ეუთიროქსი — პრეპარატი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ
5 აგვ 2025

ფარისებრი ჯირკვალი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანო ადამიანის ორგანიზმში. ის გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, ენერგიის გადამუშავებას, გულისცემას, სხეულის ტემპერატურას, კუნთების ძალას, სექსუალურ და რეპროდუქციულ ფუნქციებს. როცა ეს სისტემა ირღვევა და ფარისებრი ჯირკვალი აღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონებს, ვითარდება ჰიპოთირეოზი — ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სათანადო მედიკამენტურ კონტროლს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კლინიკურად აპრობირებული პრეპარატი ამ მდგომარეობის სამართავად არის ეუთიროქსი (Euthyrox), რომლის მოქმედი ნივთიერებაა ლევოთიროქსინის ნატრიუმი — ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის სინთეზური ანალოგი.
პსპ-ს აფთიაქებში ხელმისაწვდომია ეუთიროქსის ტაბლეტების სხვადასხვა ვერსია დოზების მიხედვით:
ფასი თითოეული მათგანისთვის განსხვავებულია.
ეუთიროქსი ინიშნება როგორც ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ, ისე სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური მდგომარეობისთვის, რომელსაც თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ან სტრუქტურული ცვლილებები.
მისი ძირითადი ჩვენებები ასეთია:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პრეპარატი წარმოდგენილია სხვადასხვა დოზით – 25 მკგ-დან 150 მკგ-მდე, რაც საშუალებას იძლევა, მკურნალმა ექიმმა მაქსიმალურად ზუსტად შეარჩიოს ინდივიდუალური დოზა პაციენტისთვის.

ანოტაციის თანახმად, ეუთიროქსი მიიღება დილით, ჭამამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე, ერთი აბი ყოველდღიურად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლით (უმჯობესია ნახევარი ჭიქა წყალი). ბავშვებისთვის — განსაკუთრებით ჩვილებისთვის — ტაბლეტი შეიძლება დაიშალოს და გაზავდეს მცირე რაოდენობის წყალში.
დოზა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა — ეს ეფუძნება ჰორმონული ანალიზების შედეგებს, პაციენტის სხეულის მასას, ასაკს, თანმხლებ დაავადებებს და ზოგად მდგომარეობას. როგორც წესი, თერაპია იწყება დაბალი დოზით და იზრდება ეტაპობრივად, ყოველი 2-4 კვირის ინტერვალით, სანამ არ მიაღწევს ოპტიმალურ დონეს.
სტანდარტული დოზები შეიძლება გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:
დოზის შერჩევისას მნიშვნელოვანია ჰორმონების (TSH, T3, T4) რეგულარული კონტროლი და სიმპტომური დაკვირვება.
ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეუთიროქსის მიღება, დამოკიდებულია თქვენს დიაგნოზზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მკურნალობის ხანგრძლივობას თქვენი ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ ბევრ შემთხვევაში, განსაკუთრებით თირეოიდული ჰორმონის დეფიციტის დროს, პრეპარატის მიღება აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე.
თუ შემთხვევით ეუთიროქსის რეკომენდებულ დოზას გადააჭარბებთ, შესაძლოა შეგაწუხოთ შემდეგმა სიმპტომებმა: შფოთვა, მოუსვენრობა, გახშირებული გულისცემა ან უნებლიე და ზედმეტი მოძრაობები (ჰიპერკინეზია). ნევროლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებში, მაგალითად, ეპილეფსიის შემთხვევაში, შესაძლოა კრუნჩხვები განვითარდეს. ფსიქიკური აშლილობებისკენ მიდრეკილ პირებში კი გამორიცხული არ არის ფსიქოზური სიმპტომების გამოვლენა. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ უნდა მიიღოთ ორმაგი რაოდენობა. უბრალოდ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ რეჟიმში, როგორც კი შემდეგი დოზის მიღების დრო მოვა.
როგორც ყველა მედიკამენტს, ეუთიროქსსაც გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები.
მისი გამოყენება დაუშვებელია, თუ პაციენტს აღენიშნება:
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გამოკვლევებით დაზუსტდეს ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია. განსაკუთრებით აუცილებელია დოზის ფრთხილად გაზრდა ხანდაზმულებში და გრძელვადიანი ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში.
თუ ორსულად ხართ, ეუთიროქსის მიღება უნდა გააგრძელოთ. ამავდროულად, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან შესაძლოა დოზის კორექტირება გახდეს საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ იღებთ ეუთიროქსს თირეოსტატიკურ პრეპარატთან ერთად, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს შემდგომი სამოქმედო გეგმის დასადგენად.
დედებს, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, ჩვეულებრივ შეუძლიათ განაგრძონ ეუთიროქსის მიღება მკურნალი ექიმის რჩევის შესაბამისად. საგულისხმოა, რომ პრეპარატის მხოლოდ მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში და ის არ ზემოქმედებს ჩვილის ჯანმრთელობაზე.
ამ დროისთვის არ არსებობს კონკრეტული მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეუთიროქსმა გავლენა იქონიოს ავტომანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, მიიჩნევა, რომ პრეპარატი, რომელიც შეიცავს ლევოთიროქსინს — ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონის ანალოგს, ამ უნარებზე ნეგატიურად არ ზემოქმედებს.

დოზის სწორად შერჩევის შემთხვევაში, ეუთიროქსი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. თუმცა, დოზის გადაჭარბება ან ორგანიზმის ინდივიდუალურმა მგრძნობელობამ ლევოთიროქსინზე შეიძლება ხშირად გამოიწვიოს ორგანიზმში ჰორმონების ჭარბი რაოდენობით არსებობის მსგავსი სიმპტომები.
შესაძლო არასასურველი ეფექტებია:
ასევე არსებობს ალერგიული რეაქციების რისკი პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებზე, რაც გამოვლინდება გამონაყარით, სახის ან ხორხის შეშუპებით, ქავილით.
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე გვერდითი რეაქციები, მკურნალობა შეიძლება დროებით შეწყდეს ან შემცირდეს დოზა ექიმის მითითებით.
ეუთიროქსი შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვადასხვა პრეპარატთან. მათ შორის არის:
გაითვალისწინეთ: ეუთიროქსი არის მედიკამენტი, რომელიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეულ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ეუთიროქსის მიღებამდე, ექიმს გააცანით ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების შესახებ (ზემოთ ჩამოთვლილი სია არასრულია), ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
პრეპარატი ინახება მშრალ და ბნელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მოშორებით. მისი ვარგისიანობის ვადა კი 3 წელს შეადგენს.
5 აგვ 2025