ეუფილინი — პრეპარატი ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს სუნთქვის გასაუმჯობესებლად
5 აგვ 2025

ეუფილინი (Euphyllin), საერთაშორისო დასახელებით ამინოფილინი, არის წამალი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბრონქოსპაზმისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს სუნთქვის გასაუმჯობესებლად. ეუფილინი ხელმისაწვდომია როგორც ტაბლეტების, ისე ამპულებში მოთავსებული საინიექციო ხსნარის სახით და გამოირჩევა კომპლექსური ფარმაკოლოგიური მოქმედებით: აფართოებს ბრონქებს, აუმჯობესებს დიაფრაგმისა და სასუნთქი კუნთების შეკუმშვას, აძლიერებს გულის მუშაობას, აქვეითებს სისხლძარღვთა წინააღმდეგობას ფილტვის მცირე წრეში და ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.
ეს პრეპარატი გამოიყენება არა მხოლოდ ბრონქული ასთმის ან ქრონიკული ბრონქიტის დროს, არამედ ფილტვებთან დაკავშირებული ჰიპერტენზიის, ღამის აპნოეს, გულსისხლძარღვთა უკმარისობისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემების ფონზეც.
ეუფილინი პსპ-ს აფთიაქებშია ხელმისაწვდომი და 150 მგ-იანი 30 ტაბლეტის ფასი 1.5 ლარზე ნაკლებია.
ეუფილინის ანოტაციის თანახმად, მისი მიღების წესები და დოზირება დამოკიდებულია პრეპარატის ფორმაზე, პაციენტის ასაკზე, დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე.
ტაბლეტები:
პერორალურად მიღებისას, მოზრდილებში რეკომენდებული დოზა 150 მგ-ს შეადგენს 1-დან 3-ჯერ დღეში, კვების შემდეგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 500 მგ, ხოლო დღე-ღამის მაქსიმუმი — 1.5 გრამი.
ბავშვებისთვის პრეპარატი ინიშნება სხეულის მასის მიხედვით: ჩვეულებრივ, 7–10 მგ/კგ დღეში, გაყოფილი 4 მიღებად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე.
საინიექციო ხსნარი:
ეუფილინის ინტრავენურად შეყვანისას საჭიროა პროცედურის ნელა ჩატარება — პრეპარატის შეყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ/წთ-ს.
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მლ-ს (240 მგ), ხოლო დღიური მაქსიმუმი — 20 მლ-ს (480 მგ).
ბავშვებში დოზა ითვლება წონის მიხედვით: ერთჯერადი დოზა — 2.5 მგ/კგ, დღე-ღამეში — 5 მგ/კგ.
პრეპარატის ინტრავენურად შეყვანამდე ამპულა ყოველთვის ხელში უნდა დაათბოთ, ხოლო გამოყენებისას საჭიროა დოზის ზუსტი კონტროლი, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედოზირება და მასთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი ეფექტები.

მიუხედავად იმისა, რომ ეუფილინი ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, არსებობს რიგი შემთხვევები, როდესაც მისი მოხმარება აკრძალულია ან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
პირდაპირი უკუჩვენებებია:
სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
სასურველია, პაციენტებმა, რომლებიც ეიუფილინს მოიხმარენ, თავი შეიკავონ კოფეინის შემცველი სასმელების ჭარბი მიღებისგან, რადგან კოფეინი აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას.
გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ეუფილინი არის მედიკამენტი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა, გარკვეულ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ეუფილინის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ეუფილინი მოქმედებს როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ისე გულსისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე, რის გამოც მის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი.
ნერვული სისტემის მხრივ:
გულისა და სისხლძარღვების მხრივ:
საჭმლის მომნელებელი სისტემა:
ალერგიული რეაქციები:
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული სია და ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი, თუ სხვა ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.
5 აგვ 2025