აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნეო პეკესის ბუნებრივი პროდუქცია ბავშვებისთვის — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

უკან

ნეო პეკესის ბუნებრივი პროდუქცია ბავშვებისთვის — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

10 ივნ 2025

ნეოპეკი პსპ-ში ბავშვებისთვის

 

ნეო პეკეს (Neo Peques) არის საბავშვო ფარმაკოლოგიური ხაზი, რომელიც პატარებისთვის ბუნებრივ პროდუქციას გვთავაზობს. ამ ბრენდის სახელით რამდენიმე ნატურალური პრეპარატი იწარმოება, რომელთა დანიშნულებაც ორგანიზმის გაძლიერება, დაცვა და საჭირო მინერალებითა თუ ვიტამინებით უზრუნველყოფაა.

ნეო პეკეს მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, მათ შორისაა: ელექტროლიტები, ომეგა 3, პრობიოტიკები, კალციუმი. ასევე, ხელმისაწვდომია მადის მოსამატებელი, ზრდის ხელშემწყობი და დამამშვიდებელი სიროფები. 

გაგაცნობთ თითოეულ მათგანს.

 

როდის და როგორ გამოიყენება ნეო პეკეს ელექტროლიტი 

ნეო პეკეს ელექტროლიტი, იგივე ნეო პეკეს სუერო+, გასტროენტეროლოგიური პრობლემებისას გამოიყენება და ის ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედებს. იგი ბავშვს მაშინ ენიშნება, თუ მის ორგანიზმში წყალ-ელექტროლიტური ბალანსია დარღვეული, ღებინების/დიარეის გამო დეჰიდრატაცია აღენიშნება, სისხლის მოჭარბებული მჟავიანობა (აციდოზი) აქვს ან სხეულის ტემპერატურის მატება აწუხებს.

პრეპარატში გლუკოზის შემცველობა დაბალია. მასში სუკრალოზა გვხვდება, რომლის მიღებაც დიაბეტის მქონე პაციენტებში უსაფრთხოა. ნეო პეკეს ელექტროლიტები გელისებური სტრუქტურისაა, ამიტომ მისი ყლუპებით დალევა არაა აუცილებელი. ამგვარი კონსისტენციის წყალობით ის კუჭში ღრმად აღწევს და გულისრევის დროს უკან ამოღების რისკი არაა. 

ნეო პეკეს სუეროს გელს ხილის სასიამოვნო არომატი აქვს და ორგანიზმში მოხვედრისას ელექტროლიტურ ბალანსს სწრაფად აღადგენს. რაც შეეხება დოზირებას: ნებისმიერი ასაკის ბავშვებში დღეში 1-3 პაკეტის მიღებაა რეკომენდებული, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. პრეპარატი სითხეში გაზავების გარეშე, პირდაპირ ისმევა, სურვილის შემთხვევაში — ყლუპ-ყლუპად. წყლის დეფიციტისთვის წყალი ან სხვა სითხე უნდა გამოიყენოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმის მიერ განისაზღვრება.

 

რა გამოარჩევს ამ ფარმაკოლოგიური ხაზის ომეგა 3-ს?

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადრეულ წლებში, ისე ნებისმიერ ასაკში. ბავშვებისთვის ნეო პეკეს ომეგა 3 ორი ფორმითაა ხელმისაწვდომი: ნეო პეკეს ომეგა 3 სიროფი და ნეო პეკეს ომეგა 3 საღეჭი ტაბლეტები.

ნეო პეკეს ომეგა 3-ის სიროფი ბიოაქტიური საკვები დანამატია, რომელშიც შედის: თევზის ქონი, აჰავა, მარწყვის წვენის კონცენტრატი, ვიტამინები A, D3, B6, C და E. მასში არსებული DHA და EPA მჟავები ტვინისა და მხედველობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ისინი ყურადღების მოკრებასა და მეხსიერებას აუმჯობესებს, კანის თვითდატენიანებას უზრუვლეყოფს და კანს,  თმასა თუ ფრჩხილებს უფრო ჯანსაღს ხდის. ომეგა 3 კბილების ნორმალურ ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

ნეო პეკეს ომეგა 3-ში შემავალი ვიტამინი A მხედველობის, კანისა და თმის ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. ვიტამინი D3 მოზარდის ძვლების, სახსრებისა და კბილების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ძველებისა და ფოსფორ-კალციუმის მინერალიზაციას არეგულირებს. ვიტამინი B6 ნეიროქიმიკატების სინთეზის გამო ტვინს გამართულ ფუნქციონირებაში ეხმარება. ვიტამინი E კუნთებისა და ნერვული სისტემის ფუნქციებს აუმჯობესებს, წყალბადის ზეჟანგის გამოყოფას ეწინააღმდეგება და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. ვიტამინი C ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან იცავს.

2 წლამდე ბავშვებში ნეო პეკეს ომეგა 3 დღეში ერთხელ გამოიყენება 5 მლ. ოდენობით. 2-დან 5 წლამდე ასაკში იგივე რაოდენობა ორჯერ მიიღება, 10 მლ. კი — ერთხელ. 5+ ასაკში პრეპარატის 10 მლ. დღეში ორჯერ ენიშნებათ. როგორც წესი, მკურნალობა 15-20 დღე გრძელდება და მისი გამეორების საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს.

