აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რატომ უნდა ზრუნავდეს მამაკაცი საკუთარ თავზე? — თავის მოვლის 3-ეტაპიანი რუტინა

უკან

რატომ უნდა ზრუნავდეს მამაკაცი საკუთარ თავზე? — თავის მოვლის 3-ეტაპიანი რუტინა

8 აგვ 2025

რატომ უნდოდეს მამაკაცი საკუთარ თავზე

 

მამაკაცი, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე, დღეს უკვე აღარავის უკვირს — ეს ახალი ნორმაა. თუკი ოდესღაც კანის მოვლა მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ აქტივობად მიიჩნეოდა, დღეს ეს წარმოდგენა მკვეთრად იცვლება. თანამედროვე მამაკაცი აცნობიერებს, რომ თავდაჯერებულობა იწყება პირადი წესრიგით, ხოლო მოვლილი და სუფთა კანი არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებაა, არამედ საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამოხატულებაცაა.

წარსულში მამაკაცებს ხშირად უწევდათ იმ პროდუქციის გამოყენება, რომელიც ქალებისთვის იყო შექმნილი, რაც კანს უფრო მეტად აზიანებდა, ვიდრე იცავდა. დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. მსოფლიო ბრენდები ქმნიან მამაკაცებზე მორგებულ ხაზებს, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია Heath — ბრიტანული ბრენდი, რომელიც 2017 წელს მამა-შვილმა დააარსა ჩრდილოეთ ლონდონში. მათი მიზანი იყო მარტივი, ბუნებრივი, სწრაფი და ეფექტიანი პროდუქტების შექმნა ისეთი მამაკაცებისთვის, რომლებიც ყოველდღიურობაში საკუთარ თავზე ზრუნვისთვის მინიმალურ, მაგრამ ხარისხიან დროს გამოყოფს.

Heath-ის ფილოსოფია მარტივია: სახის მოვლა უნდა იყოს სწრაფი, კომფორტული და სასიამოვნო პროცესი. სწორედ ამიტომ, მათ მიერ შემუშავებული 3-ეტაპიანი რუტინა იდეალურად ერგება მამაკაცის ცხოვრების წესს:

 

1. სახის გაწმენდა — Heath Face Wash

პირველი ნაბიჯი სახის დაბანაა — Heath-ის გამწმენდი გელი ნაზად აშორებს კანს მტვერსა და ჭუჭყს, არ აშრობს ზედაპირს და უხდება როგორც ცხიმიან, ისე კომბინირებულ კანს. მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სახის დაბანის შემდეგ კანი რჩება სუფთა, გლუვი და შემდეგი ეტაპისთვის სათანადოდ მომზადებული.

 

კაცის სახის დასაბანი

2. დატენიანება — Heath Oil Control Moisturiser

მეორე ნაბიჯი დამატენიანებლის წასმაა — Heath Oil Control Moisturiser. ეს არის სუპერ მსუბუქი კრემი, რომელიც არ ტოვებს ცხიმიან ფენას და იდეალურად ებრძვის დღის განმავლობაში ცხიმის გადაჭარბებულ გამოყოფას. მისი ფორმულა შერჩეულია ისე, რომ არა მხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ ეხმარება მას ბალანსის შენარჩუნებაში. ამიტომაც, თუ ხშირად გაწუხებთ კანის ცხიმიანობა ან ზედმეტად გამოშრობა, Heath-ის დამატენიანებელი ზუსტად ის პროდუქტია, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში გჭირდებათ.

 

კაცის დამატენიანებელი

3. დაცვა — Heath Eye Serum

მესამე ეტაპი კი თვალის ირგვლივ კანის დაცვაა — Heath-ის შრატი ამცირებს სიშავეებსა და შეშუპებას. ეს ნაზი, გელის ტექსტურის მქონე საშუალება პირდაპირ მოქმედებს დაღლილობის ნიშნებზე და ეფექტურად აცოცხლებს მზერას. 

ეს სამი აუცილებელი ეტაპია ყოველდღიური თავის მოვლის რუტინაში. თუმცა, მათთვის, ვისაც მეტი სურს, Heath-ის ასორტიმენტში დამატებითი პროდუქტებიც მოიძებნება. მაგალითად, სახის შრატი, რომელიც მეტად ღრმად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე და მას ერთგვაროვან ფერს ანიჭებს. 

გარდა სახის მოვლის პროდუქტებისა, Heath გთავაზობთ პარსვის ხაზს — რბილი საპარსი კრემით და გამაგრილებელი ბალზამით, რომლებიც კანს გაღიზიანებისგან იცავს. 

ზოგადად, აღნიშნული ბრენდი ცნობილია თავისი გამორჩეული ფორმულებით, რომელთა მოქმედება დამტკიცებულია არა მხოლოდ კლინიკურად, არამედ პრაქტიკულადაც — მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ Heath-ის პროდუქტები ნამდვილად განსხვავდება სხვა მასშტაბური ბრენდებისგან თავისი სიმსუბუქით, ბუნებრივი სურნელითა და აშკარად შესამჩნევი ეფექტით.

გახსოვდეთ, ზრუნვა საკუთარ თავზე, ნიშნავს ზრუნვას შენს ცხოვრებაზე. Heath კი დაგეხმარება, რომ ეს პროცესი მარტივი, ბუნებრივი და სასიამოვნო გახადო.



8 აგვ 2025