მოქსიფლოქსაცინი — საიმედო დაცვა ბაქტერიული ინფექციებისგან
12 სექ 2025
თანამედროვე მედიცინაში ავადმყოფობათა დიდი ნაწილი ბაქტერიულ ინფექციებზე მოდის — ამის მიზეზი მათი მრავალფეროვნება და ვრცელი დიაპაზონია, რომელიც სასუნთქი გზების მსუბუქ ინფექციებსა და სიცოცხლისთვის საშიშ კონდიციებს (პნევმონია, მუცლის ღრუს ინფექციები და ა.შ) შორის უამრავ სხვადასხვა პრობლემას მოიცავს. სწრაფი, მიგნებული და ეფექტიანი მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა პაციენტი არამხოლოდ სიმპტომებისგან, არამედ მათი გამომწვევი მიზეზებისგან გათავისუფლდეს და ინფექციის გავრცელების საფრთხეც მოიხსნას.
მედიცინის არსენალში ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მოქსიფლოქსაცინია (Moxifloxacin), რომელიც ძირითადად რესპირატორული ტრაქტის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის შეიძლება დაინიშნოს კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებსა და მენჯის ღრუს ანთებების დროსაც.
მძლავრი ანტიბაქტერიული მოქმედების, უსაფრთხოებისა და მიღების წესის სიმარტივის დამსახურებით, მოქსიფლოქსაცინი ექიმებისა და პაციენტებისათვის საკმაოდ ხშირი არჩევანია.
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც ბაქტერიოციდულ მოქმედებას II და IV ბაქტერიული ტოპოიზომერაზების ინჰიბირების გზით ავლენს. In vitro პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, მიკოპლაზმას, ქლამიდიების, ურეაპლაზმას, ლეგიონელას, ანაერობული გამომწვევების მიმართ. იგი ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ.მოქსიფლოქსაცინსა და სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებს შორის არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა.
პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) მიღებისას მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. ერთჯერადად 400 მგ მოქსიფლოქსაცინის მიღებისას (მოქსიფლოქსაცინის 1 ტაბლეტი), მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 0.5-4 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 91%-ს შეადგენს.
მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში, და პლაზმის ცილებს (ძირითადად ალბუმინს) უკავშირდება დაახლოებით 45%-ით. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით აღინიშნება ფილტვის ქსოვილში (მათ შორის ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის ნესტოებში, რბილ ქსოვილებში, კანსა და კანქვეშა სტრუქტურებში, ანთების კერებში.
მოქსიფლოქსაცინი ბიოტრანსფორმირდება არააქტიური სულფოშენაერთების და გლუკურონიდების სახით. პრეპარატი გამოიყოფა შარდთან, აგრეთვე განავალთან ერთად როგორც უცვლელი, ასევე არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
შეჯამებისთვის, მოქსიფლოქსაცინი ინიშნება შემდეგი ჩვენებების სამკურნალოდ:
როგორც აღინიშნა, მოქსიფლოქსაცინს გამოარჩევს ისიც, რომ მის მისაღებად არ გჭირდებათ რთული წესების დაცვა — საკმარისია მიიღოთ ტაბლეტი მხოლოდ დღეში ერთხელ და ყოველ მომდევნო დღეს იგივე დროს ეს მოქმედება გაიმეოროთ.
მწვავე ბაქტერიული სინუსიტის სამკურნალოდ, მოქსიფლოქსაცინის 400მგ-იანი ტაბლეტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავების შემთხვევაში, მკურანლობის ვადა 5 დღეს შეადგენს. არაჰოსპიტალური პნევმონიის მქონე პაციენტებმა მოქსიფლოქსაცინი 10 დღის განმავლობაში უნდა სვან.
კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები — მკურნალობა გრძელდება 7 დღე, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციების დროს, საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა (ინტრავენური მკურნალობის გაგძელება პერორალურით) შეადგენს 7-21 დღეს;
მენჯის ღრუს გაურთულებელი ანთებები — 7-21 დღე;
ინტრა-აბდომინალური გართულებული ინფექციები — საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს. შინაგანად მიღებისას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 21 დღეც.
ტაბლეტები მიიღება დაღეჭვის გარეშე, წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზირების რეჟიმის ცვლილება საჭირო არ არის.
მოქსიფლოქსაცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მის მიღებას უნდა მოერიდონ.
თირკმლის დაავადებების დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. კლინიკური კვლევები დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ ჩატარებულა. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობისას დოზირების კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობისას მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმის ჩართულობით უნდა იქნას მიღებული.

გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში არსებობს — გამონაკლისი არც მოქსიფლოქსაცინია. მიუხედავად ამისა, ნუ შეგაშინებთ ჩამონათვალი: ექიმის მითითებების გათვალისწინებისა და სიფრთხილის ზომების დაცვის შემთხვევაში, ამ არასასურველი ეფექტების გამოვლენის რისკი ძალიან მცირეა.
პაციენტთა 3%-ზე მეტში აღინიშნა გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა. 0.1-3%-ში გამოვლინდა ასთენია, ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა, ალერგიული რეაქციები, ტკივილი ფეხებში, ზურგის ტკივილი, ტკივილი მკერდში, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, პერიფერიული შეშუპებები, QT ინტერვალის გახანგრძლივება, უძილობა, ნერვული მოშლილობა, დაძაბულობა, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, ტრემორი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, დისპეფსია, პირის სიმშრალე, გაუვალობა, პირის ღრუს მონილიაზი, ანორექსია, სტომატიტი, გლოსიტი, მეტეორიზმი, გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზას მომატება, პროთრომბინის დონის შემცირება, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ართრალგია, მიალგია, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა.
გარდა ამისა, ნუ მიიღებთ მოქსიფლოქსაცინს, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ — ასე თავიდან აირიდებთ სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციების გამოვლენის რისკებს.
მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. მოქსიფლოქსაცინის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. მონაცემები მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში, არ არსებობს. ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს ასევე უკუნაჩვენებია.
მოქსიფლოქსაცინი აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ მოქსიფლოქსაცინს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
თუ ხართ პიროვნება, რომელიც ეძებს მარტივად მისაღებ, ეფექტიან და უსაფრთხო საშუალებას ბაქტერიულ ინფექციასთან გასამკლავებლად, სწორ მისამართს მიაკითხეთ — მოქსიფლოქსაცინი ამ პრობლემის გადაჭრაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
12 სექ 2025