აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დიპროსალიკი: ეფექტიანი კომბინირებული პრეპარატი დერმატოლოგიაში

უკან

დიპროსალიკი: ეფექტიანი კომბინირებული პრეპარატი დერმატოლოგიაში

12 სექ 2025

დიპროსალიკი

 

ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, სებორეულ დერმატიტი, თუ კანის სხვა ქრონიკული დაავადებები პაციენტების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. სააფთიაქო ბაზარზე ხელმისაწვდომია მრავალი კომბინირებული ადგილობრივი პრეპარატი, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ანთების საწინააღმდეგო, ისე კერატოლიზურ მოქმედებას (ქერცლისებური, სქელი, მკვდარი კანის ფენებს გახნა და დარბილება). 

ანთების საწინააღმდეგო მოქმედებითი საშუალებები,  გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის, დერამოტოლოგია — ამ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიდან ერთ-ერთი პრეპარატი დიპროსალიკია. მალამო და ლოსიონი, რომლის აქტიური კომპონენტებია ბეტამეტაზონი (მძლავრი კორტიკოსტეროიდი) და სალიცილის მჟავა (კერატოლიზური საშუალება). 

პრეპარატი დამზადებულია ნიდერლანდებში და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში — დერმატოლოგიურ პრაქტიკაში.

რისთვის გამოიყენება დიპროსალიკი და რა ფარმაკოლოგიური თვისებები აქვს მას?

სააფთიაქო ქსელებში დიპროსალიკი (DIPROSALIC) მალამოსა და ლოსიონის ფორმით არის ხელმისაწვდომი. მათი შედგენილობა შემდეგია: 

  • მალამო (30 გ): 1 გ შეიცავს 0,5 მგ ბეტამეტაზონს (დიპროპიონატის სახით) და 30 მგ სალიცილის მჟავას. დამხმარე ნივთიერებებია თეთრი რბილი პარაფინი და თხევადი პარაფინი.
  • ლოსიონი (30 მლ): შეიცავს 0,5 მგ ბეტამეტაზონს და 20 მგ სალიცილის მჟავას. დამხმარე კომპონენტებია იზოპროპილის სპირტი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

რაც შეეხება დიპროსალიკის ფარმაკოლოგიურ თვისებებს, ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ პრეპარატის კომპონენტი — ბეტამეტაზონის დიპროპიონატი მიეკუთვნება მაღალაქტიურ გლუკოკორტიკოიდებს. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის შემცირებისა და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება. პრეპარატი სწრაფად ამცირებს ანთებით სიმპტომებს, თუმცა მისი გამოყენება არ არის დაავადების ეტიოტროპული (დაავადების მიზეზზე მოქმედი) მკურნალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია რეციდივი. 

კიდევ ერთი კომპონენტი — სალიცილის მჟავა კი, მოქმედებს როგორც კერატოლიზური აგენტი, აუმჯობესებს მკვდარი უჯრედების მოცილებას, ზრდის ბეტამეტაზონის შეწოვას კანში და ამით აძლიერებს მის ეფექტს. მას ასევე აქვს ბაქტერიოსტატიკური და ფუნგიციდური მოქმედება.

დიპროსალიკი ექიმის რეკომენდაციით გამოიყენეთ, ანოტაციის მიხედვით კი, პრეპარატი შემდეგი ჩვენებების დროს გამოიყენება:

როგორია მალამოსა თუ ლოსიონის გამოყენების წესი და დოზირება 

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმითა და მიმდინარეობით, ექიმის რეკომენდაციით. გამოყენების წესი და დოზირება ანოტაციაში შემდეგნაირად არის გაწერილი:

  • მალამო: მოზრდილებსა და ბავშვებში გამოიყენება დღეში 2-ჯერ — დილას და საღამოს, დაზიანებულ უბანზე თხელი ფენის სახით.
  • ლოსიონი: რამდენიმე წვეთი შეიზილება კანში ან თავის თმიან ნაწილში, ჩვეულებრივ დღეში ორჯერ.

ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთ პაციენტში დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია პრეპარატის ნაკლები სიხშირით გამოყენებისას. 

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, თუმცა უწყვეტი გამოყენება 2–3 კვირას არ უნდა აღემატებოდეს. ბავშვებში მკურნალობა უნდა იყოს უფრო მოკლე (5–7 დღე), ვინაიდან მათში სისტემური გვერდითი რეაქციების რისკი უფრო მაღალია.

 

დიპროსალიკი დერმატოლოგიაში

სიფრთხილის ზომები — უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები 

გაითვალისწინეთ, რომ გვერდითი მოვლენების ფორმით დიპროსალიკის გამოყენება ზოგჯერ იწვევს:

  • კანის გაღიზიანებას, ქავილს, სიმშრალესა და წვას,
  • ხანგრძლივი გამოყენებისას — კანის ატროფიას, სტრიებს, ტელეანგიექტაზიებს, აკნეს, როზაცეას მსგავსი დერმატიტს,
  • დიდი ზედაპირების დამუშავებისას ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას — სისტემურ ეფექტებს (ჰიპერკორტიციზმი, ენდოკრინული დარღვევები, ოსტეოპოროზი, ბავშვებში ზრდის შეფერხება).

გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ასევე იმ რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არაა მითითებული პრეპარატის ანოტაციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

დიპროსალიკი უკუნაჩვენებია და არ უნდა გამოიყენოთ:

  • თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს;
  • ტუბერკულოზის, სიფილისის, კანის პოსტვაქცინური რეაქციებისას;
  • აკნეს, როზაცეას, პერიორალური დერმატიტის შემთხვევაში;
  • თვალების არეში, ლორწოვან გარსებზე და ღია ჭრილობებზე;

გახსოვდეთ,  დაუშვებელია პრეპარატის კონტაქტი ჭრილობასთან, წყლულთან და ლორწოვან გარსებთან. ასევე, დიპროსალიკი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, თვალების სიახლოვესა და ოკლუზიური სახვევის ქვეშ. 

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, თუ დიპროსალიკის გამოყენების ფონზე გამოვლინდა კანის გაღიზიანება, ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობის კურსი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ინფექციების დართვისას კი, უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. 

  • მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ზედმეტად დიდხანს, განსაკუთრებით ბავშვებში.
  • ოკლუზიური სახვევების გამოყენება ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს.
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დიპროსალიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და შეზღუდული დროით.თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფის/ბავშვისათვის. ორსულობის დროს ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული თვითნებურად, დიდ დოზებში ან ხანგრძლივად. 
  • პრეპარატის გამოყენება კანის დიდ ფართობებზე (>10%) დაუშვებელია.

შეინახეთ დიპროსალიკი მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა — 3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ.

ანოტაციის მიხედვით, დიპროსალიკი წარმოადგენს ეფექტიან, კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც აერთიანებს ძლიერი კორტიკოსტეროიდისა და კერატოლიზური აგენტის მოქმედებას. მისი სწორად გამოყენება საშუალებას იძლევა, შემცირდეს კანის ქრონიკული დაავადებების სიმპტომები და გაუმჯობესდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. თუმცა, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური გვერდითი რეაქციები. სწორედ ამიტომ, დიპროსალიკის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით, მკაცრად განსაზღვრული დოზირებითა და ხანგრძლივობით.

12 სექ 2025