აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლოუდეპი – ბუნებრივი საშუალება ნერვული სისტემის ბალანსისა და ემოციური სტაბილურობისთვის

უკან

ლოუდეპი – ბუნებრივი საშუალება ნერვული სისტემის ბალანსისა და ემოციური სტაბილურობისთვის

12 სექ 2025

lowdep პსპ

 

სტრესი, შფოთვა, დაღლილობასა და განწყობის ცვალებადობა უარყოფითად მოქმედებს როგორც ფსიქიკაზე, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და სწორ მართვას საჭიროებს. შესაბამისად, იზრდება ინტერესი ბუნებრივ საშუალებებზე, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებასა და ემოციური ფონის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ლოუდეპი, რომელიც მცენარეულ, აუცილებელ ამინომჟავებზე დაფუძნებულ ინოვაციურ საკვებ დანამატს წარმოადგენს. მის შედგენილობაში გვხვდება ისეთი ცნობილი ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორებიცაა კრაზანა, პასიფლორა, ვალერიანა, კუნელი და ზაფრანა, ასევე მაგნიუმი და L-ტრიპტოფანი – ნივთიერებები, რომლებიც ცნობილია სტრესისა და დეპრესიული მდგომარეობების შესამსუბუქებლად.

პსპ-ის აფთიაქებში პრეპარატი ლოუდეპი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. მის ერთ შეფუთვაში 30 ტაბლეტია, რომლებიც არ შეიცავს წებოვანას.

ლოუდეპის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი

ლოუდეპი არის მრავალკომპონენტიანი საკვები დანამატი, რომლის აქტიური ინგრედიენტები ერთმანეთის ეფექტს ავსებენ და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

  • მაგნიუმი (100 მგ) – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, ამცირებს სტრესის ნეგატიურ გავლენას და გვეხმარება ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში.
  • L-ფენილალანინი (120 მგ) – აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში და ხელს უწყობს სტრესთან ადაპტაციას.
  • კრაზანა (Hypericum perforatum, 100 მგ) – შეიცავს ჰიპერიცინს, რომელიც ხელს უშლის მონოამინოოქსიდაზას აქტივობას, ზრდის სეროტონინისა და სხვა ნეირომედიატორების დონეს. ამის წყალობით მცენარე მიიჩნევა ბუნებრივ ანტიდეპრესანტად და დადებითად მოქმედებს განწყობაზე.
  • პასიფლორა (Passiflora incarnata, 100 მგ) და კუნელი (Crataegus oxyacantha, 100 მგ) – ორივე მათგანს აქვს დამამშვიდებელი და ანქსიოლიზური მოქმედება, ამცირებს შფოთვას, გაღიზიანებასა და სტრესისგან გამოწვეულ დაძაბულობას.
  • ვალერიანა (Valeriana officinalis, 70 მგ) – ბუნებრივი სედატორია, რომელიც ამცირებს მოუსვენრობას და ნერვულ დაძაბულობას, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და ემოციური ფონის სტაბილურობას.
  • L-ტრიფტოფანი (60 მგ) – სეროტონინის წინამორბედია. სეროტონინის საკმარისი დონე დადებითი განწყობისა და ემოციური სტაბილურობისთვის აუცილებელია.
  • ზაფრანა (Crocus sativus, 30 მგ) – ხელს უწყობს ტვინში ნეირომედიატორების კონცენტრაციის ზრდას და, ამავდროულად, აქვს მატონიზირებელი ეფექტი.
  • ვიტამინი B6 (2 მგ) – მონაწილეობს ნეირომედიატორებისა და ცილების ბიოსინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს და დანამატის საერთო ეფექტს აძლიერებს.

ლოუდეპის კომპონენტების კომბინაცია ქმნის სინერგიულ ეფექტს: ამცირებს შფოთვას, აუმჯობესებს განწყობას, ამსუბუქებს სტრესის გამოვლინებებს და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ოპტიმალურ მუშაობას.

 

ლოუდეპი ფასი და ყიდვა

როდის მიმართავენ ლოუდეპს?

პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ფსიქო-ემოციური და სომატური დარღვევების დროს. იგი ეფექტიანია დეპრესიული მდგომარეობებისას, მათ შორის ენდოგენური დეპრესიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება, განსაკუთრებით კლიმაქტერული პერიოდისას, როდესაც ქალებში განწყობის ცვლილებები და ემოციური დისბალანსი ხშირია.

ლოუდეპს ასევე იყენებენ კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევებისას, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში — მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, რაშიც სტრესი და ნერვული დაძაბულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პრეპარატი გამოიყენება შიშისა და შფოთვითი მდგომარეობების დროს, რომლებიც თან ახლავს დაძაბულობას, ტაქიკარდიასა და ქოშინს. იგი ამცირებს მოუსვენრობას, ამშვიდებს გაღიზიანებას და აუმჯობესებს საერთო ემოციურ ფონსაც.

გარდა ამისა, პრეპარატი ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც უძილობა ან ძილის ხარისხის დარღვევა აწუხებს.

პრეპარატის დოზირება, უკუჩვენებები და უსაფრთხოების ზომები

სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ლოუდეპის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. პრეპარატი 18 წლის ასაკიდან ზემოთ პაციენტების შემთხვევაში ინიშნება. ლოუდეპის გამოყენება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ღენიშნება. კრაზანის ექსტრაქტის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ყურადღების კონცენტრაციაზე და აქტიურობაზე გავლენა მოახდინოს.

პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული, თუმცა რეკომენდებულია უსაფრთხოების წესების დაცვა: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და მკაცრად დაიცავით შენახვის პირობები.

გახსოვდეთ, საკვები დანამატები არ შეიძლება ჩაითვალოს მრავალფეროვანი დიეტის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. სხვა მედიკამენტების მიღებისას აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

12 სექ 2025