აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დე-პანზა — პრეპარატი ანთებისა და შეშუპების წინააღმდეგ

უკან

დე-პანზა — პრეპარატი ანთებისა და შეშუპების წინააღმდეგ

8 ივლ 2025

დე-პანზა.png - დე-პანზას კაფსულები

დე-პანზა ინდოეთსა და თურქეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც კაფსულების ფორმით არის ხელმისაწვდომი. მას მედიცინის მრავალ დარგში ანთების, შეშუპებისა და ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ, ისევე როგორც თრომბოზული გართულებების წინააღმდეგ. 

პრეპარატის მრავალმხრივი მოქმედება მის შედგენილობას უკავშირდება. ის შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს: ბრომელაინი – 45.00 მგ; პაპინი – 100.00 მგ; სერაპიოპეპტიდაზა – 15.00 მგ და ქრიმოტიპსინი – 2.00 მგ. პრეპარატის ერთ შეფუთვაში 30 კაფსულია. დე-პანზა PSP-ში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რა არის დე-პანზა?

დე-პანზა კომპლექსური ფერმენტული პრეპარატია. მისი კაფსული მოქმედებს ანთების, შეშუპების, თრომბებისა და ფიბრინის დაგროვების წინააღმდეგ, ამასთან გამოირჩევა იმუნომოდულატორული მოქმედებით — ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვით სისტემას აძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ კაფსული იხსნება არა კუჭში, არამედ წვრილ ნაწლავში, რის გამოც არ აღიზიანებს კუჭს. ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ, მასში არსებული ფერმენტები სისხლის სატრანსპორტო, გადამტან ცილებს (ალფა-2 მაკროგლობულინსა და ალფა-1 ანტიტრიპსინს) უერთდება. ამის შედეგად წარმოიქმნება დროებითი კომპლექსი, რომელიც პათოლოგიის კერაში ფერმენტების სწრაფად გადატანას უზრუნველყოფს — იქ, სადაც ანთება მიმდინარეობს ან დაზიანება აღინიშნება.

შესაბამის ადგილას მოხვედრის შემდეგ, დე-პანზას ფერმენტები დაზიანებულ ცილებს შლის და ამუშავებს, შეხორცებით პროცესებს აჩქარებს, ანთება ამცირებს და ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს ააქტიურებს.                                                                              

რისთვის და რა დოზით იყენებენ პრეპარატს?

პირველ რიგში, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია, დე-პანზას ანოტაციას კარგად გაეცნოთ. ნებისმიერი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.

რაც შეეხება დე-პანზას ჩვენებებს, იგი მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით ანთების, შეშუპების, ტკივილისა და თრომბოზული გართულებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 1 კაფსული 2-ჯერ დღეში.

ანგიოლოგიაში პრეპარატი გამოიყენება თრომბოფლებიტის, ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული ობლიტერაციის, რეციდივირებადი ფლებიტის პროფილაქტიკისა და ლიმფური შეშუპების დროს.

უროლოგიაში დე-პანზა ეფექტიანია ცისტიტის, ცისტოპიელიტის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

გინეკოლოგიაში პრეპარატი გამოიყენება უროგენიტალური სისტემის ქრონიკული ინფექციების, ადნექსიტის, ჰისტოზის, მასტოპათიის დროს, ასევე ჰორმონული თერაპიის შედეგად წარმოქმნილი არასასურველი გვერდითი ეფექტების შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.

კარდიოლოგიური ჩვენებების ფარგლებში, დე-პანზას მიმართავენ დაძაბულობის სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში, სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად.

პულმონოლოგიაში პრეპარატი გამოიყენება სინუსიტის, ბრონქიტისა და პნევმონიის დროს ანთებითი პროცესის შესამცირებლად.

გასტროენტეროლოგიაში მისი გამოყენება მიზანშეწონილია პანკრეატიტისა და ჰეპატიტის დროს.

ნეფროლოგიაში მედიკამენტი ინიშნება პიელონეფრიტისა და გლომერულონეფრიტის შემთხვევაში.

ენდოკრინოლოგიაში დე-პანზა გამოიყენება დიაბეტური ანგიოპათიისა და რეტინოპათიის, ასევე ავტოიმუნური თირეოიდიტის სამკურნალოდ.

რევმატოლოგიაში იგი გამოიყენება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებების, რევმატოიდული და რეაქტიული ართრიტის, ანკილოზური სპონდილოართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს.

დერმატოლოგიაში პრეპარატი ეფექტიანია ატოპიური დერმატიტისა და აკნეს სამკურნალოდ.

ქირურგიაში დე-პანზა გამოიყენება ოპერაციის შემდგომ გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ანთება, თრომბოზი და შეშუპება. ასევე ხელს უწყობს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდეგ ნაწიბურების მინიმალიზაციასა და შეხორცებითი პროცესის გამარტივებას.

