აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ექსუდაზიმი - როდის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო საკვები დანამატი

უკან

ექსუდაზიმი - როდის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო საკვები დანამატი

7 ივლ 2025

ექსუდაზიმი 60 კაფსულიანი

“ექსუდაზიმი რისთვის გამოიყენება?” - კითხულობენ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში. ზოგადი ანოტაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული ეს მცენარეული კაფსული და საკვები დანამატი ფართო სპექტრის სისტემური პროტეოლიზური და ანთების საწინააღმდეგო ფერმენტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის ანთებით მიმდინარე პროცესებისას, შეშუპებებისას, ქირურგიული ჩარევების შემდგომ პერიოდში გამოიყენება. 

თუმცა ზოგადი დახასიათების ცოდნის მიღმა, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენებების, უკუჩვენებებისა და დამატებითი გაფრთხილების ნაწილის გაცნობაც და რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაცია. 

ექსუდაზიმის ანოტაცია - როდის გამოიყენება და რისგან შედგება ეს საკვები დანამატი 

ქიმოტრიფსინი 300 მკგ, ტრიპსინი 4მგ, სერატიოპეპტიდაზა 18 მგ — ეს არის გასტრორეზისტენტული კაფსულის, ექსუდაზიმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები. 

შეგახსენებთ, რომ გასტრორეზისტენტული კაფსული სპეციალურად არის დამუშავებული და იგი არ იშლება კუჭში, არამედ მხოლოდ წვრილ ნაწლავში. ეს მედიკამენტი კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება, შემდეგი ჩვენებების დროს:

  • ანთებითი, ან შეშუპებით მიმდინარე პროცესები;
  • აუტოიმუნური თირეოიდიტი;
  • დიაბეტური ანგიო-რეტინოპათია;
  • ქირურგიული ჩარევის, ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • მასტიტი, მასტოპათია;
  • სინუსიტი, ქრონიკული ბრონქიტი;
  • მოტეხილობა;
  • დაჟეჟილობა;
  • დამწვრობა;
  • კუნთების, ან მყესების დაზიანება სპორტული, ან ქირურგიული ტრავმების დროს;

ექსუდაზიმის კაფსულა ანთების დროს

ექსუდაზიმის ინსტრუქცია და უკუჩვენებები — რა უნდა ვიცოდეთ 

ექსუდაზიმის ინსტრუქციასა და მიღების წესს თქვენი მკურნალი ექიმი დაგიწერთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროების შესაბამისად. ანოტაციის თანახმად კი ექსუდაზიმი შესაძლოა დაინიშნოს სამჯერ დღეში, ერთი კაფსული ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან “მშიერ” კუჭზე. მთავარი რეკომენდაცია არის, რომ ექსუდაზიმის მიღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები. 

შეინახეთ ექსუდაზიმი გრილ და მშრალ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუ ლუქის მთლიანობა დარღვეულია. თუკი მიიღეთ პრეპარატი და თავს უჩვეულოდ გრძნობთ, სახეზეა გვერდითი მოვლენების განვითარება დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

უკუნაჩვენებია ექსუდაზიმის მიღება ბავშვებისთვის, 18 წლამდე მოზარდებისთვის, ორსულებისთვის, ან ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისთვის. 

ხოლო თუკი იღებთ სისხლის შედედების ინჰიბიტორებს, როგორიცაა მაგალითად კუმადინი, ტიკლიდი, ან სხვა იყავით ფრთხილად და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. ამ ჯგუფთან ექსუდაზიმი სიფრთხილით ინიშნება. 

 

7 ივლ 2025

პროდუქცია