დესლორატადინი – თანამედროვე ანტიჰისტამინური მედიკამენტი ალერგიის წინააღმდეგ
6 ივლ 2025

ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ყველაზე ხშირ ალერგიებს შორისაა სეზონური ალერგიული რინიტი, იგივე თივის ცხელება, ასევე, ქრონიკული ალერგიული რინიტი და ურტიკარია.
მათ მიერ გამოწვეული უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად ბაზარზე მრავალი მედიკამენტია ხელმისაწვდომი, თუმცა მათი უმეტესობა ძილიანობას იწვევს. სწორედ ამიტომ ზოგჯერ პაციენტები მათი მიღებისგან თავს იკავებენ.
საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს ახალი თაობის ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც ალერგიის სიმპტომებსაც უმკლავდებიან და არც დამამშვიდებლად მოქმედებს პაციენტზე. ბლოგში სწორედ ერთ-ერთ მათგანს – დესლორატადინს გაგაცნობთ.
დესლორატადინი ნორმონი თანამედროვე ანტიჰისტამინური მედიკამენტია. ჰისტამინი ნივთიერებაა, რომელსაც ორგანიზმი ალერგიული რეაქციების დროს გამოყოფს. სწორედ ის აპროვოცირებს ისეთ ჩივილებს, როგორებიცაა ცემინება, სურდო, ქავილი, ცრემლდენა და სხვა. დესლორატადინი ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკირებასა და, შესაბამისად, პაციენტის სიმპტომებისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს.
დესლორატადინი ნორმონის ტაბლეტები (Desloratadina Normon comprimidos) განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აქტიურ ნივთიერებას, მისი რეკომენდებული დოზა კი დღეში ერთი ტაბლეტია.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დესლორატადინის უპირატესობაა ის, რომ უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტი ძილიანობას არ იწვევს. ასევე, არ ახდენს გავლენას კონცენტრაციასა და დროულად რეაგირების უნარზე. შესაბამისად, უსაფრთხოა მანქანის მართვისას. გარდა ამისა, 24-საათიანი ეფექტისათვის მისი ერთჯერადად მიღებაც საკმარისია.
დესლორატადინის ტაბლეტი უნდა დალიოთ მთლიანი ფორმით ერთ ჭიქა წყალთან ერთად. გაითვალისწინეთ, არ შეიძლება მისი დაღეჭვა. სასურველია, მედიკამენტი მიიღოთ ერთსა და იმავე დროს.
შესაძლოა ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა მსუბუქი თავის ტკივილი, პირის სიმშრალე და დაღლილობა. ძალიან იშვიათად კი ვლინდება სერიოზული ალერგიული რეაქციებიც, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.
დესლორატადინი ნორმონის სიროფი სპეციალურად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მედიკამენტის თხევადი სახით მიღება გაცილებით მოსახერხებელია პატარებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ სიროფს აქვს სასიამოვნო, მსუბუქი მოტკბო გემო, რაც ბავშვებს მის მიღებას კიდევ უფრო უმარტივებს.
დესლორატადინის დოზირებისას აუცილებელია მხედველობაში მიიღოთ ბავშვის ასაკი. რეკომენდებული დოზებია:
დესლორატადინის სიროფის უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელია მისი ზუსტი დოზირება ასაკის მიხედვით. ამასთან, მედიკამენტი არ შეიცავს შაქარს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის. დესლორატადინი უსაფრთხოა ხანგრძლივი მოხმარების დროსაც, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დანიშნულება.

მედიკამენტი ინიშნება, როდესაც პაციენტს აწუხებს:
მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
გაითვალისწინეთ, დესლორატადინის მიღება არ არის რეკომენდებული ალკოჰოლთან ერთად. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ დალიოთ მისი გაორმაგებული რაოდენობა, უბრალოდ განაგრძეთ პრეპარატის მოხმარება ჩვეულ რეჟიმში.
თუ გაწუხებთ ალერგია, რეგულარულად გაქვთ სურდო, ქავილი ან გამონაყარი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ინდივიდუალური რეკომენდაციები დესლორატადის მოხმარებასთან დაკავშირებით. გაუმკლავდით ალერგიას ახალი თაობის მედიკამენტით და გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი.
6 ივლ 2025