კანეფრონი — მცენარეული პრეპარატი საშარდე გზების ანთებითი დაავადებებით გამოწვეული ჩივილებისთვის
10 ივნ 2025

კანეფრონი N (Canephron) ბუნებრივი წარმოშობის მცენარეული პრეპარატია, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია Bionorica SE აწარმოებს. ის გამოიყენება საშარდე გზების სხვადასხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ცისტიტისა და პიელონეფრიტის დროს.
კანეფრონის ძირითადი კომპონენტებია ასისათავას ბალახი, ცისკარას ფესვი და როზმარინის ფოთლები, რომლებიც უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ და სპაზმოლიზურ მოქმედებას.
პრეპარატი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება შარდის ბუშტის (ცისტიტი) და თირკმელების (პიელონეფრიტი) ქრონიკული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ამასთან, მისი მიღება მიზანშეწონილია თირკმელების ისეთი არაინფექციური დაავადებების მართვისას, როგორებიც არის გლომერულონეფრიტი და ინტერსტიციული ნეფრიტი. პრეპარატი ხელს უწყობს საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის პრევენციას და გამოიყენება მათი გამოძევების შემდგომ პერიოდში კომპლექსური თერაპიისთვის.
კანეფრონი წარმოდგენილია ორი ფორმით: ორალური წვეთები და შემოგარსული ტაბლეტები. ასევე ხელმისაწვდომია მედიკამენტის სხვა ვერსიაც — კანეფრონი უნო (ტაბლეტები), რომელიც გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან. წამლის ყველა ამ ვერსიის შეძენა შესაძლებელია პსპ-ს აფთიაქებში, ფასი კი თითოეული მათგანისთვის განსხვავებულია.
პრეპარატის ინსტრუქციის თანახმად, მისი მიღების წესები და დოზირება სხვადასხვა ასაკის ადამიანებში განსხვავებულია.
მოზრდილები:
სკოლის ასაკის ბავშვები:
ბავშვები 1 წლის ასაკიდან:
წვეთები მიიღება პერორალურად, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განზავდეს მცირე რაოდენობის სითხეში, რაც ხშირად საჭიროა ბავშვებისთვის მისი მწარე გემოს შესამცირებლად. კანეფრონის დრაჟე კი მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ექიმის რეკომენდაციებზე. თუმცა, დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ, საჭიროა მისი 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელება.
საგულისხმოა, რომ მკურნალობის ფაზაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება ხელს უწყობს თერაპიას.
გაფრთხილება: თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მის ასანაზღაურებლად ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ. გადაჭარბების შემთხვევაში კი საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

როგორც მედიკამენტების უმეტესობას, კანეფრონსაც გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები — მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კანეფრონის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას, ამ ეტაპზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების რაიმე დადასტურებული მტკიცებულება არ იკვეთება. თუმცა, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, კანეფრონის დანიშვნა ამ პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე — უნდა განისაზღვროს, რამდენად აღემატება მისგან მიღებული სარგებელი პოტენციურ რისკს.
საგულისხმოა, რომ კანეფრონის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
კანეფრონი N-ის დრაჟეს გამოყენება არ არის მიზანშეწონილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო წვეთების ფორმით პრეპარატი არ ინიშნება 1 წლამდე პაციენტებში. რაც შეეხება კანეფრონ უნოს, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის ამ ვერსიის გამოყენებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს. შესაბამისად, კანეფრონ უნოს გამოყენება 1ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის მიზანშეწონილი.
გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში კანეფრონის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, კანეფრონის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კანეფრონს, როგორც ბუნებრივ პრეპარატს, ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმი კარგად იღებს, თუმცა ამ მედიკამენტმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს:
გაითვალისწინეთ, რომ ეს გვერდითი მოვლენების სრული სია არ არის და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდ
10 ივნ 2025