აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სოკოს საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული კრემი — დერმოკლინი

უკან

სოკოს საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული კრემი — დერმოკლინი

10 ივლ 2025

დერმოკლინი - სოკოს საწინააღმდეგო კრემი დერმოკლინი

“გამარჯობა, გამონაყარზე და სიწითლეზე შეიძლება დერმოკლინის გამოყენება?” — რეალობაში, როდესაც კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ან სოკოვანი ინფექციები ხშირია, ეფექტური პრეპარატის შესახებ ერთმანეთს ხშირად ვეკითხებით რჩევებს. 

ამ ბლოგში ინდოეთში წარმოებულ და საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომ —  დერმოკლინის კრემზე მოგიყვებით. ეს მალამო ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და მასთან ერთად სხვა ეფექტების მქონე პრეპარატების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს განეკუთვნება. 

რისთვის გამოიყენება დერმოკლინის კრემი 

დერმოკლინის მალამოს ფარმაკოლოგიური თვისებები საკმაოდ ვრცელია. დერმოკლინის გელი გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, სოკოს, ქავილის, ან ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ასევე სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატი. 

კლოტრიმაზოლი, ბეკლამეტაზონის დიპროპიონატი, გენტამიცინის სულფატი — შესაძლოა ამ ნივთიერებების ჩამონათვალი არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ სწორედ ეს არის დერმოკლინის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები, რაც მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ თვისებებსაც განაპირობებს. 

შესაბამისად, დერმოკლინი სხვადასხვა დერმატოლოგიური მდგომარეობების დროს გამოიყენება სამკურნალოდ. ჩვენებები, რომელიც ანოტაციაშია აღწერილი შემდეგია:

  • ვაგინალური კანდიდოზი (საშოს სოკოვანი ინფექცია);
  • ოტიმიკოზი (ყურის სოკოვანი დაავადება);
  • თითებშორის და გლუვი კანის სხვა სოკოვანი დაზიანებები.
  • კანის ჩირქოვანი დაავადებები;
  • ტერფების, ან საზარდულის ეპიდრმოფიტია (კანის სოკოვანი დაავადება);
  • ეგზემა (კანის ანთებითი, ქრონიკული დაავადება);
  • დერმატიტი (კანის ანთება);
  • ნეიროდერმიტი (კანის ქრონიკული დაავადება);
  • ეპიდერმოფიტია (კანის სოკოვანი დაავადება);
  • ტერფის მიკოზი;

 დერმოკლინი მალამო

როგორია დერმოკლინის მიღების წესი — ინსტრუქცია 

დერმოკლინის ანოტაციის მიხედვით, კრემი უნდა წაისვათ თხელ ფენად, დაზიანებულ უბანზე, დღეში ორჯერ, შესაძლოა დილით და საღამოს. 

დერმოკლინი გინეკოლოგიაში უნდა გამოიყენოთ ტამპონების სახით ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც თქვენს ჩივილზე, ასევე მკურნალი ექიმის დანიშნულებაზე, თუმცა ანოტაციის მიხედვით, დერმოკლინის კრემით მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირამდე გრძელდება. 

როგორია დერმოკლინის უკუჩვენებები 

ყურადღებით იყავით. თუკი გაქვთ ტუბერკულოზი, ან ვირუსული დაავადებები არ გამოიყენოთ დერმოკლინი. ასევე, თუ მალამოს შემადგენელი კომპონენტების მიმართ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, არც ამ შემთხვევაში გამოიყენოთ ის.

შეინახეთ დერმოკლინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის პირობების ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს 25oC. გამოყენებამდე დააკვირდით ვარგისიანობის ვადას. 



10 ივლ 2025

პროდუქცია