აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სიამორა — მცენარეული პრეპარატი კაცებში ლიბიდოს გასაუმჯობესებლად

უკან

სიამორა — მცენარეული პრეპარატი კაცებში ლიბიდოს გასაუმჯობესებლად

5 აგვ 2025

სიამორა მცენარეული პრეპარატი

სქესობრივი ჯანმრთელობა ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობაზე, თავდაჯერებულობასა და ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. ასაკის მატებამ, სტრესმა, ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა და ჯანმრთელობის პრობლემებმა, შესაძლოა, ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რადგან თავი იჩინოს სექსუალური დისფუნქციისა და ჰორმონალური დისბალანსის ნიშნებმა. ეს პრობლემები ხშირად შემცირებული ლიბიდოთი, ერექციული დისფუნქციით, შემცირებული ენერგიითა და ზოგადი დაღლილობით გამოიხატება.

ჩამოთვლილი პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი ფაქტორი კაცის სქესობრივი ჰორმონის, ტესტოსტერონის დონის ეტაპობრივი შემცირებაა, რასაც ხშირად ანდროპაუზას უწოდებენ. ეს ჰორმონული ცვლილება გამოიხატება შემცირებული ლიბიდოთი, კუნთოვანი მასის შემცირებით, ხასიათის ცვლილებებით და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პრობლემებითაც კი. ბუნებრივია, ამ რთულ პროცესს თან სდევს სტრესი და ძილის დარღვევები, რაც სექსუალური სიამოვნების მიღებას კიდევ უფრო ართულებს. 

მიუხედავად მსგავსი პრობლემებისა, კაცები ხშირად უარს ამბობენ მედიკამენტურ მკურნალობაზე, რადგან უფრთხიან გვერდით ეფექტებს, რომელიც მსგავსი საშუალებების გამოყენებას შეიძლება ახლდეს თან, რაც ძალიან ზრდის მცენარეული, ბუნებრივი ალტერნატივების მნიშვნელობას. სწორედ ასეთ ბრძოლაში შემოდის მცენარეული წამალი სიამორა, რომელიც ტესტოსტერონის წარმოქმნასა და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ერექციული დისფუნქციის სიმტპტომების აღმოფხვრას უწყობს ხელს.

რისგან შედეგება სიამორა — ანოტაცია

სიამორა აფთიაქებში 500მგ-იანი კაფსულების სახით გვხვდება. ერთი ცალი კაფსულა შეიცავს:

