მაგიტრონი – კომბინირებული პრეპარატი დაღლილობასა და სტრესთან საბრძოლველად
12 სექ 2025

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ხშირად გვიტოვებს ქრონიკული დაღლილობის, სტრესისა და ენერგიის დეფიციტის განცდას. ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკროელემენტებისა და ვიტამინების ბალანსი, რომელთა შორის მაგნიუმი და ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სწორედ ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა მაგიტრონი – კომბინირებული პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის მუშაობას, ამცირებს სტრესის სიმპტომებს და აძლიერებს ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობას.
როგორც აღვნიშნეთ, მაგიტრონი კომბინირებულ პრეპარატია, რომლის ეფექტი მასში შემავალი აქტიური ნივთიერებებით არის განპირობებული. მათ შორის, ვიტამინი B6 საჭმლის მომნელებელი სისტემიდან მაგნიუმის უკეთ ათვისებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ორგანიზმი ამ მიკროელემენტით უფრო სწრაფად და ეფექტიანად ივსება.
მაგნიუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც მრავალი ბიოქიმიური პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს. ის აუცილებელია ენერგიის წარმოქმნისთვის, ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლისთვის, ასევე ფერმენტული სისტემების გააქტიურებისთვის.
მაგნიუმს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება: ამცირებს ნერვულ აგზნებადობას, არეგულირებს კუნთების მუშაობას და დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.
გარდა ამისა, მაგნიუმი მონაწილეობს კალციუმისა და კალიუმის იონების ცვლაში, რაც ნორმალური ნერვულ-კუნთოვანი გადაცემისა და ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.
მაგიტრონის გამოყენება რეკომენდებულია შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება:

მაგიტრონი როგორც ჩვეულებრივი, ასევე შუშხუნა ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი, რომელთა შედგენილობა ერთმანეთისგან ოდნავ, თუმცა მაინც განსხვავდება.
ერთი ტაბლეტი (550 მგ) შეიცავს 5 მგ ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) და 60 მგ მაგნიუმის კარბონატს. დამატებით, მის შედგენილობაში შედის დამხმარე კომპონენტები, რომლებიც პრეპარატის სტრუქტურასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს, ესენია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი და სორბიტოლი.
რაც შეეხება მაგიტრონის შუშხუნა ტაბლეტებს (4000 მგ), თითოეული იმავე რაოდენობის ვიტამინ B6-ს (5 მგ) შეიცავს, თუმცა მათში მაგნიუმის კარბონატის დოზა უფრო მაღალია და 150 მგ-ს შეადგენს. დამხმარე ნივთიერებებიც განსხვავებულია, ამ შემთხვევაში მათ შორისაა: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვაშლმჟავა, ლიმონმჟავა, ფრუქტოზა, ასევე დამტკბობლები — ასპარტამი (ფენილალანინის წყარო), ნატრიუმის ციკლამატი და აცესულფამი K. სასიამოვნო არომატს ლიმონისა და ფორთოხლის არომატიზატორები უზრუნველყოფს, ხოლო შეფერილობას — რიბოფლავინი.
ერთ მუყაოს კოლოფში მაგიტრონის 50 ტაბლეტია. შუშხუნა ტაბლეტები კი წარმოდგენილია ტუბში, სადაც 20 ტაბლეტია მოთავსებული. ჩვეულებრივი და შუშხუნა მაგიტრონი პსპ-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
ვიდრე გამოყენებას დაიწყებთ, მაგიტრონის ინსტრუქციას კარგად გაეცანით. გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივი ტაბლეტების გამოყენების შემთხვევაში დღიური რეკომენდებული დოზა 1-2 ტაბლეტს შეადგენს. პრეპარატი პერორალურად, მცირე რაოდენობის წყლით მიყოლებით მიიღება.
შუშხუნა ტაბლეტების შემთხვევაში დღეში ერთხელ ერთი ტაბლეტის მიღებაა რეკომენდებული. სასურველია, შუშხუნა მაგიტრონი ჭამის შემდეგ დალიოთ. მისი გამოყენება მარტივია — ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალში უნდა გახსნათ და ამ ფორმით მიიღოთ.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, რაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მისი ზედმეტი შეზღუდვის გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა.
12 სექ 2025