აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დენზიმი – როცა კუჭი დახმარებას გთხოვს

უკან

დენზიმი – როცა კუჭი დახმარებას გთხოვს

8 აგვ 2025

დენზიმი პრეპარატი

 

ნოყიერი სადილის შემდეგ თუ მუცლის სიმძიმის, შებერილობას ან წვის შეგრძნებას გრძნობთ, არაა გამორიცხული, რომ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა მცირე დახმარებას საჭიროებდეს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია “ფერმენტული” მედიკამენტების მიღება.

როდის და რისთვის გამოიყენება დენზიმი?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ორგანიზმი საჭმლის მონელების პროცესში პატარა ქარხანას ჰგავს — სადაც თითოეული კომპონენტი კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს. ამ პროცესში ფერმენტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. მათ გარეშე ორგანიზმი ვერც ცილებს, ვერც ცხიმებს და ვერც ნახშირწყლებს სწორად ვერ გადაამუშავებს და ამ დროს ორგანიზმს დახმარება სჭირდება.

სწორედ ასეთ მედიკამენტებს განეკუთვნება დენზიმი - პრეპარატი, რომელიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველობით გამოირჩევა და მათ დეფიციტს აკომპენსირებს.

დენზიმი განსაკუთრებით გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს მომნელებელი სისტემის დარღვევები. პრეპარატი ხშირად გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, ენტერიტების, ქოლეცისტიტების, ქოლანგიტის და ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღდგენითი თერაპიის დროს. ის გვეხმარება მონელების გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობასა და სხვა დისკომფორტს, რომელიც ხშირად თან ახლავს არასრულფასოვან მონელებას.

პრეპარატი მდიდარია ისეთი ფერმენტებით, როგორიცაა ამილაზა, პროტეაზა და ლიპაზა. სწორედ ეს ფერმენტები შლიან საკვებში შემავალ ძირითად ნივთიერებებს — ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს — მარტივ კომპონენტებად, რომლებიც მარტივად აითვისება ნაწლავებში.

 

დენზიმი ანოტაცია

როგორ მიიღება დენზიმი – ინსტრუქცია

დენზიმი მიიღება პერორალურად, ანუ გადაყლაპვის გზით. მისი დოზირება დამოკიდებულია ექიმის რეკომენდაციაზე, თუმცა ზოგადი ინსტრუქციის მიხედვით:

  • მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით;
  • ჩვეულებრივ დოზა არის 1–2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე, დღეში კი არაუმეტეს 3-ჯერ;
  • პრეპარატი არ უნდა მიიღოთ უზმოზე.

გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა არასდროს არის საუკეთესო გზა — მიუხედავად იმისა, რომ დენზიმი მრავალ შემთხვევაში უსაფრთხოა, მისი მიღება მაინც უნდა მოხდეს სამედიცინო რჩევის გათვალისწინებით.

შეიძლება ყველასთვის? – დენზიმის უკუჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ გამოიყენება, დენზიმი ყველასთვის განკუთვნილი პრეპარატი არ არის. მისი მიღება არ შეიძლება:

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის ზედამხედველობა.

დენზიმი არის მარტივი და ეფექტიანი გზაა საჭმლის მონელების პროცესში ორგანიზმის დასახმარებლად. მაგრამ მისი ყოველი მიღება — უნდა იყოს გააზრებული და ექიმთან შეთანხმებული.

თუ გრძნობთ, რომ ხშირად გექმნებათ მონელების პრობლემები — დენზიმი შეიძლება ერთჯერადი გამოსავალი იყოს, თუმცა პრობლემის მიზეზი ხშირად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთ ტაბლეტს შეუძლია მოაგვაროს. გაითვალისწინეთ, რომ ჯანმრთელობა იწყება არა მხოლოდ მკურნალობით, არამედ სწორი ჩვევების ჩამოყალიბებით.

8 აგვ 2025

პროდუქცია