ნეო პეკეს ომეგა სამის შემთხვევაში, 3-10 წლის ბავშვებში დღეში ერთი საღეჭი ტაბლეტია რეკომენდებული, 10 წლის ზემოთ — ორი ცალი. ის დიაბეტის მქონე პაციენტებში არ გამოიყენება. უკუჩვენების სახით, შესაძლოა, პრეპარატში (ნებისმიერი ფორმით) არსებული კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გამოვლინდეს.

პატარა ბავშვი, რომელსაც ნეოპეკი ელექტროლიტი სჭირდება

როდის ინიშნება ნეო პეკეს დამამშვიდებელი

ნეო პეკეს დამამშვიდებელი, იგივე ნეო პეკეს რელაქსი, სედატიური საშუალებების ჯგუფის პრეპარატია და ორგვარი ფორმით გვხვდება: ნეო პეკეს RELAX დღის ტრანკვილიზატორი და ნეო პეკეს FELICES ღამის. პირველის შედგენილობაში ისეთი მცენარეების ექსტრაქტებია, რომლებიც დაძაბულობას, ნერვულ სპაზმსა და გაღიზიანებას ამსუბუქებს, ასევე ვიტამინი B6 ტვინის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ის ნერვული აღგზნებადობის, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შფოთვითი მდგომარეობის, დაძაბულობისა და მოუსვენრობის დროს გამოიყენება როგორც ბაღის, ისე სკოლის ასაკის ბავშვებში.

2 წლამდე ასაკის პატარებმა დღეში 5 მლ. ერთხელ უნდა მიიღონ, 2-დან 5 წლამდე — ორჯერ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 10 მლ. დღეში ერთხელ ინიშნება, ხოლო 5 წელს ზემოთ ბავშვებში — ორჯერ. მკურნალობა 1 თვე გრძელდება, უკუჩვენების სახით კი პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა შეიძლება გამოვლინდეს.

ნეო პეკეს დამამშვიდებელი ღამისთვის მაშინ გამოიყენება, როცა ბავშვს ძილის დარღვევა აწუხებს, იქნება ეს იყო ეპიზოდური, გარდამავალი, ხანმოკლე თუ ქცევაზე დამოკიდებული ინსომნია. ასევე, პრეპარატის ჩვენებაა მოუსვენრობა, ნერვული აღგზნებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა და გაღიზიანებადობა. ამ სიროფს, დღის დამამშვიდებლისგან განსხვავებით, სედაციური მოქმედება გააჩნია, ანუ ადუნებს და ჩაძინებას უწყობს ხელს.

ნეო პეკეს რელაქსის დოზირება დღისა და ღამის სიროფების შემთხვევაში ერთი და იგივეა. ძილთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, უკანასკნელი მათგანი საღამოს, ძილის წინ, მიიღება. 

როდის იყენებენ ამ ბრენდის პრობიოტიკს?

ნეო პეკეს პრობიოტიკი ნაწლავურ მიკროფლორას არეგულირებს და ბიოაქტიურ საკვებ დანამატთა ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შედის. ის ინსულინს შეიცავს და გლუკოზის დონის მატებას არ იწვევს, რადგან ხილის წვენის ბაზაზეა შექმნილი.

 

ესაა სიმბიოტიკი, რომლის შედგენილობაშიც პრობიოტიკიც (ბუნებრივი მიკროფლორა) შედის და პრებიოტიკიც (მიკროფლორის ზრდისთვის საჭირო ნიადაგი). ამის წყალობით ის დისბიოზს ეფექტიანად ებრძვის. ლაქტო და ბიფიდობაქტერიები ნაწლავში არსებულ ფლორას აღადგენენ, რძემჟავას გამოიმუშავებენ და სასარგებლო მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. ეს ბავშვებში საკვების მონელებას უწყობს ხელს და ყაბზობასა თუ მოუნელებლობას ეწინააღმდეგება

სხვა კომპონენტები დიარეას ებრძვის, ნაწლავის კედლის იმუნიტეტს ზრდის და მის ბარიერულ ფუნქციას აუმჯობესებს. ასევე, პრეპარატი ამ მიდამოში ამცირებს სპაზმს, რომელსაც ლაქტოზის აუტანლობა იწვევს.

ყაბზობის სამკურნალოდ 2 წლამდე ბავშვებში 1 ფლაკონი ყოველ მეორე დღეს ინიშნება, დღეში ერთხელ. 2+ ასაკში პრეპარატი ყოველდღე მიიღება და მკურნალობა 8-16 დღე გრძელდება. დიარეისას ნებისმიერ ასაკში 8 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 1 ფლაკონი ინიშნება.

იმისათვის, რომ თავსახურში არსებული კაფსული გასკდეს და ფხვნილი ფლაკონში ჩაიყაროს, თავსახური ძლიერად უნდა დაატრიალოთ, შემდეგ კი ბოთლი კარგად შეანჯღრიოთ.

