • გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.

რაც შეეხება დეკლოსიდის გამოყენების წესს, ის ძალიან მარტივია — პრეპარატი თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. 

 

დეკლოსიდის გამოყენების წესები ანუ დეკლოსიდის მალამო ინსტრუქცია

სიფრთხილის ზომები დეკლოსიდს გამოყენებისას და განსაკუთრებული მითითებები 

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი მოკლეა, სიფრთხილე არ უნდა დაივიწყოთ. დეკლოსიდის მალამოს გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა ნებისმიერი რისკი თავიდანვე გამორიცხოთ ან მინიმუმამდე შეამციროთ. 

პირველ რიგში, მოერიდეთ დეკლოსიდის გამოყენებას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ — წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არასასიამოვნო ალერგიული რეაქცია გამოიწვიოთ. 

ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება — ასეთი გაღიზიანების გამოვლენის შემთხვევაში, დეკლოსიდის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ. 

პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში — არ შეიძლება მისი დატანა თვალების მიმდებარედ. ასევე, უკუნაჩვენებია პრეპარატის დატანა დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე. პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.  

რაც შეეხება დეკლოსიდის გამოყენებას ბავშვებში, ამ შემთხვევაში, პროცესი ექიმის მკაცრი კონტროლით უნდა წარიმართოს, რადგან ბავშვის კანი ძალიან სათუთია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სიფრთხილის ზომების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლებელია ბეკლომეტაზონთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. დეკლოსიდის, ისევე როგორც სხვა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების, კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება. ნუ გამოიყენებთ დეკლოსიდს 2 წლამდე ბავშვებში. 

დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ. 

შეჯამებისთვის, დეკლოსიდი არ უნდა გამოიყენოთ, თუ: 

  • გაქვთ ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;
  • აღგენიშნებათ კანის ტუბერკულოზი;
  • გაწუხებთ სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;
  • გაქვთ ჩუტყვავილა;
  • გაქვთ გამოვლენილი მარტივი ჰერპესი;
  • გაქვთ პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები;
  • გაქვთ ღია ღია ჭრილობა;
  • პაციენტი 2 წლამდე ბავშვია. 

დეკლოსიდი კანის დაავადების წინააღმდეგ

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

დეკლოსიდი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ დეკლოსიდს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

კანის სოკოვან ინფექციებთან ხუმრობა არ შეიძლება — ისინი იქამდე უნდა გაანადგუროთ, სანამ მნიშვნელოვანი დისკომფორტის შექმნას შეძლებენ. ამაში კი დეკლოსიდი გარანტირებულად დაგეხმარებათ!

5 აგვ 2025

პროდუქცია