რენი — სწრაფი დახმარება გულძმარვისა და კუჭის მჟავიანობის დროს
5 ივლ 2025

რენი ფრანგული წარმოშობის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. მაგალითად, როგორიცაა: კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობასთან დაკავშირებული სიმპტომები, გულძმარვა, ბოყინი, კუჭის არეში პერიოდული ტკივილები, საჭმლის მონელების დარღვევა, დისპეფსია (გადავსების ან სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრალურ მიდამოში, გულისრევა).
რენის საღეჭი ტაბლეტები რეკომენდებულია როგორც ერთჯერადი გამოყენებისთვის, სიმპტომების დროს, ასევე პერიოდულად, ხშირი გულძმარვის ან მომნელებელი სისტემის პრობლემებისას.
რენიში შემავალი აქტიური ნივთიერებებია: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, ხოლო დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, ნატრიუმის საქარინი და შეფუთვის შესაბამისი არომატიზატორები. მაგალითად, თუ შეიძენთ პრეპარატს მენთოლის არომატით, ბუნებრივია, მას შესაბამისი არომატიზატორი ექნება გარეული.
რენის მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია: მასში არსებული ალკალური მარილები შედის რეაქციაში კუჭის მჟავასთან და ქმნის მარილებს, წყალსა და ნახშირორჟანგს. ამის შედეგად კუჭის pH ბალანსი რეგულირდება და უსიამოვნო სიმპტომებიც ქრება. კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატები უზრუნველყოფენ კუჭის წვენში ჭარბი მარილმჟავას გახანგრძლივებულ ნეიტრალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატის მიღებიდან მალევე — 1-დან 6 წუთამდე პერიოდში ვლინდება დადებითი ეფექტი, რაც რენის ტაბლეტების კარგი ხსნადობითაა განპირობებული.
რენი ითვლება ერთ-ერთ უსაფრთხო ანტაციდურ საშუალებად ორსულობის დროს. ორსულობის პერიოდში ხშირია გულძმარვა, ჰორმონული ცვლილებებისა და საშვილოსნოს კუჭზე მზარდი ზეწოლის გამო. რენი ორსულებისთვის ხშირად რეკომენდებულია ექიმების მიერ, ვინაიდან ის:
თუმცა გახსოვდეს: ორსულებში რენის გამოყენებისას აუცილებელია დოზების დაცვა (დღეში მაქსიმუმ 11 ტაბლეტი) და ხშირი გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

რენი ძირითადად რეკომენდებულია 12 წლის ზემოთ ადამიანებისთვის. ბავშვებში გამოყენების შესახებ აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.
რაც შეეხება მიღების წესსა და დოზირებას, 12 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდირებულია 1-2 აბის მიღება სიმპტომურად, დღეში 4-დან 8 ტაბლეტამდე. რენის ტაბლეტებს ძირითადად ღეჭავენ ან აჩერებენ პირის ღრუში მის სრულ გაწოვამდე.
ძლიერი ტკივილისას შესაძლებელია დღეში 12 აბამდე ჩაღეჭოთ, სიმპტომურად. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის დიდი დოზებით მიღებამ ხანგრძლივ პერიოდში, განსაკუთრებით თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია, ალკალოზი. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი არ უნდა მიიღოთ თუ გაქვთ:
როგორც ნებისმიერი პრეპარატის შემთხვევაში, რენის მიღების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები. ძალიან იშვიათად, ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში, რენის დიდ დოზებში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ზედოზირებასთან დაკავშირებული იპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი გამოიწვიოს. ეს კი თავის მხრივ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებთან (ღებინება, ყაბზობა) ასოცირდება ისევე, როგორც კუნთოვან სისუსტესთან.
ნერვული სისტემის მხრივ პრეპარატის მიღებამ, გვერდითი ეფექტების სახით, შესაძლოა გამოიწვიოს გემოს კარგვა, თავის ტკივილი. ხოლო საშარდე სისტემის მხრივ: აზოტემია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და უნდა მიმართოთ ექიმს.
რენი (Rennie) არის ეფექტიანი, სწრაფად მოქმედი და უსაფრთხო ანტაციდური პრეპარატი, განსაკუთრებით სასარგებლო ორსულობისას და გულძმარვის ხშირი სიმპტომებისას. თუმცა, როგორცნებისმიერი წამლის გამოყენება, რენის მოხმარებაც მოითხოვს დაფიქრებასა და სიფრთხილეს.
თუ გამოგივლინდებათ გვერდითი მოვლენები, ან ხანგრძლივად იყენებთ პრეპარატს, სიმპტომები კი ქრონიკულია, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.
5 ივლ 2025