ტროქსერუტინი — ვენებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ
8 აგვ 2025

ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვარიკოზი და ბუასილი — ეს პრობლემები თანამედროვე საზოგადოებაში საკმაოდ ხშირია და მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. აღნიშნული მდგომარეობების მართვა ხშირად კომპლექსურ და ხანგრძლივ თერაპიას მოითხოვს.
ამ პრობლემებთან საბრძოლველად შეიქმნა პრეპარატი ტროქსერუტინი, რომელიც კაფსულებისა და გელის ფორმით არის ხელმისაწვდომი. პსპ-ში ტროქსერუტინის ორივე ფორმა რეცეპტის გარეშე გაიცემა. ტროქსერუტინ სოფარმა 300 მგ-ის ერთ შეკვრაში 50 კაფსულია, ხოლო ტროქსერუტინი DS-ის 2%-იანი მალამოს ერთ ტუბში — 40 გრამი გელი.
ტროქსერუტინი წარმოადგენს კაპილარომატონიზირებელ პრეპარატს, რომელიც აძლიერებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მათ გამტარიანობას და აუმჯობესებს ვენურ ცირკულაციას. პრეპარატი დამზადებულია როგორც კაფსულების, ასევე გელის ფორმით და განკუთვნილია სხვადასხვა ვენური პათოლოგიის სიმპტომური მკურნალობისთვის.
ტროქსერუტინის მოქმედება ეფუძნება ვენოტონურ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს, რაც მას ეფექტიან საშუალებად აქცევს შეშუპების, სიმძიმის შეგრძნების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად. იგი გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობისას, ვარიკოზული ვენების, ვარიკოზული დერმატიტის და ვარიკოზული წყლულების დროს.
ტროქსერუტინს მიმართავენ ასევე ბუასილის სიმპტომების მკურნალობისას. იგი ხელს უწყობს ანთების, ტკივილისა და შეშუპების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატი დიაბეტური რეტინოპათიის კომპლექსურ თერაპიაშიც შედის.
გელის ფორმა განსაკუთრებით ეფექტიანია ადგილობრივი სიმპტომების — შეშუპების, კრუნჩხვების, ტკივილისა და კანის ზედაპირზე არსებული ვენური ცვლილებების შესამსუბუქებლად, მათ შორის ფლებიტის, ზედაპირული თრომბოფლებიტისა და პოსტფლებიტური მდგომარეობების დროს.
ამგვარად, ტროქსერუტინი არის მრავალმხრივი მოქმედების პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ვენური სისტემის დარღვევების, ისე ჰემოროიდული დაავადებისა და დიაბეტური მიკროცირკულატორული გართულებების მართვაში.