  • 60მგ ჩინურ დარიჩინს (Cinnamomum Cassia), რომელსაც აქვს მსუბუქი ვაზოდილატორული ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ეს კი ერექციის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ Cinnamomum Cassia-ს ტესტოსტერონის წარმოებაზე პასუხისმგებელი უჯრედების სტიმულირება შეუძლია.
  • 60მგ ჩინურ იამს (Dioscorea Opposita) — ჩინური ტრადიციული მედიცინისათვის კარგად ნაცნობ ინგრედიენტს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონების წარმოების პირდაპირი წყარო არ არის, შეიცავს დიოსგენინს — მცენარეულ საპონინს, რომელიც ცხოველებზე ჩატარებული კვლევების თანახმად, შესაძლოა, კაცებში ხელს უწყობდეს ჰორმონული ბალანსის მიღწევას. 
  • 60მგ ჩალამძივს (Coix Lacryma-Jobi). ეს მცენარე ცნობილია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით, რაც სქესობრივი ჯანმრთელობის კონტექსტში მნშვნელოვანი ფაქტორია — ხშირად ქრონიკული ანთებითი პროცესები ერექციული დისფუნქციის, ტესტოსტერონის წარმოქმნის პრობლემებისა და სპერმის ხარისხის გაუარესების განმაპირობებელი მიზეზი შეიძლება გახდეს. 
  • 60მგ ჩინურ აბრეშუმას (Cuscuta Chinensis), რომელიც ჩინური დარიჩინის მსგავსად, ასტიმულირებს ლეიდიგის უჯრედებს, რომლებიც ტესტოსტერონს გამოყოფენ.
  • 60 მგ რეიშის (Ganoderma lucidum) — სოკოს, რომელიც ტრადიციულ ჩინურ და იაპონურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება და თანამედროვე კვლევები ადასტურებს მის სასარგებლო ზემოქმედებას იმუნურ სისტემაზე. 
  • 50მგ ჩინურ ლიმონურას (Chisandra Chinensis), რომელიც ცნობილია, როგორც ძლიერი ჰეპატოპროტექტორი — ანუ ნივთიერება, რომელიც იცავს ღვიძლს და ხელს უწყობს დეტოქსიკაციას. რადგან ღვიძლი მონაწილეობს ჰორმონების მეტაბოლიზმში, მისი ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება ენდოკრინულ ბალანსზე. ასევე, მისი ანტიოქსიდანტური თვისებები იცავს რეპროდუქციულ ქსოვილებს დაზიანებისგან.
  • 50მგ ჩინურ კორდიცეფსს (Cordyceps Sinensis), რომელსაც ხშირად “ბუნებრივ აფროდიზიაკსაც” კი უწოდებენ — მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობა — მათ შორის კორდიცეპინი, ადენოზინი, და მრავალი ამინომჟავა — მოქმედებს როგორც ადაპტოგენი, რომელიც ხელს უწყობს ენერგიისა და ჰორმონების ბალანსის აღდგენას. სიამორას შემადგენელი სხვა ნივთიერებების მსგავსად, ლეიდიგის უჯრედებს ჩინური კორდიცეფსიც ასტიმულირებს.
  • 35მგ უნაბს,რომელიც  ამცირებს სტრესს და არეგულირებს კორტიზოლის დონეს.
  • 35მგ Atractylodes Macrocephala — ენდოკრინული და იმუნური სისტემების გაძლიერებისთვის.
  • 35 მგ ჩინურ თეთრეკალას (Lycium Chinense).

აქედან გამომდინარე, სიამორა  უნიკალური, 100%-ით  მცენარეული შედგენილობის ნაკრებია, რომელიც შექმნილია კომპონენტების ურთიერთმოქმედების გათვალისწინებით და მათი დაბალანსებული რაოდენობები ინტენსიურ ეფექტს განაპირობებს.

 

სიამორა მამაკაცებისთვის

აქვს თუ არა მედიკამენტს უკუჩვენებები ან გვერდითი მოვლენები 

პრეპარატ სიამორას უკუჩვენებების, ან რაიმე განსაკუთრებით სახიფათო გვერდითი ეფექტების შესახებ ცნობები არ არსებობს, თუმცა ნუ მიიღებთ სიამორას, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მცენარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღგენიშნებათ — ასე, შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოთ, რომლების პროგნოზირებაც, ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, სანამ პრეპარატის გამოყენებას დაიწყებთ, სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

რაც შეეხება სიამორას მოხმარების წესსა და დოზირებას — პრეპარატის შეფუთვაში 4 კაფსულაა მოთავსებული. კაფსულა უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან 1-2 საათში, სავარაუდო კოიტუსამდე (სქესობრივი აქტი) მინიმუმ 6 საათით ადრე. კაფსულის ხელახლა მიღება შესაძლებელია წინა მიღებიდან, საშუალოდ, 5-6 დღის შემდეგ.

სიამორა ახდენს ბუნებრივი ტესტოსტერონის ზრდას, აუმჯობესებს ლიბიდოს, აძლიერებს სისხლის მიდინებას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებისკენ, იწვევს მყარ და ხანგრძლივ ერექციას, სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები  

სიამორა აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ სიამორას გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ნუ მიეცემით უიმედობასა და დეპრესიას, თუ სქესობრივ ცხოვრებას არასასურველ ცვლილებებს ატყობთ — მიმართეთ ექიმს, მიიღეთ სიამორა და გათავისუფლდით დისკომფორტისგან!

5 აგვ 2025

პროდუქცია