ტრავმატოლოგიაში პრეპარატი გამოიყენება ტრავმების, მოტეხილობების, დისტორციების, ქრონიკული პოსტტრავმული მდგომარეობების, რბილი ქსოვილების ანთებისა და შეშუპებების დროს.

ნევროლოგიური ჩვენებებიდან აღსანიშნავია გაფანტული სკლეროზი და ოსტეოქონდროზი.

პედიატრიაში დე-პანზა გამოიყენება ატოპიური დერმატიტის, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების, პნევმონიის, იევენიული რევმატოიდული ართრიტის დროს, აგრეთვე ოპერაციის შემდგომი გართულებების (შეუხორცებელი და ჩირქოვანი ჭრილობები, შეხორცებები, შეშუპება) პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.

ოფთალმოლოგიაში პრეპარატი ინიშნება უვეიტის, ირიდოციკლიტის, ჰემოფთალმისა და რეტინოპათიის დროს, ასევე თვალის ქირურგიული ჩარევების შემდგომ აღდგენითი პროცესების მხარდასაჭერად.

 

დე-პანზა გამოყენება

როგორ მოქმედებს დე-პანზაში შემავალი ფერმენტები?

დე-პანზაში შემავალი მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტები – ბრომელაინი და პაპაინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცილების მონელებას უწყობს ხელს. განსხვავებით ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ფერმენტებისგან, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ pH-ზე აქტიურდებიან, მცენარეული ფერმენტები უკვე აქტიური ფორმით ხვდება ორგანიზმში და ფართო pH სპექტრში მუშაობს.

ეს ფერმენტები მოქმედებს არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავში, არამედ სისხლსა და ქსოვილებში – შლის იმუნურ კომპლექსებს, უცხო ცილებს, ნეკროზულ ქსოვილებს, ფიბროზულ წარმონაქმნებსა და ჰემატომებს. ამგვარი გამოყენება ცნობილია როგორც სისტემური ენზიმოთერაპია.

ბრომელაინი: ის ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული, ფიბრინოლიზური, თრომბოლიზური და ანტიკოაგულაციური მოქმედებით ხასიათდება. ბრომელაინი ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევადობას პათოლოგიურ კერაში და მონაწილეობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებაში.

ბრომელაინის ძირითადი ფუნქციები:

  • ცილების დაშლა (პროტეოლიზი)
  • ანთების შემცირება
  • შეშუპების აღმოფხვრა
  • იმუნური სისტემის გაძლიერება
  • ქსოვილების რეგენერაცია
  • ჭრილობების სწრაფი შეხორცება
  • ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

პაპაინი: იგი მოქმედებს ცილებზე, ცხიმებსა და ნახშირწყლებზე, მათ მარტივად ასათვისებელ ფორმებად აქცევს. ამ უნარის გამო პაპაინს ხშირად „ბიოლოგიურ სკალპელს“ უწოდებენ. განსაკუთრებით ეფექტიანია შეხორცებითი დაავადებების დროს.

პაპაინის ძირითადი ფუნქციები:

  • საჭმლის მონელების გაუმჯობესება
  • ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი
  • იმუნოსტიმულაცია
  • ჭრილობების შეხორცების ხელშეწყობა
  • სიცხის დამწევი, შარდმდენი, ნაღვლმდენი მოქმედება
  • სხეულის წონის რეგულაციაში მონაწილეობა
  • კანის გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება

სერატიოპეპტიდაზა: ეს არის ერთადერთი მიკრობული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტი, რომელსაც ანთების, შეშუპებისა და ნეკროზის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ასევე, მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება — ანეიტრალებს ანთების მედიატორებს (ბრადიკინინი, სეროტონინი, ჰისტამინი). ის აცილებს ანთებითი პროცესის ნარჩენებს ქსოვილებიდან, იცავს აქტიურ ფერმენტს გადაჭარბებული იმუნური პასუხისგან (ალფა-2 მაკროგლობულინთან კავშირის შექმნით) და ხელს უწყობს ფიბრინოლიზს, ფერმენტული რეაქციების შედეგად ფიბრინის კოლტის დაშლას.

ქიმოტრიფსინი: ეს არის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტი, რომელიც ანტივირუსულ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ავლენს. შლის ცილებს უმცირეს პეპტიდებად, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, შეამციროს ანთება, დაშალოს ფიბროზული წარმონაქმნები (მაგ. თრომბი) და გააუმჯობესოს მიკროცირკულაცია. ქიმოტრიფსინი ასევე ამცირებს პლაზმინის ინჰიბიტორების დონეს, რითაც ფიბრინის დაშლას და შეშუპების შემცირებას უწყობს ხელს.

8 ივლ 2025