ფუროსემიდი — ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი
6 ივლ 2025

ფუროსემიდი (Furosemide) ეკუთვნის შარდმდენი პრეპარატების ჯგუფს — ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეფექტიან საშუალებას ორგანიზმში სითხის ჭარბი დაგროვების პრობლემის მოსაგვარებლად. პრეპარატი გამოირჩევა მძლავრი დიურეზული (შარდმდენი) ეფექტით და ინიშნება როგორც ქრონიკული მდგომარეობების, ისე გადაუდებელი შემთხვევების მართვისთვის. მისი გამოყენება აქტუალურია როგორც გულის უკმარისობისა და თირკმლის დაავადებების დროს გამოწვეული შეშუპებებისას, ისე არტერიული წნევის კონტროლისათვის, როდესაც სხვა მეთოდები არასაკმარისია.
პსპ-ს აფთიაქებში ფუროსემიდი ხელმისაწვდომია ორი ფორმით: 40მგ-იანი ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის და საინიექციო ხსნარი ამპულებში — ვენაში ან კუნთში შესაყვანად. ფასი თითოეული ვერსიისთვის განსხვავებულია.
ფუროსემიდის ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე. დოზის შერჩევა ექიმის მიერ ხდება ინდივიდუალურად, გამომდინარე დაავადების სიმძიმიდან და პაციენტის რეაქციიდან დანიშნულ თერაპიაზე. საწყისი დოზა, როგორც წესი, 40მგ-ს (ერთი ტაბლეტი) შეადგენს და ის დღეში ერთხელ, დილას მიიღება. საჭიროების შემთხვევაში, როცა მიღებულ დოზას არასაკმარისი შედეგი აქვს, შესაძლებელია მისი გაზრდა დღეში 80-160 მგ-მდე, ორჯერ ან სამჯერ მიღებით, 6-საათიანი შუალედებით. თუ შეშუპება კლებულობს, ინიშნება დოზის შემცირებული ვარიანტები 1-2 დღიანი ინტერვალით. დღეში მიღებულმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 160 მგ-ს.
არტერიული წნევის მკურნალობისას მოზრდილებისთვის საწყისი დოზაა 80 მგ დღეში, გაყოფილი ორ მიღებად. დოზა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის მდგომარეობას, და თუ ეფექტი არ არის დამაკმაყოფილებელი, რეკომენდებულია მისი დანიშვნა სხვა წნევის დამწევ პრეპარატებთან კომბინაციაში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აწუხებს გულის უკმარისობა, შესაძლოა, საჭირო გახდეს დღიური დოზის 80 მგ-მდე გაზრდა.
ბავშვებში (3 წლის ასაკიდან) ფუროსემიდის დღიური დოზა საშუალოდ 4მგ/კგ-ს შეადგენს. ის მიიღება 1-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. ყველაზე ძლიერი შარდმდენი ეფექტი აღინიშნება მიღებიდან პირველი 3-5 დღის განმავლობაში. შეშუპების შემცირების შემდეგ კი შესაძლებელია დოზების შემცირება.
თუ ბავშვი მანამდე არ იღებდა ფუროსემიდს ან სხვა შარდმდენებს, მკურნალობა იწყება დაბალი დოზით — საწყის ეტაპზე გამოიყენება საშუალო დღიური დოზის მეოთხედი ან ნახევარი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის თანდათან გაზრდა. საწყისი დოზა ბავშვისთვის შეადგენს დაახლოებით 2 მგ/კგ-ს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, ის გაიზარდოს.
ფუროსემიდის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ცირკულაციაში არსებული სისხლის მოცულობის შემცირება, დაბალი წნევა, მინერალების დისბალანსი, მათ შორის კალიუმის დონის დაწევა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
მოზრდილი პაციენტებისთვის, ინიექციური გზით მიღებისას, პრეპარატის დღიური დოზა, როგორც წესი, 40-დან 120 მილიგრამამდე მერყეობს და დღეში ერთხელ ან ორჯერ მიიღება. ამ გზით მოხმარებისას, პრეპარატის მაქსიმალური დასაშვები დოზა 240 მილიგრამს შეადგენს.
რაც შეეხება ბავშვებს, მათთვის საწყისი დოზა განისაზღვრება სხეულის წონის მიხედვით და შეადგენს 1 მილიგრამს თითო კილოგრამზე. საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება 6 მგ/კგ-მდე გაიზარდოს.

ფუროსემიდის ანოტაციის თანახმად, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
ამასთან, მედიკამენტი არ ინიშნება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაითვალისწინეთ: ფუროსემიდის გამოყენება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი სხვა სამედიცინო მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ფუროსემიდის მოხმარებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ფუროსემიდის გამოყენებისას პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს:
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია — ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია, პრეპარატის მოხმარების შეწყვეტა და დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან.
6 ივლ 2025