აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლებეგარდი – ჯანმრთელი ღვიძლის გარანტი

უკან

ლებეგარდი – ჯანმრთელი ღვიძლის გარანტი

6 აგვ 2025

ლებეგარდი – ღვიძლის დამცავი და აღმდგენი საშუალება.

 

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც სხეულში მიმდინარე მრავალ პროცესს წარმართავს. მისი მთავარი ფუნქცია ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლიზმისა და ენერგიის რეგულაციაა. იგი პასუხისმგებელია სისხლის გაფილტვრაზე, ქოლესტერინისა და ჰორმონების სინთეზზე, აგრეთვე საკვები ნივთიერებების დამუშავებასა და ორგანიზმისთვის მიწოდებაზე.

ღვიძლი შესაძლოა მრავალი ფაქტორის გავლენით დაზიანდეს, მათ შორის, არაჯანსაღი კვებით, სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარებით. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანებიც, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, ჰორმონალურ პრეპარატებს, იტარებენ ქიმიოთერაპიას ან მუშაობენ მავნე ნივთიერებებით გაჯერებულ გარემოში. ასეთ დროს საჭიროა დამხმარე საშუალებებით ღვიძლის დაცვასა და რეგენერაციას შევუწყოთ ხელი. ამ ფუნქციას ჰეპატოპროტექტორები ასრულებენ. ბლოგში სწორედ ერთ-ერთ მათგანს – ლებეგარდს გაგაცნობთ. 

რისთვის გამოიყენება ლებეგარდი? 

ლებეგარდი ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ჰეპატოპროტექტორია, რომელიც გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) დასაცავად. ის შემდეგი მდგომარეობების დროს ინიშნება: 

  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (ჰეპატიტი, ციროზი) – ქრონიკული B და C ჰეპატიტები ხშირად იწვევს ღვიძლის უჯრედების პროგრესულ დაზიანებას და მისი ფუნქციის დაქვეითებას. ლებეგარდი ხელს უწყობს ჰეპატოციტების დაცვას, ხელს უშლის მათ დეგენერაციას და ამცირებს ანთებითი პროცესების ინტენსივობას. ციროზის დროს კი, როდესაც ღვიძლის სტრუქტურა უკვე შეცვლილია, პრეპარატი შესაძლოა დაინიშნოს ღვიძლის ფუნქციური შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
  • ცხიმოვანი ჰეპატოზი (სტეატოზი) – ღვიძლის გაცხიმოვნება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური წარმოშობის (NAFLD), დღეს საკმაოდ გავრცელებულია. ამ დროს ღვიძლის უჯრედებში ჭარბად გროვდება ცხიმი, რაც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. ლებეგარდის კომპონენტები აუმჯობესებს ღვიძლის ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ცხიმის დაგროვებას და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ხანგრძლივ პერსპექტივაში ის ხელს უშლის ჰეპატოზის პროგრესირებას და, შესაბამისად, ახდენს ფიბროზისა და ციროზის პრევენციას.
  • ალკოჰოლითა და ტოქსიკური ნივთიერებებით დაზიანებული ღვიძლი – ალკოჰოლის ხშირი მოხმარება იწვევს ანთებას, ღვიძლის ცხიმოვან დისტროფიასა და უჯრედების განადგურებას. მას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, ასევე, გარკვეული ტოქსიკური ნივთიერებები, როგორებიცაა პესტიციდები, სოლვენტები ან მძიმე მეტალები. ლებეგარდი ეხმარება ორგანიზმს ამ მავნე ნივთიერებების გამოდევნაში და უზრუნველყოფს ღვიძლის უჯრედების დაცვას.
  • მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება – ანტიბიოტიკების, ანტიფუნგალური, ანტიფსიქოზური და ანტიდეპრესიული საშუალებების ხანგრძლივად და მაღალი დოზით მოხმარება იწვევს ღვიძლის სტრუქტურის დაზიანებასა და მისი ფუნქციის დარღვევას. ლებეგარდი ამცირებს ტოქსიკურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ღვიძლის ბუნებრივ რეგენერაციას.
  • ღვიძლის ენცეფალოპათიის პროფილაქტიკა და მკურნალობა – როდესაც ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებულია, მან შესაძლოა ვეღარ მოახერხოს ამონიუმის ნეიტრალიზაცია. ამ დროს ტოქსიკური ნივთიერებები ტვინამდე აღწევს, რაც ზოგჯერ ენცეფალოპათიის განვითარებას იწვევს. ლებეგარდი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც უზრუნველყოფს ამონიუმის გაუვნებლებას და აზოტის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, შედეგად, ამცირებს ტვინზე მათი ზემოქმედების რისკს. 

ლებეგარდის ხსნარი ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

როგორია ლებეგარდის მიღების წესი და დოზირება 

ლებეგარდი ხელმისაწვდომია კაფსულებისა და ხსნარის სახით. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობისა და დიაგნოზის მიხედვით. როგორც წესი:

  • მოზრდილების დოზაა 1-2 კაფსული დღეში, საკვებთან ერთად.
  • ხსნარის შემთხვევაში, 1 სტანდარტული დოზა დღეში ერთხელ ან ორჯერ, ექიმის რეკომენდაციით. 

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს მედიკამენტს 

ლებეგარდი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი ჩივილები, როგორებიცაა შებერილობა და დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში. იშვიათად ის იწვევს ალერგიულ რეაქციებსაც, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც რომელიმე კომპონენტის მიმართ აღენიშნება ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა.

6 აგვ 2025