 

ბავშვმა დალია ნეოპეკი პრობიოტიკი და ნეოპეკი ომეგა 3, ახლა კი იძინებს

როცა პატარა მადას უჩივის — აპეტიტო

ნეო პეკეს აპეტიტო მადის მოსამატებელი საშუალებაა, რომელიც მადის დაქვეითების, წონის დეფიციტის, საჭმლის მონელებისთვის საჭირო წვენის სეკრეციის პრობლემისას და ინფექციების შემდგომი პერიოდისას გამოიყენება.

 

ეს სიროფი მადას აუმჯობესებს და ხანგრძლივი ეფექტით გამოირჩევა. პრეპარატი ვარდკაჭაჭასა და წყლის წიწმატის დახმარებით კუჭის წვენის გამოყოფას აძლიერებს და დეფეკაციის პროცესს არეგულირებს, სპირულინა ვიტამინებს, მინერალებსა და ამინომჟავებს აერთიანებს. შვრია, ულუმბოსა და წითელ ქინინთან ერთად, ლაქტო და ლიფიდობაქტერიების ნაწლავურ პოპულაციებს ზრდის, რითაც ორგანიზმს მონელებაში ეხმარება.

2 წლამდე ასაკში 5 მლ. დღეში ერთხელ მიიღება, ხოლო 2-დან 5 წლამდე — ორჯერ ან 10 მლ. ერთხელ. 5 წელს ზემოთ ასაკში 10 მლ. ორჯერ მიიღება და მკურნალობა 1 თვე გრძელდება.გამეორების საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატში გლუტენის მაღალი დონეა, ამიტომ ის ცელიაკიის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია.

კრესიმიენტო — ზრდის ხელშემწყობი სიროფი 

ნეო პეკეს კრესიმიენტო ზრდის ხელშემწყობი სიროფია. ის ჭარხალს, სტაფილოს, გარგარის წვენის კონცენტრატს, ისპანახს, წყლის წიწმატს თუთიისა და რკინის გლუკონატს შეიცავს. ასევე, პრეპარატის შედგენილობაშია ვიტამინები C, B2, B3, B6 და B12.

ნეო პეკესის ვიტამინებით მდიდარი სიროფი ენიშნებათ ბავშვებს, რომელთაც ზრდა-განვითარების ჩამორჩენა აღენიშნებათ. ის ეფექტიანია, როცა ორგანიზმში მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობაა. ნეო პეკეს კრესიმიენტო გამოიყენება მეტაბოლური პროცესების ბალანსის აღსადგენადაც.

2 წლამდე ასაკის ბავშვმა 5 მლ. სიროფი დღეში ერთხელ უნდა მიიღოს. 2-დან 5 წლამდე ასაკში იგივე დოზა ორჯერ მიიღება ან 10 მლ. — ერთხელ. 5 წელს ზემოთ ასაკში 10 მლ. დღეში ორჯერ ინიშნება. გლუტენის მაღალი დონის გამო ეს პრეპარატიც ცელიაკიის მქონე პაციენტებშია უკუნაჩვენები.

როდის გამოიყენება ნეო პეკეს კალცი 

ნეო პეკეს კალცი რეკომენდებულია ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის კალციუმისა და ვიტამინების დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. იგი გამოიყენება ინტენსიური ზრდის პერიოდში, არაბალანსირებული კვების, კუჭ-ნაწლავის შეწოვის დარღვევებისა და მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობის დროს.

ნეო პეკეს კალციუმის საღეჭი ტაბლეტები სპეციალურად შექმნილია ბავშვების ძვლოვანი და კბილების განვითარების ხელშესაწყობად. მისი შედგენილობა მოიცავს კალციუმის ტრიფოსფატს, რომელიც ძვლის ქსოვილში არსებული კალციუმის იდენტურია. ეს კომპონენტი აუცილებელია ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის, ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, მონაწილეობს გულის კუნთისა და გლუვი კუნთების ფუნქციონირების რეგულირებაში და აქტიურ როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში.

კომპლექსში დამატებული ვიტამინი D₃ (ქოლეკალციფეროლი) კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას აუმჯობესებს და თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას ამცირებს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდის პერიოდში მყოფი ბავშვების ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების სწორი ჩამოყალიბებისთვის. ვიტამინი K₂ (მენაქინონი, MK-7) კი ორგანიზმში კალციუმის სწორად განაწილებას აძლიერებს — ხელს უწყობს მის თავმოყრას ძვლებსა და კბილებში და, ამავდროულად, იცავს სისხლძარღვებსა და ნერწყვს კალციფიკაციისგან.

4-10 წლის ბავშვებისთვის დოზირება შეადგენს 1 საღეჭ ტაბლეტს დღეში ერთხელ, ხოლო 10–18 წლის ასაკში — დღეში ორჯერ. ის კვებისგან დაუკავშირებლად მიიღება, მკურნალობის კურსი კი 20–30 დღე გრძელდება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი განმეორება ექიმის მიერ განისაზღვრება.

10 ივნ 2025