ფორასინი – მცენარეული საშუალება თავისუფალი სუნთქვისთვის
12 სექ 2025

სასუნთქი გზების ინფექციები – იქნება ეს გაციება, სინუსიტი თუ ბრონქიტი – საკმაოდ ხშირი პრობლემაა როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ამ მდგომარეობებთან ხშირად დაკავშირებულია ცხვირის გაჭედვა, სეკრეტის მომატება, სუნთქვის გაძნელება და საერთო დისკომფორტი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს.
სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც არა მხოლოდ სიმპტომებს ამცირებენ, არამედ ხელს უწყობენ სასუნთქი გზების ბუნებრივ გაწმენდას და ორგანიზმის სწრაფად გამოჯანმრთელებას.
ფორასინი (Forasin) არის მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სინუსიტის, რინიტისა და ბრონქიტის დროს. მისი უნიკალური შემადგენლობა ხელს უწყობს სეკრეტის გათხელებას, ანთების შემცირებას და გამოდევნას, რაც საბოლოოდ ამსუბუქებს სუნთქვას და აუმჯობესებს პაციენტის საერთო მდგომარეობას.
ფორასინის ეფექტიანობა განპირობებულია მის ბუნებრივ კომპონენტებზე დაფუძნებული ფორმულით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს ისეთ სამკურნალო მცენარეებს, როგორიცაა: გენციანეს ფესვი, ფურისულას ყვავილი, ღოლო, დიდგულა, ვერბენა. ამ მცენარეებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში სასუნთქი სისტემის პრობლემების დროს.
გენციანას ფესვი ხელს უწყობს მონელების სტიმულაციას და ანთების შემცირებას. ფურისულას ყვავილი ცნობილია როგორც ხველის გამხსნელი და სეკრეტის გამოდევნის შემამსუბუქებელი საშუალება. ღოლო მოქმედებს ანტიანთებით და ამცირებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. დიდგულას ყვავილი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ავლენენ იმუნოსტიმულატორ ეფექტს, ხოლო ვერბენა ტრადიციულად გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მცენარე. სწორედ ამ მცენარეების სინერგიული მოქმედება განსაზღვრავს ფორასინის ეფექტურობას.
რაც შეეხება პრეპარატის მოქმედების მექანიზმს, ფორასინი მიეკუთვნება სეკრეტოლიზურ საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს. შესაბამისად, მისი მოქმედება მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს: იგი აუმჯობესებს სეკრეტის გათხელებას, ხელს უწყობს მის გამოდევნას ცხვირის დანამატი წიაღებიდან და ბრონქებიდან, ამცირებს ანთებას და ამსუბუქებს შეშუპებას. შედეგად, პაციენტს უადვილდება სუნთქვა, მცირდება სინუსების ტკივილი და ხველა.
ამავდროულად, პრეპარატს გააჩნია სეკრეტომოტორული ეფექტი — ის ასტიმულირებს სასუნთქი გზების ეპითელიუმის ბუნებრივ ფუნქციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული პროცესების დროს. სწორედ ამიტომ, ფორასინი ეფექტურად მოქმედებს როგორც მწვავე, ისე ხანგრძლივ დაავადებებზე.
ფორისანი ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ფორასინი გამოიყენება როგორც მწვავე და ქრონიკული სინუსიტების დროს, როდესაც აღინიშნება სეკრეტის ჭარბი წარმოქმნა. ასევე ეფექტურია რინიტისა და რინორეის დროს, რაც ხშირი სიმპტომია გრიპისა და სეზონური ვირუსების ფონზე. პრეპარატი წარმატებით გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის დროსაც, რადგან ხელს უწყობს სეკრეტის გამოყოფას და ამსუბუქებს ხველას.
ანოტაციაში ფორასინის გამოყენების შემდეგ წესია ჩაწერილი: მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღეში სამჯერ ორი ტაბლეტი, ბავშვებისთვის კი (6–11 წლის ასაკში) — დღეში სამჯერ ერთი ტაბლეტი. ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვის გარეშე.
იყავით ყურადღებით, თუ სიმპტომები 7–14 დღეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს გართულებები.

არ მიიღოთ ფორასინი, თუკი პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.
ეს პრეპარატი მცენარეულ კომპონენტებზეა დაფუძნებული, შესაბამისად მისი გვერდითი ეფექტები იშვიათია და უმეტესად მსუბუქი ხასიათისაა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის მსუბუქი გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია, ამიტომ არასასურველი ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ფორასინის გამოყენება არაა რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ლაქტოზას აუტანლობა, რადგან პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ფორასინის 3 ბლისტერი. 20 შემოგარსული აბი ბლისტერზე, ჯამში 60 შემოგარსული აბი. ფორასინი შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 გრადუს ცელსიუს ტემპერატურისა. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
12 სექ 2025