რისთვის გამოიყენება ლევოფლოქსაცინი – ყველაფერი მედიკამენტის შესახებ
6 ივლ 2025

ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტების სწორად შერჩევა, რისთვისაც აუცილებელია არა მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის სიმწვავის გათვალისწინება, არამედ არჩევანის თანამედროვე და ეფექტიან პრეპარატებზე გაკეთება. ექიმის ამოსავალი არა მხოლოდ პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელება, არამედ გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა და ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის პრევენცია უნდა იყოს.
ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, ლევოფლოქსაცინია. ის წარმოადგენს ახალი თაობის ანტიბიოტიკს, რომელსაც ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება ახასიათებს.
ლევოფლოქსაცინი ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატია. ის წარმოდგენილია როგორც ტაბლეტების, ისე ხსნარის სახით ინტრავენური ინიექციისთვის. მედიკამენტი ხშირად გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ლევოფლოქსაცინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ მას გააჩნია უფრო ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება ნაკლები დოზითაც კი. ის უზრუნველყოფს ბაქტერიული ტიპი II ტოპოიზომერაზას, ტოპოიზომერაზა IV-სა და დნმ-ჰირაზას ინჰიბირებას. ამ გზით იზღუდება ბაქტერიების გამრავლება, რაც საბოლოოდ მათი სრული განადგურებით სრულდება.
ლევოფლოქსაცინის გამოყენების სპექტრი საკმაოდ ფართოა. ის ინიშნება როგორც მსუბუქი, ისე გართულებული ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორისაა:
ლევოფლოქსაცინი სწრაფად აღწევს სინუსების ლორწოვან გარსში, ბრონქებსა თუ ფილტვებში, რაც მედიკამენტის აქტიურ ნივთიერებებს სწრაფად მოქმედების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, ის მალევე აჩერებს ბაქტერიების გამრავლებისა და ინფექციის განვითარების პროცესს. მედიკამენტი ანადგურებს როგორც გრამდადებით, ისე გრამუარყოფით ბაქტერიებს, რომლებიც ხშირად იწვევენ სასუნთქი გზების ინფექციებს. ლევოფლოქსიცინის დახმარებით შესაძლებელია სერიოზული გართულებების პრევენციაც.
ლევოფლოქსაცინი მარტივად აღწევს საშარდე სისტემაში, პროსტატის ქსოვილებსა და თირკმელებში, რაც უზრუნველყოფს მედიკამენტის მოქმედებას ინფექციის კერაზე. ის სწრაფად აჩერებს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ტკივილი, წვა შარდვის დროს, შარდვის ხშირი და ძლიერი მოთხოვნილება და სხვა. მედიკამენტი უზრუნველყოფს ქრონიკული პიელონეფრიტის ან პროსტატიტის გადიდების პრევენციას.
ლევოფლოქსაცინი სწრაფად აჩერებს ინფექციას, ხსნის ტკივილს და ამცირებს ანთებით პროცესს. მედიკამენტი ეფექტიანია გართულებული შემთხვევების, ინფექციის ღრმა ქსოვილებში გავრცელების დროსაც.
ლევოფლოქსაცინი გამოიყენება საპროფილაქტიკოდ იმ ადამიანებში, რომლებსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდათ ბაქტერიასთან. ასევე, ის ინიშნება უკვე ინფიცირებულ პაციენტებში მკურნალობის მიზნით. ანთრაქსის პროფილაქტიკური კურსი ჩვეულებრივ რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. მკურნალობის შემთხვევაში, მისი დოზა და თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმძიმეზე და პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე. ტაბლეტები, ჩვეულებრივ, მიიღება დღეში 1-2-ჯერ, საკვებთან ან საკვების გარეშე. პრეპარატის მიღება სასურველია მოხდეს ერთსა და იმავე დროს, დიდი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
ლევოფლოქსაცინის რეკომენდებული დოზები ინფექციების მიხედვით:
სასუნთქი გზების ინფექციები
შარდსასქესო სისტემის ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – დოზა: 500 მგ 1-2-ჯერ დღეში; ხანგრძლივობა: 7-14 დღე
ინჰალაციური ანთრაქსი – დოზა: 500 მგ დღეში 2-ჯერ; ხანგრძლივობა: პროფილაქტიკა – 60 დღე; მკურნალობა – დამოკიდებულია სიმძიმეზე, 60 დღე ან მეტი
გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებია, დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრა უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს მკურნალობა თვითნებბურად, სიმპტომების გაქრობისთანავე. მკურნალობის კურსის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს რეციდივი ან ბაქტერიის რეზისტენტობა ანტიბიოტიკის მიმართ.

ლევოფლოქსაცინი გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება არა მხოლოდ არაეფექტიანი, არამედ საშიშიც კი იყოს ჯანმრთელობისთვის.
ლევოფლოქსაცინი არ უნდა მიიღოს პაციენტმა, თუ მას აქვს:
სიფრთხილე მართებთ:
ლევოფლოქსაცინის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სახის გვერდითი ეფექტი. ხშირად ეს სიმპტომები მსუბუქი და დროებითია, თუმცა ზოგჯერ, სიმწვავის გამო, საჭიროა მედიკამენტის შეწყვეტა.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
იშვიათად ასევე შეიძლება გამოვლინდეს:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ლევოფლოქსაცინი, შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რაც გავლენას ახდენს როგორც თავად ლევოფლოქსაცინის, ისე სხვა პრეპარატების მოქმედებაზე, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ ლევოფლოქსაცინის მიღებამდე აუცილებელია პაციენტმა აცნობოს ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იგი იღებს, მათ შორის ვიტამინების, მინერალებისა და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტთა ჯუგფებიდან რომელიმეს იღებთ, მაშინ ლევოფლოქსაცინის მოხმარებისას მეტი სიფრთხილე და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება გმართებთ. ესენია:
პირველ რიგში, აუცილებელია მკაცრად დაიცვათ დოზირება. თუ ერთი დოზის მიღება დაგავიწყდათ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა კომპენსაციისთვის, რადგან ამან შესაძლოა გაზარდოს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკი.
არ მიიღოთ ალკოჰოლი მკურნალობის პერიოდში. ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის გვერდით მოვლენებს, განსაკუთრებით აპროვოცირებს ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორებიცაა თავბრუსხვევა, დაბნეულობა და შფოთვა.
ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას, სასურველია, მოერიდოთ მზეზე დიდხანს ყოფნას. გარდა ამისა, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და ატარეთ დახურული ტანსაცმელი.
დაბოლოს, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, დაიცავით სიფრთხილის ზომები და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
6 ივლ 2025