ტროქსერუტინის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სიფრთხილის ზომები, რათა არასასურველი რეაქციები თავიდან აიცილოთ და მკურნალობის ეფექტიანობაში დარწმუნებული იყოთ.
პირველ რიგში, პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია მის აქტიურ ან დამხმარე ნივთიერებებზე. გელის გამოყენება დაუშვებელია ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებსა და ეგზემატოზურად დაზიანებულ კანის მონაკვეთებზე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევაში:
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ტროქსერუტინ სოფარმას გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული. მესამე ტრიმესტრიდან და ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მხოლოდ ექიმის მითითებით უნდა მოხდეს. გელის შემთხვევაში, ნაყოფზე ან ახალშობილზე არასასურველი ზემოქმედების მონაცემები არ არსებობს, თუმცა ექიმის რეკომენდაცია მაინც აუცილებელია.
პრეპარატი არც კაფსულის და არც გელის ფორმით არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
აღსანიშნავია, რომ ტროქსერუტინ სოფარმას კაფსულები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ დადასტურებული აუტანლობა გარკვეული სახის შაქრების მიმართ, გთხოვთ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
ასევე, პრეპარატი შეიცავს საღებავს E110-ს, რომელმაც შესაძლოა რიგ შემთხვევებში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ამ დროისთვის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა აუცილებელია ექიმის ინფორმირება, თუ პარალელურად სხვა პრეპარატებს იღებთ.
ტროქსერუტინ სოფარმას კაფსულები ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით უნდა მიიღოთ. ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თითოეული კაფსული, აქტიური ნივთიერების სახით, 300 მილიგრამ ტროქსერუტინს შეიცავს. პრეპარატში ასევე შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო; სილიციუმის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000 და მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატი საკვების დროს, კაფსულის გადაყლაპვის გასაადვილებლად საჭირო რაოდენობის წყლის დაყოლებით მიიღება.
მკურნალობა იწყება დღეში 2-3-ჯერ ერთი კაფსულის მიღებით. ხშირ შემთხვევაში, მდგომარეობის გაუმჯობესება 2 კვირაზე ნაკლებ დროში აღინიშნება. სიმპტომების სრულად გაქრობის შემდეგ, აღნიშნული დოზის შენარჩუნება მიზანშეწონილია მკურნალობის ეფექტიანობის გასაგრძელებლად.
რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება დღეში 2-ჯერ.
ამ მდგომარეობისას, ჩვეულებრივ ინიშნება 3-დან 5 კაფსულამდე დღეში ორჯერ.
რაც შეეხება ტროქსერუტინის გელს, ყოველი 1 გრამი შეიცავს 20 მილიგრამ ტროქსერუტინს. გელის ფორმულაში შედის დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც პრეპარატის სტაბილურობასა და კომფორტულ გამოყენებას უზრუნველყოფს: კარბომერი, ტრიეთანოლამინი, დინატრიუმის ედტას მარილი, ბენზალკონიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი.
გელი დაზიანებულ უბანზე, დილით და საღამოს, თხელ ფენად უნდა წაისვათ. წასმისას რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობები, რათა პროდუქტი კანმა სრულად შეიწოვოს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი უსუნოა და არ ტოვებს ცხიმოვან ლაქებს ტანსაცმელზე ან თეთრეულზე.
გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში, ეფექტის გასაძლიერებლად გელის პარალელურად შეიძლება ტროქსევაზინის კაფსულების გამოყენება.

ტროქსერუტინ სოფარმას ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ გამოტოვებული კაფსულა რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მალე უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა, გამოტოვებული კაფსულის მიღება აღარ არის რეკომენდებული და მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძეთ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირების მიზნით, რათა არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი არ გაიზარდოს.
გელის ადგილობრივი გამოყენების პირობებში ჭარბი დოზირების რისკი პრაქტიკულად მინიმალურია. თუმცა, თუ პრეპარატი მოხვდა ორგანიზმში დიდი რაოდენობით (მაგალითად, შემთხვევით გადაყლაპვისას), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს დეტოქსიკაციის ზოგადი ზომები, როგორიცაა პირღებინების გამოწვევა და სიმპტომური მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება პერიტონეალური დიალიზი.
ყოველთვის დაიცავით მკურნალი ექიმის ინსტრუქციები და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მას ან ფარმაცევტს.
როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ტროქსერუტინ სოფარმას მიღებამ შესაძლოა ზოგიერთ პაციენტში გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მათი განვითარების ალბათობა ყველასთვის ერთნაირი არ არის.
იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეაქციები, როგორიცაა მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, დიარეა ან სხვა სახის დისკომფორტი მუცლის არეში. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღწერილია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, სახის სიწითლე ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.
თუ რომელიმე სიმპტომი გაძლიერდა, გაგრძელდა რამდენიმე დღეზე მეტხანს აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტროქსერუტინ გელის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ფიქსირდება. თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი ან გამონაყარი. ეს სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია და მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება.
თუ შეამჩნიეთ ნებისმიერი სახის უჩვეულო ან არასასიამოვნო რეაქციას, მიმართეთ ექიმს, რათა გადაწყდეს, გააგრძელოთ თუ არა გელის გამოყენება.
8 აგვ 2025