
ვაგინიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ქალებში. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიები, ისე სოკოები ან შერეული ინფექციები. მას ხშირად ახასიათებს რეციდივი, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სრულფასოვნად მკურნალობა.
ბლოგში უფრო დეტალურად მოგიყვებით ვაგინიტზე და გაგაცნობთ მის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან სამკურნალო საშუალება პოლიჟინაქს ვირგოს, რომელიც ადგილობრივი მოქმედების კომბინირებულ ანტიმიკრობულ მედიკამენტს წარმოადგენს.
რა არის ვაგინიტი?
ვაგინიტი საშოს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
- ქავილი და წვა – ხშირად წარმოადგენს ანთების პირველ ნიშანს. შეიძლება გაძლიერდეს შარდვის დროს.
- სასქესო ორგანოების სიწითლე და შეშუპება – ლოკალური გაღიზიანება, რომელიც ზოგჯერ შესამჩნევია ვიზუალურად. ხშირად ახლავს დისკომფორტი ჯდომის ან სიარულისას.
- მცირე ან უხვი გამონადენი – გამონადენის ტიპი ხშირად დამოკიდებულია მის გამომწვევზე. მაგალითად, სოკოვან ვაგინიტს ახასიათებს თეთრი და ხაჭოსებრი გამონადენი. ბაქტერიული ვაგინოზი მონაცრისფრო ან თეთრი გამონადენით ვლინდება, რომელსაც ხშირად ახლავს უსიამოვნო სუნი. ტრიქომონიაზს კი მოყვითალო ან მომწვანო გამონადენითა და უსიამოვნო სუნით ამოიცნობთ.
- შარდვის დროს ტკივილი (დიზურია) – გამოწვეულია საშოს ლორწოვანის გაღიზიანებით ან შარდსადენზე ანთებითი პროცესის გავრცელებით.
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია) – განსაკუთრებით გავრცელებულია ქრონიკული ვაგინიტის დროს.
ვაგინიტის გამომწვევი მიზეზებია:
- ბაქტერიები, როგორიცაა Gardnerella vaginalis
- სოკოები, განსაკუთრებით Candida albicans
- ვირუსები ან პარაზიტები, მაგალითად, Trichomonas vaginalis
- ჰორმონული ცვლილებები, განსაკუთრებით მენოპაუზის ან ბავშვობის ასაკში
- არასათანადო ჰიგიენა ან გამაღიზიანებელი საშუალებების გამოყენება (სურნელოვანი საპნები, ტამპონები და სხვა)
დაავადება გავრცელებულია ბავშვებშიც და მოზარდებშიც, რაც ხშირად გამოწვეულია ლორწოვანი გარსის სუსტი დამცველობითი ფუნქციით, არასათანადო ჰიგიენით ან დაბალი ესტროგენით.

ვაგინიტის მკურნალობა და პოლიჟინაქს ვირგო
უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, ეფექტიანია ვაგინიტის ადგილობრივი მკურნალობა. ამ დანიშნულებით ერთ-ერთი თანამედროვე და ყველაზე ხშირად მოხმარებადი საშუალება პოლიჟინაქს ვირგოა, რომელსაც გააჩნია როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.
პოლიჟინაქს ვირგო არის რბილი ვაგინალური კაფსული, რომელიც შეიცავს სამი აქტიური ანტიმიკრობული ნივთიერების კომბინაციას, ესენია:
- ნეომიცინის სულფატი – მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე
- პოლიმიქსინ B-ს სულფატი – განსაკუთრებით ეფექტიანია Pseudomonas-ისა და სხვა რთულად სამართავი ბაქტერიების მიმართ
- ნისტატინი – ანადგურებს საფუარას მსგავს სოკოებს
ამ სამის ნივთიერების კომბინაცია ქმნის ძლიერ ანტიბაქტერიულ და ანტიფუნგალურ ეფექტს, რის გამოც პოლიჟინაქს ვირგო არის იდეალური საშუალება შერეული ვაგინიტების სამკურნალოდ. ეს კომბინაცია ასევე ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგონებისა და მოზარდების შემთხვევაში, რომელთა ლორწოვანი გარსის დამცველობითი ფუნქციაც ჯერ კიდევ სუსტია.
როდის გამოიყენება პოლიჟინაქს ვირგო?
პოლიჟნაქს ვირგო გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის.
მკურნალობის მიზნით ინიშნება:
- არასპეციფიკური ვაგინიტისა და ვულვოვაგინიტის დროს;
- სოკოვანი ინფექციებისას (კანდიდოზი);
- შერეული ტიპის ვაგინიტების დროს;
- ცერვიკოვაგინიტების დროს (საშვილოსნოს ყელისა და საშოს ერთდროული ანთება).
პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება:
- გინეკოლოგიური ოპერაციებისა და პროცედურების წინ, მაგალითად, საშვილოსნოს შიდა სპირალის ჩასმის ან ჰისტეროსკოპიის დროს
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, მოიცავს 6 დღეს. იგივე ხანგრძლივობაა რეკომენდებული პროფილაქტიკისთვისაც.

რა უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის გამოყენებამდე
პოლიჟინაქსის მოხმარებისას, სასურველია, მხედველობაში მიიღოთ შემდეგი რეკომენდაციები:
- პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ სპერმიციდებთან ერთად – ამ ნივთიერებებმა შესაძლოა შეასუსტოს პრეპარატის ანტიმიკრობული აქტივობა და შეამციროს მისი ეფექტიანობა. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება.
- მკურნალობისას არ გამოიყენოთ ვაგინალური ტამპონები – ტამპონმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის კონტაქტი ლორწოვანთან ან შეიწოვოს იგი, რაც მკურნალობის ეფექტს შეამცირებს. ამიტომ მკურნალობის დროს არჩევანი გააკეთეთ ჰიგიენურ საფენებზე.
- მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მენსტრუაციის დროსაც – პოლიჟინაქს ვირგო წარმოადგენს ზეთოვან ემულსიას, რომელიც კარგად ეწებება საშოს ლორწოვანს და ინარჩუნებს ადგილობრივ ეფექტს მენსტრუალური გამონადენის დროსაც კი.
- ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით – მიუხედავად იმისა, რომ პოლიჟინაქსი ვირგო მოქმედებს ადგილობრივად, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
- თირკმლის დაავადებების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია – პოლიჟინაქსი შეიცავს ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკს – ნეომიცინს, რომლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თირკმელების ფუნქციაზე.
მედიკამენტზე დამატებითი ინფორმაციისთვის და ინდივიდუალური მკურნალობის კურსისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.