რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ გავუმკლავდეთ მას?
14 ნოე 2024

საშარდე გზების ინფექცია (UTI) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბაქტერიები ხვდებიან საშარდე სისტემაში, მრავლდებიან და იწვევენ ანთებით პროცესს.
საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში - თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდსადენებსა და შარდის ბუშტში.
გარდა ამისა, საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს როგორც ქვემო საშარდე გზებში, ასევე ზემო საშარდე გზებშიც.
ქვემო საშარდე გზების ინფექცია მოიცავს შარდსადენს, შარდის ბუშტსა და პროსტატას – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალს, ხოლო ზემო საშარდე გზების ინფექცია თირკმლის ინფექციას (პიელონეფრიტს) გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საშარდე გზების ინფექციები უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
განვიხილოთ საშარდე გზების ინფექციის გავრცელება რამდენიმე ასპექტის მიხედვით:
გავრცელება: საშარდე გზების ინფექცია ნაკლებადაა გავრცელებული მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
რისკ-ფაქტორები: პროსტატის გადიდება, საშარდე გზების ანომალიები ან საშარდე გზების ინფექციის წინარე გამოცდილებები.
სიმპტომები: წვის შეგრძნება შარდვის დროს, ხშირი შარდვა და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი.
გავრცელება: საშარდე გზების ინფექცია ქალებში ძალიანაა გავრცელებული, რაც უკავშირდება ქალებსა და მამაკაცებს შორის ანატომიურ განსხვავებას, კერძოდ, ქალებს აქვთ უფრო მოკლე ურეთრა (შარდსადენი), ვიდრე მამაკაცებს.
რისკ-ფაქტორები: სექსუალური აქტივობა, კონტრაცეფციის გარკვეული ფორმები (მაგალითად, დიაფრაგმები), მენოპაუზა და შარდის შეკავება.
სიმპტომები: ხშირი შარდვა, წვის შეგრძნება შარდვის დროს, შარდის შეუკავებლობა, მენჯის ტკივილი.
ორსულობა ზრდის ჰორმონალური ცვლილებების და საშარდე გზების ფიზიოლოგიური ცვლილებების რისკს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საშარდე გზების ინფექციას.
სიმპტომები: ცხელება, გაღიზიანება, შარდვის ჩვევების ცვლილება, შარდის უსიამოვნო სუნი ან მუცლის ტკივილი.
საშარდე გზების ინფექცია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
საშარდე გზების ინფექციის ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია:
საშარდე გზების ინფექციის არსებობა დგინდება შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდში მნიშვნელოვანი რაოდენობით ბაქტერიის არსებობა ადასტურებს საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზს. შარდის საერთო ანალიზში ლეიკოციტების აღმოჩენაც შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი.
ამასთან, სისხლის საერთო ანალიზის და C რეაქტიული ცილის გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის ინფექცია - შარდის ბუშტში თუ თირკმელში.
დიაგნოსტირებისას შეიძლება საჭირო გახდეს საშარდე სისტემის ექოსკოპია და სხვა სპეციფიკური კვლევების ჩატარებაც (მაგალითად, რენტგენოლოგიური გამოკვლევა - მიქციური ცისტოგრაფია და ა.შ.).
საშარდე გზების ინფექცია არის ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მოითხოვს სათანადო დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. მისი დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. როგორც წესი, ანტიბიოტიკებით მკურნალობის ეფექტი პირველივე დოზის მიცემიდან 2-3 დღეში ხდება თვალსაჩინო, თუმცა მკურნალობის კურსი უფრო ხანგრძლივია და გრძელდება 5 დღიდან 14 დღემდე, იმის მიხედვით თუ სადაა გავრცელებული ინფექცია - ქვედა თუ ზედა საშარდე გზებში.
ანტიბიოტიკების გარდა მკურნალობის პროცესში სიმპტომური შემსუბუქებისთვის (წვის და დისკომფორტის შესამსუბუქებლად) შეიძლება გამოყენებული იყოს ტკივილგამაყუჩებლები და შარდის ანალგეტიკები. გარდა ამისა, მსგავსი ინფექციების (ურეთრიტი, ცისტიტი) პროფილაქტიკისთვის თუ მკურნალობისთვის გამოიყენება ამვილაბი ურობერი, რომელიც მსგავს მდგომარეობებთან ბრძოლაში გამოცდილი, ბუნებრივი ნივთიერებებისგან შედგება.
14 ნოე 2024